არქივი

პანიპატის პირველი ბრძოლა (1526)

panipatis brdzola

პანიპატის პირველი ბრძოლა (1526) – ბრძოლა ჩრდილოეთ ინდოეთში, რომელიც ითვლება მოგოლთა იმპერიის შექმნისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად. ეს ბრძოლა ერთერთი პირველი იყო, რომელშიც ცეცხლსასროლი იარაღი და ზარბაზნები გამოიყენეს.

1526 წელს ზაჰირ ად დინ მუჰამედ ბაბურმა, რომელიც ქაბულის მმართველი იყო თემურიდების დინასტიიდან, გაანადგურა დელის სულთნის, იბრაჰიმ ლოდის უზარმაზარი არმია.

ბრძოლა გაიმართა 1526 წლის 21 აპრილს პატარა სოფელ პანიპატისთან, დღევანდელი ინდოეთის ერთ-ერთი ოლქში, ჰარიანაში.
ბაბურის ძალებს დაახლოებით 8000 მებრძოლი და 20-24 საველე ზარბაზანი წარმოადგენდა, ხოლო იბრაჰიმ ლოდის 110000 კაცი და 300 საბრძოლო სპილო ჰყავდა. ინდოელი რაჯპუტები ნეიტრალურ სიტუაციას იჭერდნენ, თუმცა ზოგიერთი რაჯპუტი მაინც იბრაჰიმ ლოდის მიემხრო.

ბრძოლაში ბაბურიმ წარმატებით გამოიყენა საველე არტილერია, რომლის ხმამ შეაშინა მტრის სპილოები და მათ თავიანთი ჯარის გადათელვა დაიწყეს, რითიც არეულობა შეიტანეს იბრაჰიმ ლოდის ჯარში. ბაბურის სამხედრო ხერხი მტრის ალყაში მოქცევა და განადგურება იყო მაგრამ იბრაჰიმ ლოდის უზარმაზარი ჯარის წინაშე ეს რთული იქნებოდა. ბაბურის ჯარი უფრო ფლანგებიდან უტევდა მტერს, ხოლო ცენტრიდან არტილერია ესროდა ინდოელთა რიგებს და ზიანს აყენებდა. არტილერია ეხმარებოდა ქვეით და ცხენოსან ჯარს მტრის რიგების არევაში და მერე მათ იოლად განადგურებაში. პანიპატის ბრძოლაში ბაბურის ზარბაზნებმა მთავარი როლი იტვირთეს და დელის სულთნის უშველებელი არმია დაამარცხეს. იბრაჰიმ ლოდი ბრძოლაში დაიღუპა მრავალ თავის მებრძოლთან და სარდლებთან ერთად. ასევე დაიხოცა მრავალი დაქირავებული მეომარი, რომლებიც დელის სულთანს ემსახურებოდნენ.

ბრძოლამ შედეგად მოიტანა ის, რომ ბაბურმა ინდოეთში მოგოლთა იმპერიის ჩამოყალიბება დაიწყო, იმპერიისა, რომელიც კიდევ რამდენიმე ასწლეული იარსებებდა.

ნიკა ხოფერია

იხილეთ ასევე
Close
Back to top button