არქივი

ლეგენდა – “მონა ლიზა”

fae085e52eb0

“და ვინჩის პოეტიკის კულმინაციური გამოხატულება” – ასე უწოდა უკვდავ სურათს პიეტრო მარანიმ. დრო იცვლება,  ჯოკონდა კი რჩება მარადიულ ლეგენდად..

ამ ნახატზე უამრავი ლეგენდა არსებობს.. მე არ მოვყვები ამ ამბების ჩამოთვლას, რაც ამ გენიალურ ნაშრომს “გადახდენია თავს”, უბრალოდ უფრო დაწვრილებით “გავაშიშვლებ” მის თითოეულ დეტალს…

7e74577cc47d

უპირველესად მაინც აღსანიშნავია ნახატის მთავარი ღირსება –  ღიმილი. და ვინჩიმ შეძლო იდუმალ ღიმილში ქალის ცხვირის, ტუჩების, ნიკაპის ირგვლივ, შუქჩრდილები დახვეწილად დაგაენაწილებინა. სწორედ ეს შუქჩრდილებია მთავარი გასაღები, სწორედ ისინი ანიჭებენ ქალის ბაგეებს უდიდეს დახვეწილობას… საბოლოოდ კი შეიქმნა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე იდუმალი, მრავლისმთქმელი ღიმილი, რომელიც მნახველს გულგრილს ვერასოდეს ტოვებს..

a418e0090c35

თვალები ადამიანის სულის სარკეა… ლეონარდო და ვინჩი კი თვალს “ადამიანთა სხეულის სარკმელს” ეძახდა. მონა ლიზას თვალები თითქოს თანაგრძნობას ეძებს მნახველში და, ასევე თვითონაც თანაუგრძნობს სხვებს. მისი თვალებიდან თითქოს მისი შინაგანი სამყარო იშლება, საიდანაც შეგვიდძლია მის არსებაში შევაღწიოთ და დავინახოთ ქალის შინაგანი სამყაროც კი. მხატვრის შესანიშნავი ტექნიკისა და წარმოსახვის წყალობით იქმნება ბურუსი, რომლიდანაც უკვე 5 საუკუნე გვიყურებს თვით იდუმალება.

1f62ee95a09e

მონა ლიზას ხელებს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ თვით სრულყოფილება.
სწორად შერჩეული ჩრდილები მათ უფრო ნატიფს აჩენს. ხელების მშვიდი და თავისუფალი მდებარეობა მნახველსაც მშვიდ განწყობას უქმნის.

5ed7bee615f4

მონა ლიზას კაბა დამშვენებულია მდიდრული ნაქარგებით. დიდი სიფრთხილით არის დახატული თასმის კვანზები. თავისთავად ქალი მდიდარი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს დეტალიც სურათის მთლიან განწყობას კარგად ერგება. ხაზს უსვამს სინეტიფესა და დახვეწილობას.

32dc5b74127c

ეს კი ბოლო დეტალი, ჯოკონდას უკან მდებარე პეიზაჟია. ბუნების უსწორმასწორო ფორმები სიმბოლოა, ლეონარდოს მუდმივი კოსმოსურ-მიწიერი გარდაქმნებისა. მიჩნეულია, რომ ეს ფრაგმენტი სიმბოლოა ადამიანის და ბუნების საწყისების ერთობლიობისა…

4d6b953f640e

ეს უშუალოდ დეტალები, ახლა კი რამდენიმე გამონატქვანი ჯოკონდაზე: –

“მისი თვალები ისე ელვარე და წყლიანია, როგორსაც ცხოვრებაში ვხვდებით. მათ ირგვლივ მოწითალო-ტყვიისფერი ჩრდილებია, რომელთა დახატვა მხოლოდ უფაქიზეს ხელს შეუძლია. წამწამებიც უკიდურესი დახვეწილობით არის შესრულებული. ვარდისფერი და ნაზი ნესტოებით შემკული ცხვირი ცოცხალი ადამიანისას ჰგავს. ოდნავ გახსნილი ბაგეები, რომელთა წითელი ფერი სახის პირისფერ ტონალობას უერთდება, დახატულს არ ჰგავს, ცოცხალის შთაბეჭდილებას ტოვებს.” – ჯორჯო ვაზარი.

“შიგნიდან დანახულ მშვენიერებასთან გვაქვს საქმე, თუმცა სხეული უჯრედ-უჯრედ არის დამუშავებული” – კრიტიკოსი ვალტერ პატერი.

“ერთი წამით მოვათავსოთ მონა ლიზა ბერძნული სპეტაკი ქალღმერთების ან ანტიკური ეპოქის უმშვენიერესი ქალების გვერდით და დავინახავთ, როგორ შეცბუნდებიან ისინი ამ სილამაზით, რომელშიც მთელი მისი სულიერი მღელვარება იგრძნობა…”ჯოკონდას” საშუალებით და ვინჩი სრულიად განსაზღვრავს ხელოვნებისა და საკუთარი ცხოვრების მისეულ კონცეფციას.” – პატერი.

P.S. ჯოკონდა ჩენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნახატია.   ბევრს მოსწონს, ბევრიც  აკრიტიკებს.  უბრალოდ  ეს  ნახატი  შედევრია, რომლიდანაც ყოველთვის უნდა შეძლოს  ადამიანმა რაიმე  მისთვის  საინტერესოს  აღმოჩენა…     ეს ნახატი მხოლოდ მსოფლიოს აღიარება არ არის..

მსგავსი ამბები

Back to top button