უცნაური და საინტერესო ამბების რიგით 71-ე ნაწილი
1. ყველა ქვეყანას გააჩნია ახალი წლის თავისი მთავარი პერსონაჟი, საახალწლო ჯადოქარი.
მაგალითად: საფრანგეთში – პერ ნოელი შვედეთში – იულ ტომტენი; როგორც უმეტეს ინგლისურ ენოვან ქვეყნებში ამერიკის შეერთებულ შტატებშიც – სანტა კლაუსი, რუსეთში – დედ მოროზ ანუ თოვლის ბაბუა და ა.შ.
ინგლისში და მრავალ ინგლისურ ენოვან ქვეყანაში სანტა კლაუსი ეს ჭაღარა თმების მქონე პერსონაჟია, რომელსაც გააჩნია მოწესრიგებული წვერი და ულვაში, აცვია წითელი ფერის ქურთუკი, შარვალი და ჩაჩის ფორმის ქუდი, ცხვირზე პატარა სათვალეც უკეთია, მუცელზე შემორტყმული აქვს მუქი ფერის ტყავის ქამარი, ადრე სანტას ხშირად პირში ჩიბუხი ედო . ისტორიულად ის – ცხოვრების მოყვარული ელფია. მოგზაურობს ირმების შებმიანი მარხილით და მაგიდაზე განზრახ დადგმულ საინზე, ან ბუხართან დატოვებულ წინდასა ან ფეხსაცმელში ბავშვებს ჩუმათ უტოვებს საჩუქრებს…
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი – სანტა კლაუსი ანუ იგივე წმინდა ნიკოლაუსი. მას მუდამ თან ახლავს ჯადოსნური ირემი – რუდოლფი.
თავდაპირველად ინგლისში მას “შობის პაპას” ეძახდნენ, მოგვიანებით კი მან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც შეაღწია და მთელ ევროპა-ამერიკის ტერიტორიაზე ერთი სახელი დაიმკვიდრა სანტა-კლაუსი.
როგორც ვიცით, ყველა ქვეყანაში “საახალწლო სტუმარს” განსხვავებული სახელი აქვს, წარმოგიდგენთ სანტა კლაუსის ზოგიერთ კოლეგას, მაგალითად:
ა. ჩინელ თოვლის ბაბუას ჰქვია “რთული” სახელი – დუნ ჩე ლაო რენი ან დან ლაოჟენი (Dun Che Lao Ren, or Shan Tribute Laozhen). მიუხედავად ეგზოტიკური სახელისა და წარმომავლობისა, ჩინელი თოვლის ბაბუა თავისი არსით, საერთოდ არ განსხვავდება ცნობილი სანტა კლაუსისგან.
ბ. ფინეთის თოვლის ბაბუას ქვია იოლლოპუკკი (Yollopukki); მას ყავს მეუღლე, რომელსაც ქვია მარია. მის მოახლოებას ბავშვები ზარების რეკვით იგებენ. ამ ფოტოსურათზე იოლლოპუკკი ზის, ხოლო გვერდით უდგას უნგრელი კოლეგა.
გ. მონღოლეთის საახალწლო ბაბუას ქვია იამალ ირი (Yamal Iri). ის ატარებს ბურნუთის კოლოფს, ხოლო ხელში უკავია გრძელი შოლტი.
მონღოლეთის თოვლის ბაბუა რაღაცით მწყემსს მოგვაგონებს, რადგან ეს ბაბუა ახალი წლის გარდა მწყემსთა დღესასწაულის სიმბოლოცაა;
დ. იაკუტელ თოვლის ბაბუას ქვია ეჰე დილ ან ჩისჰანი (Ehee Dyl or Chiskhan). მას ყავს ცოლი Kyhyn Khotun და 3 ქალიშვილი , რომლებიც თითოეული მმართავს ერთერთ სეზონს: გაზაფხულს, ზაფხულს და შემოდგომას. ლეგენდის თანახმად კურო ყოველ შემდგომაზე გამოდის ოკეანიდან და იწყებს რქების გაზრდას. რაც უფრო დიდი იქნება რქები, მით უფრო გრძელი და ცივი იქნება ზამთარი.
ე. ტრადიცული რუსული თოვლის პაპა, რომელიც მოგზაურობს თეთრ ცხენებშებმული მარხილით. “სნეგუროჩკა” (ფიფქია) კი შვილიშვილია, რომელიც მან გზად შემხვედრი „თოვლისგან“ გამოძერწა.
ნახეთ ვიდეო :
2. ყველაზე დიდი ქვიშის სკულპტურა
ყველაზე დიდი ქვიშის სკულპტურა რეგისტრირებულია გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში 2010 წლის 29 სექტემბერს ქალაქ Zhoushan-ში, ჩინეთი.
სკულპტურაზე მთელი მსოფლიოდან 35 პროფესიონალი სკულპტორი მონაწილეობდა დაახლოებით სამი თვის განმავლობაში…
3. მსოფლიოში ზაზუნათა 15 სახეობაა ცნობილი. მათ სამშობლოდ ამერიკა ითვლება.-
ზაზუნები არიან საუკეთესო პირველი ცოცხალი საჩუქარი ახალგაზრდებისათვის. ყველაზე კარგი კი არის ის, რომ მათი შენახვა ძალიან იაფი ჯდება და კარგი მოვლით შეუძლიათ იცხოვრონ ხუთ წლამდე
საყვარელი და სასაცილო ზაზუნები-დაათვალიერეთ
აკრობატი ზაზუნა- ნახეთ ვიდეო:
ზაზუნა
4. Tower Of Power – ელექტროსადგურის ახალი კონცეფცია
წარმოგიდგეთ Tower Of Power-ის ახალ კონცეფციას ტაივანის არქიტექტორებისაგან:
მათ გადაწყვიტეს გაერთიანებინათ ადგილობრივი ტურისტული ღირსშესანიშნაობები და ერთიანი, სრულყოფილი ელექტროსადგური.
300-მეტრიანი სტრუქტურა წარმოადგენს ქარის წიქვილს, რომელსაც შეუძლია აწარმოოს 6 მეგავატიანი სიმძლავრის ენერგია საათში.
გარდა ამისა, ნაგებობაში განთავსებულია საოფისე შენობები და სახურავზე მოეწყო სადამკვირვებლო ნოედანი.
5. მილიარდელმა დონალდ ტრამპმა ბოინგი-757-ი შეიძინა 100 მლნ-ად და მისი ამსახველი ვიდეო-ექსკურსია ინტერნეტით გაავრცელა:
თვითმფრინავის შეძენის შემდეგ მილიარდელმა ბოინგი საფუძვლიანად გაარემონტა … ბოინგის ინტერიერი ძვირად ღირებული სასტუმროს ნომერს მოგვაგონებს , ტრამპის საძინებელ ოთახს ოქროს დეტალები და ტრამპის საგვარეულო გერბები აფორმებს, ხოლო საწოლთან დიდი პლაზმური ტელევიზორია დამონტაჟებული.
ტრამპის პერსონალური აბაზანა ფაიფურითა და ძვირფასი ქვებით, ხოლო თვითმფრინავის სხვა სალონები დამუშავებული ტყავის ავეჯითაა გაწყობილი. ბოინგი სულ 43 ადამიანს იტევს.
– “ჩემი დევიზია – თუ გაქვთ რაიმე ისეთი, რითაც შეგიძლიათ იამაყოთ, ანახეთ ის ყველას!” – განაცხადა თვითკმაყოფილმა ტრამპმა.
6. გოგონა სახტუნაოთი -საუკეთესო ტრიუკები მსოფლიოში:
გოგონა აკეთებს წარმოუდგენელ ტრიუკებს, ხტუნაობს სწრაფად და ენერგიულად თოკზე…
ნახეთ ვიდეო:
7. მიმტანის საოცარი შესაძლებლობები: ნახეთ ვიდეო:
ეს ადამიანი სამართლიანად შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურ რესტორანის თანამშრომელად. მიმტანი წარმოშობით ირანელია, მაგრამ ამჯამად გადავიდა პაკისტანში და იქ მუშაობს ზღვისპირა ქალაქ კარაჩის (Karachi) ერთ-ერთ რესტორანში . მიმტანი არასოდეს წყვეტს განაცვიფროს რესტორანის ვიზიტორები თავისი არაჩვეულებრივი შესაძლებლობებით, სადაც ის მუშაობს. მიმტანს არა მხოლოდ გადააქვს 15 ფინჯანი და ლამბაქები, არამედ ავსებს მათ ცხელი ჩაით და ემსახურება კლიენტებს სწრაფად და ხარისხიანად. ადრე, ასეთი სანახაობა შეიძლებოდა მხოლოდ გენახათ ცირკში…
ნახეთ ვიდეო:
8. ლიონელ მესის ფავორიტი გგოგონა ბურთით გამაოგნებელ ტრიუკებს აკეთებს !!!
ბ რ ა ვ ო ო ო
9. „ყველაზე ცუდი მოვლენა“ ფაშიზმის შემდეგ:
ამერიკის „Edmunds“ გამოცემის თქმით, ავტომობილების სათავეში მოექცა სუპერქარი , რომელიც შეფასებულია $ 4 მილიონ დოლარად;
ეს ავტომობილი, გამოშვებული იტალიაში, გახდა „ყველაზე ცუდი მოვლენა“ ფაშიზმის შემდეგ.
ნიუ იორკში, ამერიკულმა გამოცემამ „Edmunds“ შეადგინა ოდესმე ისტორიაში გამოშვებული ყველაზე უშნო ავტომობილების რეიტინგი
პირველი ადგილი სიაში უკავია იტალიურ სუპერქარს Lamborghini veneno-ს, რომელიც წარმოდგენილი იყო ჟენევის ავტოსალონზე. ამ ეგზოტიკური მანქანის ფასი , გადასახადების გარეშე შეადგენს 3,9 მილიონ დოლარს.
„ეს ყველაზე ცუდი მოვლენაა იტალიაში, ფაშიზმის შემდეგ“, წერს გამომცემლობა „Italy“ – ამ სუპერქარის Lamborghini Veneno შესახებ.
ლიდერების მაკომპლექტებელი სამეულია: Lincoln Versailles 1977 წელს; (პირველი ლინკოლნის Mid ზომის მანქანა ) და კროსოვერი Acura ZDX (2010 წელი).
10. Taj Mahal – ასანთის ღეროებისგან
ინდოელმა მხატვარმა – Sheikh Salimbaev შექმნა Taj Mahal -ის მოდელი, რომელიც არსებითად იდენტურია მსსოფლიო არქიტექტურის ნამდვილ შედევრთან.
მის შექმნაში მხატვარ Sheikh Salimbaev-ს დასჭირდა წელიწადი და 39 დღე. ხის მოდელი მთლიანად დამზადებულია ასნთის ღეროებისგან, რომელიც ითვლის
დაახლოებით 75, 000 ცალს.
11. დაუჯერებელი ბილიარდის „ტრიუკები“
ფლორიან კოლერი (Florian Kohler) ასრულებს წარმოუდგენელ „ტრიუკებს“ კის და ბილიარდის ბურთების დახმარებით …
უყურეთ ვიდეოს და იხალისეთ: