უცნაურის შეკრება ბათუმში

27366ea3a364
ერთ ჩვეულებრივ ბათუმურ დღეს, ჩვეულებრივი, თუმცა ბევრისთვის არაჩვეულებრივი საიტის, ucnauri.com-ის შეკრება გაიმართა. ვეცდები ყველაფერი დეტალურად აღვწერო, იმედია ქვემოთ ნათქვამი ცოტაოდენ კომპლექსებს მაინც მოუხსნის მომხმარებლების ,,მორცხვთა ბანაკს” მიკუთვნებულ საზოგადოებას, ასევე იმათ, ვინც აგენტების როლი მშვენივრად მოირგეს და შეკრებილთა მხოლოდ დასაზვერად და თვალის შესავლებად გამოცხადდნენ პარკში.

მოკლედ, დილა ბატონ სურმანიძესთან სატელეფონო ,,რაზგავორებით” დაიწყო, ეტყობა იმ დღეს მარცხენა ფეხზე ავდექი :evil: ველო აქტიურად მატყობინებდა თუ ვინ იყო სავარაუდო მომსვლელთა რიგში, ბოლოს კი ჩაიბურტყუნა, მარტო ჩვენ არ ვიყოთ ახლა იქო, მაგრამ ეს ბედნიერება წილად არ ხვდა : )))) ბევრი მიწერ-მოწერის,მირეკვ-მორეკვის შემდეგ წამომსვლელებიც გამოჩნდნენ, შეხვედრა 8 საათზე იყო დანიშნული. როგორც ყოველთვის, ახლაც პუნქტუალობით თავი არ მომიკლავს,მაგრამ ეს ყველაფერი სურმანიძის, ზაზას და გოგიტას ბრალია. მოჩანჩალდნენ ძლივს ეს ვაჟბატონები და გეზი ავიღეთ პატარა ზოოპარკისკენ,რომელიც 6 მაისის პარკშია. ზოოპარკთან არ იყო დაგეგმილი შეხვედრა, მაგრამ missblack-თან დარეკვის შემდეგ აღმოჩნდა,რომ იქ გველოდნენ. ჩვენ,ისევე როგორც ყველაფერი,ეს ფაქტიც სახუმაროდ გავხადეთ, ეტყობა ზოოპარკიდან გამოიქცნენ ეგენიო დავასკვენით და ასე სიცილ-სიცილით მივედით ბავშვებთან. ზოოპარკამდე შემოგვიერთდა კიდევ ორი ადამიანი, კაკია და weezy. ახლა შევუდგები თითოეულის აღწერას : )) Joy ZAZA- იგივე ზაზა ძნელაძე, აქამდეც ვიცნობდი,მაგრამ ნანახი არ მყავდა, რადგან ველოს მეგობარია, ხშირად მომისმენია მისი დახასიათება: -ირი,წარმოიდგინე, პატარა,ეშეთი შაყვარელი ლეკვი… ამ დროს სურმანიძის სახისა და ხელების მოძრაობას თუ არ უყურეთ კარგად ვერ წარმოიდგენთ : )) ზაზა სულაც არ იყო პატარა,მაგრამ დანარჩენი თვისებები გამართლდა,უსაყვარლესი ადამიანია და დარწმუნებული ვარ არქიტექტურაში თავის სიტყვას იტყვის :makulatura: ახლა გადავიდეთ გოგიტაზე, ისიც სურმანიძის მეგობარია,ერთი შეხედვით ჩუმი ბიჭია,მაგრამ რომ შეხედავ რაღაც სიმშვიდე გეუფლება,გოგიტა არ მითქვამს, მაგრამ ძალიან კეთილი გამოხედვა გაქვს :kiss: თუ სხვებმა ვერ შენიშნეთ, გშურდეთ, ესეიგი მხოლოდ მე მიყურებდა კეთილად : )))
სურმანიძეზეც დავიწყო ახლა ლაპარაკი? განუწყვეტლივ ისვრის მწარე რეპლიკებს და თვითკმაყოფილი ღიმილით იყურება აქეთ-იქით, თან ქირქილებს :( ეხერხება ჭიქის ჭიქაზე მიჭახუნება და სმა, კაი პურის მჭამელი ბიჭია რა : )))) ფერ-ხორცზე მაგას არაფერი ეტყობა და რა ვიცი,კუჭი აქვს გახვრეტილი მგონი :lol2:

კაკია-იგივე ირაკლი ბუაძე, დიდ გადარბენაზე იყო,უცხოელები ყავდა ჩამოყვანილი და ხან აქეთ დაარბენინებდნენ,ხან იქით, მაგრამ ჩვენთვის როგორ არ მოიცლიდა?! ჰოდა პატიოსნად გამოცხადდა და რომ გგონიათ მკაცრიაო, შუბლშეკრულიაო, წარბაწეული დადისო :D იცით რა ბუნჩულაა? :love: უცებ შემოდის კონტაქტში, გეგონება ადრეც იცნობდი და კარგა ხნის მეგობრობა გაკავშირებთ, თან ყველაზე უფროსი იყო ჩვენს შორის, მაგრამ სულ არ ეტყობოდა (იკა გულს გიკეთებ :lol2: )
weezy- გუგა გრიგოლია, კარგად არ გვიცნობდა არცერთს, მაგრამ მორცხვობა არ დაუწყია და ჩვენთან გაბედულად მოვიდა, მართლა ძალიან ძალიან კარგი ადამიანია და იმედია სულ ვიმეგობრებთ :*
მოკლედ, მივედით ზოოპარკთან და უცებ ვიცანი ყველა რა თქმა უნდა, 3-ნი დაგვხვდნენ, dato-kizo, ნანკა (სამწუხაროდ გვარი არ ვიცი და იმედია კომენტარებში მეტყვის) და missblack,იგივე ნათია თარაშვილი სახელს ამართლებდა და შავებში იყო გამოწყობილი, უფრო მაღალი ყოფილა ვიდრე მე მეგონა, თავიდან თითქოს შებოჭილად გრძნობდნენ თავს, მაგრამ მერე მოშინაურდნენ. ამ სამში ყველაზე მოლაპარაკე ნანკა აღმოჩნდა, კიზოს სულ ჩატის კაი ბიჭი ეძახეს, იმდენს ლაპარაკობს ხოლმე და იმდენს გვწყევლის,გვეგონა შეკრებაზეც არ აგვცდებოდა კისრის მოტეხვა, საფლავში ტრიალი,კუბოში ბუქნების გაკეთება და ა.შ. ,აგრამ იქ კი დაგვხვდა ბუნჩულა კიზო და არ ვიცი :matraxi:
ასევე შემოგვიერთდა tornike-404, (თორნიკე მიქაძე) ნუ ის ისეთივე იყო,როგორსაც ვიცნობდი,თუმცა უფრო ბევრი რამ გავიგე. ესეიგი გატლეკილი ხომ არის,შესაფერი თემა იპოვნა და მზისგან კანდამწვარს,გულიც დამიწვა,რუჯი სილურჯეში გადაგდისო :(( დანარჩენებსაც მეტი რა უნდოდათ და აქტიურად განიხილეს იგივე თემა. საქმე ისაა, რომ ყველაზე უცნაური ,,ზაგარი” მქონდა, წითელი ვიყავი, მხოლოდ გვერდებზე თეთრი ზოლები დამყვებოდა და ზებრად მომნათლეს :lol2:
თორნიკე შავი ქამრის მფლობელიც ყოფილა.. შავი ქამრის ხსენებაზე მასთან ხუმრობას როგორ გავბედავდი და დადუმებული,საწყალი გამომეტყველებით ვუყურებდი მის ტელეფონში ვიდეოს, სადაც თავად აქტიურად ისროდა ტლინკებს და კაი ვერზილა-ვერზილა ყმაწვილები პანტაპუნტით ცვიოდა ძირს.
მე კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას ვფლობდი. თავყრილობაში თავისი მოსატეხი,მაგრამ ჯერ კიდევ მოუტეხავი კისერი.. კი არადა , ფეხი, უნდა შემოედგა cranium-ს,იგივე გიორგი კუხიანიძეს. ეს ქუთაისელი ჭაბუკი ქობულეთში ბრძანდებოდა. ჰოოდა რავარც ქობულეთი გავახარე ცემი სტუმრობით,ისე ბათუმი უნდა გავახაროო. ვერ გეტყვით ბათუმს გაუხარდა თუ არა, მაგრამ ჩვენ კი დაგვატყდა თავზე. მისმა კომპასმა აშკარად ვერ გაამართლა და ვერ მოგვაგნო,ამიტომაც შესახვედრად მე,თორნიკე და გუგა წავედით. გიოს შემწვარი გოჭისფერი ზაგარი ჰქონდა :lol2: თან თეთრი გამოტკვარცული მაისური ჩაეცვა და გადმოელაგებინა გენაცვალე აქეთ ხელის კუნთები გინდა, იქით მკერდის კუნთები და ხან კუნთებით მემარიაჟებოდა, ხან რუჯით. ნამდვილი კაცი ,,მასკულატურაა” :lol2:

უკვე სრული შემადგენლობა ვიყავით, ასე რომ პიკნიკზე დავიწყეთ ზრუნვა, ცოტა ხნის შემდეგ ჩვენი ,,პურ-მარილი” მზად იყო, იქვე ,,სკამზე” გავშალეთ ყველაფერი და დაიწყო ნადიმი : )) ჯერ ბევრი ვიხალისეთ პიცის გაჭრაზე, არ მოგვეძევებოდა დანა, არადა პიცები ისე მომხიბლავად გამოიყურებოდნენ :( ბოლოს მაინც მოუხერხეს რაღაც, მართალია დაჭრილის გარდა ყველაფერს გავდა,მაგრამ ფრიად დააკმაყოფილა ჩვენი კუჭები.
პიცის გარდა, აქტიურად მიმდინარეობდა ჩიფსის კნატუნი,ლუდის, არყის თუ ლიმონათების სმა, ჭიქების მიჭახუნება და ა.შ. მე უარი ვთქვი ალკოჰოლურ სასმელზე, კარგად ხომ უნდა დავკვირვებოდი ყველას ფხიზელი თვალით?! სამაგიეროდ თითოეულის სიმთვრალეზე შემიძლია ლაპარაკი :(

თანდათანობით დაშლის დროც ფეხაკრეფით მოგვეპარა, პირველი ნათია გამოგვაკლდა, დანარჩენები თითქმის ერთსა და იმავე დროს დავიშალეთ. გუგამ ჯენტლმენურად მიმაცილა სახლში და ასე დამთავრდა ის დღე :kiss:

თუმცა ამით არ დასრულებულა უცნაურელთა ბათუმური ვოიაჟი. თითქმის ყოველდღე ვნახულობდი გუგას, ზაზას, სურმანიძეს. ყველაზე მეტად რაც გამეხარდა, იყო ის,რომ მოვახერხეთ Dilla-ს ნახვა (იგივე ლევანი,გვარი არ ვიცი :(() რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ძლივს ჩამოვიდა საქართველოში და უნახავს გავუშვებდით? ლევანი კარგი მოლაპარაკეა, უმაგრესი ტატუები აქვს და კარგად რეპავს : )) თუმცა იმ დღეს ცოცხალი შესრულება არ გვეღირსა. მისთვის კიდევ პატარა შეკრება მოვაწყვეთ მაია-ქეის კონცერტზე. ამ დღეს cranium-აც გვეწვია ქობულეთიდან თავის მეგობრებთან ერთად, რომლებმაც სიცილი და მხიარულება არ მოგვაკლეს. მივაღწიეთ ახალ ბულვარამდე და შევხვდით ლევანს, ის ისეთი დაღლილი დაგვხვდა სიარულისგან, რომ ფეხზე ძლივს იდგა, ამიტომაც იქვე ბალახზე მოვკალათდით და ლაპარაკ-ლაპარაკში დრო მხიარულად გავატარეთ.

26f51737bb4b

46ed462ba906

2da5e8c80618

5e4396925065

422095c0309d

76253330c33d

e4ac05d2b20d

27944d1ec1a2

aaebe66c491a

b4971249b087

5b91055d8433

53ecd07f1765

565706e22d4d

0b2ff5049c36

3025cc99b8d2

38671d2d844d

f1bc63f3b658

4394ba8ffc54

d1f128a95722

2a533fd2af70

68f01e8044e1

de496ebaee78

9e1dd2ec7cae

a7d454379e49

fc9b563a380b

d297cdba7d2e

5752f1a928e1

c0fafd86a749

0cd61f4b850a

483b9b240d02

46cc69d766fb

05c8bdd1fc7d

სურათების სრული ზომით ნახვა ვისაც სწყურია, გადმოწეროს ამ ბმულით

მსგავსი ამბები

Back to top button