საკითხავისასარგებლოუცნაური

ცისფერი თვალები

5af9a5d6d363

ყველა ცისფერთვალა ადამიანი წარმოშობილია ერთი წინაპრისგან!

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ყველა თანამედროვე ცისფერთვალა – ანჯელინა ჯოლიდან უეინ რუნამდე – წარმოშობილია ერთი ადამიანისგან, რომელიც სავარაუდოდ 10000 წლის წინ ცხოვრობდა შავი ზღვის რეგიონში.

სწავლულებმა გამოიკვლიეს თვალის ფერის გენეტიკა, და ცისფერთვალა ადამიანების 99.5%-ის დნმ-ში აღმოაჩინეს ერთნაირი მცირე გენის მუტაცია, რომელიც განსაზღვრავს ცისფერ ფერს. ამის მიხედვით პროფესორმა ჰანს ეიბერგმა და მისმა კოლეგებმა კოპენჰაგენის უნივერსიტეტიდან დაადგინეს, რომ მუტაცია განიცადა მხოლოდ ერთმა ადამიანმა რომელიც გახდა ცისფერთვალა ადამიანების წინაპარი.

მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, თუ ზუსტად როდის მოხდა ეს მუტაცია, მაგრამ სხვა ნიშნებია იმისა რომ სავარაუდოდ ეს მოხდა 10000 წლის წინ.

“ცისფერი თვალების გამომწვევი მუტაციები პირველად მოხდა სავარაუდოდ შავი ზღვის რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ნეოლითურ პერიოდში 6-10 ათასი წლის წინ იყო დიდი სამეურნეო მიგრაცია ევროპის ჩრდილოეთ ნაწილთან” – წერენ მეცნიერები ჟურნალში “Human Genetics”.

პროფესორმა ეიბერგმა განაცხადა, რომ ყავისფერი “სტანდარტული” ფერი იყო ადამიანის თვალისთვის, რომელიც წარმოქმნილი იყო მუქი კანის ფერის პიგმენტის – მელანინის გავლენით. თუმცა, ჩრდილოეთ ევროპაში მოხდა OCA2 გენის მუტაცია, რამაც დაარღვია ორგანიზმში მელანინის წარმოება და თვალის ფერი გახდა ცისფერი.

თავიდან ყველას ქონდა ყავისფერი თვალები – განაცხადა პროფესორმა ეიბერგმა – მაგრამ OCA2 გენის მუტაციამ ჩვენს ქრომოსომებში განაპირობა “გადართვა”, სიტყვასიტყვით: “ორგანიზმში გამორთულია უნარი აწარმოოს ყავისფერი თვალები.”

“თვალის ამ ფერის ვარიაციები შეიძლება აიხსნას მელანინის რაოდენობით, მაგრამ ცისფერთვალა ადამიანების თვალშიც არსებობს მცირე რაოდენობს მელანინი” – განაცხადა პროფესორმა. “ყოველივე ამის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ყველა ცისფერთვალა ადამიანს ყავს საერთო წინაპარი. ყველა მათგანს მემკვიდრეობით გადაეცემა მუტაცია მის დნმ-ში” – განაცხადა ეიბერგმა.

ქალებს და მამაკაცებს, ცისფერი თვალებით, აქვთ თითქმის იდენტური თანმიმდევრობა დნმ-ის იმ მონაკვეთში, რომელიც განაპირობებს თვალის ფერს. ყავისფერ თვალებიან ადამიანებს, პირიქით, გვხვდება საკმაო რაოდენობის ინდივიდუალური ვარიაციები დნმ-ის ამ ნაწილში.

პროფესორმა ეიბერგმა თქვა, რომ გამოიკვლიეს თითქმის 800 ცისფერთვალა ადამიანის დნმ, დაწყებული თეთრკანიანი სკანდინავიელებისგან დამთავრებული ფერადკანიანი ცისფერთვალა ადამიანებით, მცხოვრები თურქეთში და იორდანიაში. ყველა მათგანს, გარდა ერთისა, აღმოაჩნდა ერთნაირი თანამიმდევრობა დნმ-ის OCA2 გენში. “ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ ყველა ამ ადამიანს ყავს საერთო წინაპარი” – განაცხადა პროფესორმა.

უცნობია, ცისფერი თვალები რატომაა გავრცელებული ყველაზე მეტად ევროპის ჩრდილოეთში და რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ძველად განმარტავდნენ, რომ თვალის ცისფერი ფერი იძლევა უპირატესობას ზაფხულის თეთრ და ზამთრის პოლარულ ღამეებში. ცისფერი თვალები ითვლებოდა უფრო მიმზიდველად და სასიამოვნოდ საპირისპირო სქესის ადამიანისთვის.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close