ჩვენი დროის გმირები
ამაზონის სათავიდან დასასრულამდე
2008 წელს, ბრიტანელმა მოგზაურმა, ედ სტეფორდმა წამოიწყო ახალი ექსპედიცია… მისი სურვილი იყო მდინარე ამაზონის სათავიდან ფეხით მისულიყო მდინარის დასასრულამდე, სადაც ის ოკეანეს უერთდება… ის 2008 წლის 2 აპრილს გაუდგა გზას… ედიმ მთელი დისტანცია, 6437 კმ ფეხით გაიარა. ამ მოგზაურობის დროს ის შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებლებს, ნარკოტიკებით მოვაჭრეებს, უამრავ საშიშ ცხოველსა და მწერს… გადაიტანა რამოდენიმე ავადმყოფობა… მან გზაში აგრეთვე იპოვა კომპანიონი, ჩო რივერა, რომელიც მას შეუერთდა და გზის დიდი ნაწილი ერთად იარეს… 2010 წლის 9 აგვისტოს, 859 დღის შემდეგ ყველაზე სახიფათო მოგზაურობა დასრულდა, როცა სტეფორდი და რივერა მიადგნენ ატლანტის ოკეანეს…
Photograph by Mike Monitz
მეტ და მაიკლ მონიცები
12 წლის მეტ მონიცმა და მისმა მამამ, მაიკლმა დაისახეს ერთი მიზანი – ზაფხულში, 50 დღეში , 50 ივე შტატის ყველაზე მაღალ ადგილას ასულიყვნენ… ათვლა დაიწყო მაშინ როცა მათ დაიპყრეს “Denali” (6193 მ) – ყველაზე მაღალი ადგილი შტატ ალიასკაში და ასევე მთლიან ჩრდილეოეთ ამერიკაში. რამოდენიმე დღეში მათ 4421 მეტრიანი Mount Whithney დაიპყრეს კალიფორნიაში და არანაკლებ რთული Britton Hill ფლორიდაში. 16 ივლისს, სტარტიდან 43 დღის შემდეგ ალპინისტების ჯგუფმა მიაღწიეს მაუნა კეას (4205 მ ) ჰავანაში და დაამყარეს ახალი რეკორდი…
Photograph by Sebastian Copeland
ერთ დღე-ღამეში გავლილი 595 კმ
ამ ზაფხულს, პოპულარულმა მოგზაურებმა, მაკნეირ ლონრმა და სებასტიან კოუპლენდმა მთლიანად გადალახეს გრენლანდია, სამხრეთიდან ჩრდილოეთით ( 2 253 კმ ). მათ გამოიყენეს მხოლოდ თხილამურები. წარმოუდგენელია, მაგრამ 6 ივლისს, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მათ გაიარეს 595 კმ და დაამყარეს ახალი რეკორდი – გაიარეს ყველაზე დიდი დისტანცია ერთი დღე-ღამის განმავლობაში.
Photograph by Tom Evans
2 მწვერვალის დაპყრობა 1 დღეში
ბევრი ალპინისტისთვის მწვერვალების, Half Dome – სა და El Captain ს (ორივე მდებარეობს იოსემიტის ნაციონალურ პარკში) დაპყრობა მთელი ცხოვრების ოცნებაა… ალექს ჰონოლდისთვის კი ეს ერთ-ერთი რიგითი გასეირნებაა პარკში.. 22 ივლისს, ჰონოლდმა ორივე მწვერვალი ერთ დღეში დაიპყრო და დაამყარა ორი ახალი რეკორდი სწრაფად ასვლაში. დილით ჰონოლდი გაემართა Half Dome –სკენ ჩვეულებრივი მარშრუტით, ჩრდილოეთის მხრიდან. ამ მწვერვალის დაპყრობისთვის ალექსს 2 საათი და 9 წუთი დასჭირდა. მან წინა რეკორდი 41 წუთით გააუმჯობესა. აქედან ალექსი გაემართა “El Capitan”-ისკენ, რომლის დასალაშქრად მას 6 საათი დასჭირდა.
ველოსიპედისტი
2010 წლის თებერვალში, შოტლანდიელი ველოსიპედისტი, მარკ ბიუმორტი გეგმავდა წარმოუდგენელ მოგზაურობას. მან მოგზაურობა დაიწყო ალიასკიდან და დაასრულა 13000 კილომეტრის გავლის შემდეგ, Ushuia –ში, არგენტინაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოგზაურობა იყო ხანგრძლივი და რთული, მარკის კარიერაში ის იკავებს მეორე ადგილს: 2007 წელს, მან ველოსიპედით 194 დღეში გაიარა 29 446 კილომეტრი…
13 წლის ალპინისტი
2010 წლის 22 მაისს, 13 წლის ამერიკელმა, ჯორდან რომერომ დაიპყრო მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი – ევერესტი. ის გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ადგილი დაიპყრო.. მაგრამ ჯორდანისთვის ეს მხოლოდ ერთი ნაბიჯია მისი გრანდიოზული მოგზაურობის: აგრეთვე ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი, რომელმაც 7 ყველაზე მაღალი ადგილი დაიპყრო 7 კონტინენტზე (Seven Summits). ამ შემოდგომას რომერო გაემგზავრება ანტარქტიკაზე, რათა გააგრძელოს თავისი “კარიერა” და დაიპყროს კიდევ ერთი მწვერვალი Vinson Massif (4892 მ )