არქივი

შნობელის პრემია (part 2)

fa2124d3892e

შნობელის (ig nobel) პრემიით დაჯილდოვების ყოველწლიური ცერემონიალი იმართება ჰარვარდში.

ცერემონიალი იმართება 4 ნამდვილი ნობელის პრემიის ლაურეატის თანდასწრებით, რომლებიც მხურვალე აპლოდისმენტებით მიესალმებიან “კოლეგებს”.

როგორც ყოველთვის, უსიამოვნო თემების გარეშე არ გამოდის, “გამოკვლევა” არის თემებზე – ექსკრემენტების გამოყოფა, სათესლე ჯირკვლები, უსიამოვნო შეგრძნებები.

გადავიდეთ უშუალოდ გამარჯვებულებზე, მე შევაგროვე ყველა საჭირო ინფორმაცია და ილუსტრაციები, რომლის პოვნაც შეიძლებოდა. წასაკითხად ნამდვილად სახალისოა რითია დაკავებული ეს ხალხი :)

აი გამარჯვებულები:

ფიზიკა:
4b5b1da85541

ჯილდო გადაეცემა ექსპერიმენტისთვის, რომელიც დაიწყო 1927 წელს კვინსლენდის უნივერსიტეტის მოხუცმა პროფესორმა , რომელიც შემდგომ გააგრძელა ჯონ მეინსტოუნმა.
წვეთის დაცემის ექსპერიმენტით ავსტრალიელ მეცნიერებს უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ ჩვეულებრივ ნივთიერებას შეუძლია დაეუფლოს განსაცვიფრებელ თვისებებს. მაგალითად, კუპრი, რომელსაც იყენებენ ნავების ჰიდროიზოლაციისთვის.
ოთახის ტემპერატურაზე კუპრი მყიფე და ხისტი ნივთიერაბაა, ის იფხვნება ჩაქუჩის დარტყმის შედეგად. მაგრამ აღმოჩნდა, რომ იგი შეიძლება ფაქტიურად გადაიქცეს სითხედ, რომელიც წყალთან შედარებით 100 მილიარდჯერ უფრო წებოვანია.
პროფესორმა პარნელმა გაათბო კუპრის ნიმუში, ჩაასხა იგი მინის ჭურჭელში და დაახურა გამჭვირვალე ხუფი. და ნამდვილად კუპრის გახმობის შემდეგ ყოველ ცხრა წელიწადში ერთხელ ვარდებოდა 1 წვეთი თხევადი კუპრი. თუმცა თვითონ “ჩამოვარდნის აქტი” საკუთარი თვალით არავის არ უნახავს.

მედიცინა:
abed64e0b407

ეს ჯილდო მიიღო გრეგ მილერმა მისურიდან, რომელმაც გამოიგონა და დააპატენტა Neuticles – ხელოვნური სათესლე ჯირკვლები, რომლებიც ენერგებათ დაკოდილ ძაღლებს “რევოლუციური” პროცედურების საშუალებით.
მილერის განცხადებით, ეს არის უსაფრთხო, პრაქტიკული და იაფი გამოგონება რომლითაც უკვე 100 000-მა ცხოველის მფლობელმა ისარგებლა, რადგან “Neuticles საშუალებას აძლევს თქვენს ძაძღლს გამოიყურებოდეს ბუნებრივად, დაიბრუნოს საკუთარი თავის პატივისცემა და აღიდგინოს კასტრაციის დროს მიღებული ტრამვა”. სიმართლე ვთქვათ საკმაოდ ძვირია: მოდელისა და ზომის მიხედვით წყვილის ფასი 73-დან 549 დოლარამდე მერყეობს.

ეკონომიკა:
4e66afb777ab

დიზაინერი გაური ნანდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (MIT) დაჯილდოვდა მაღვიტარასთვის Clocky, რომელიც მიდის მფლობელთან და იმალება, არ აძლევს საშუალებას კვლავ დაიძინოს. ასე რომ ურჩი საათი გარანტიას იძლევა რომ მფლობელი აუცილებლად ადგება ზუსტ დროს. და ეკონომიკა იმაშია რომ, clocky საშუალებას გაძლევთ დაამატოთ რამდენიმე საათი სამუშაო დღეს.

ქიმია:
08b9777fafe1

ლაურეატები – პროფესორი ედვარდ კიოსლერი და მისი სტუდენტი ბრაიან ჯეტელფინგერი არიან მინესოტის უნივერსიტეტიდან. მათ დაამტკიცეს, რომ ცურვა სქელ თხევად ნივთიერებაში ისეთივე ადვილია როგორც წყალში.
ექსპერიმენტისთვის დაამზადეს 25 მეტრიანი აუზი სადაც ჩაასხეს სქელი სიროფი, აუზში ჩაუშვეს 16 მოხალისე. მათი შედეგები წყალში ნაჩვენები შედეგებისგან მხოლოდ 4 პროცენტით განსხვავდება.

P.S. კიდევ იყო მაგრამ კისერი მეტკინა და ვეღარ ვთარგმნი :|

მსგავსი ამბები

Back to top button