უილიამ ბლეიკი
უილიამ ბლეიკი იყო ინგლისელი მხატვარი, პოეტი, გრავიორი. უნიკალური წარმოსახვის, ხედვის პატრონი… ჩემი და არამარტო ჩემი აზრით, არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მატვარი…
უილიამ ბლეიკი
ბლეიკი დაიბადა 1757 წელს ლონდონში, ვაჭრის ოჯახში. ოჯახმა პატარა უილიამის ნიჭიერება მალევე შეამჩნია და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. 10 წლის ბიჭი უკვე სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, თოთხმეტისა კი ერთ-ერთი ცნობილი გრავიორის მოსწავლე გახდა და შვიდი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ამ ხელობას… სწორედ აქ შეუყვარდა ბლეიკს გიტიკური ხელოვნება…
“ადამ და ევა რომლებმაც იპოვეს აბელის სხეული”
1782 წელს უილიამა შეირთო, გაუნათლებელი გოგონა კეტრინი… ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მოახერხეს ეცხოვრათ ერთად და ჰქონოდათ საკმაოდ მყარი ოჯახი.. ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდა წყვილი და ბლეიკის უმცროსი ძმა რობერტი, ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შემდეგ კი დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ, რობერტი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ, უილიამზე დიდი გავლენა მოახდინა. ბლეიკის სიტყვებით ძმის გარდაცვალებისას მან ნახა “გათავისუფლებული ძმის სული, რომელიც სამოთხისკენ მიემართებოდა.”
“ნაბუქოდონოსორი”
ბლეიკი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ელაპარაკებოდა რობერტის სულდა და ანგელოზებს. . ვერავინ იტყვის დანამდვილებით, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია ამ ხილვებმა მის სულიერ სამყაროსა და შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია..
“the ancient of daye”
ეს ხილვები მას უფრო ბევრს აძლევდა, ვიდრე რეალური სამყარო. მისი უნიკალური ნიჭიც – უბრალოება განსაკუთრებული წარმოსახვით გადმოეცა – ალბათ სწორედ ამ სიზმრების წყალობით დაიხვეწა და განვითადა.
ბლეიკი პოეზიასა და მხატვრობას კარგად უთავსებდა ერთმანეთს. 1788 წელს მან პირველად შექმნა “ილუმინირებული წიგნი”- სპილენზის ფირფიტაზე, ერთად მოათავსა ლექსი და ნახატი. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაო იყო და უსახსრობის გამო მისი გაგრძელება არ შეეძლო. თუმცა მას “გამოეცხადა” ძმის სული რომელმაც აუწყა ახალი ტექნოლოგიის შესახებ… და მალე გამოიცა კრებული “უმანკოებიშ სიმღერები”, შემდეგ კი “გამოცდილების სიმღერები”.
ბალადები საკმაოდ უბრალო ენით იყო დაწერილი, თუმცა მათში კარგად ჩანდა იმდროინდელი სული და ბლეიკის პირადი შეხედულებები. პირველი კრებული ბავშვის უმანკოებით, წარმოსახვით ხატავდა რეალურ სამყაროს , მეორეში კი გადმოცემული იყო გამოცდილებით ამ უმანკოების შერყვნა, განადგურება.
“უზარმაზარი დრაკონი და ქალი მზის სამოსით”
ცხოვრების უკანასკნელ წლებში მან შექმნა ილუმინირებული წიგნების მთელი სერია – “წინასწარმეტყველური წიგნები”. სასიკვდილო სარეცელზე მწოლი ხელოვანი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” ილუსტრაციებზე მუშაობდა თუმცა მხოლოდ შვიდი გრავიურის შექმან მოასწრო.
დღესდრეობით უილიამ ბლეიკი რენესანსის ეპოქის უდიდეს ხელოვნად არის მიჩნეული. თავის დროზე კი მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. მისი თანამედროვეებიდან მხოლოდ მცირე ნაწილმა აღიარა ის გენოისად. :(