საკითხავისასარგებლოსურათები

უილიამ ბლეიკი

68d534c3adc1
უილიამ ბლეიკი იყო ინგლისელი მხატვარი, პოეტი, გრავიორი. უნიკალური წარმოსახვის, ხედვის პატრონი… ჩემი და არამარტო ჩემი აზრით, არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მატვარი…

6fa3375c473c

უილიამ ბლეიკი

ბლეიკი დაიბადა 1757 წელს ლონდონში, ვაჭრის ოჯახში. ოჯახმა პატარა უილიამის ნიჭიერება მალევე შეამჩნია და ყველანაირად უწყობდა ხელს წინსვლაში. 10 წლის ბიჭი უკვე სამხატვრო სკოლაში სწავლობდა, თოთხმეტისა კი ერთ-ერთი ცნობილი გრავიორის მოსწავლე გახდა და შვიდი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ამ ხელობას… სწორედ აქ შეუყვარდა ბლეიკს გიტიკური ხელოვნება…

d88f3caaa45d

46be8356fe29

“ადამ და ევა რომლებმაც იპოვეს აბელის სხეული”

1782 წელს უილიამა შეირთო, გაუნათლებელი გოგონა კეტრინი… ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, მათ მოახერხეს ეცხოვრათ ერთად და ჰქონოდათ საკმაოდ მყარი ოჯახი.. ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდა წყვილი და ბლეიკის უმცროსი ძმა რობერტი, ერთად ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შემდეგ კი დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ, რობერტი გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ, უილიამზე დიდი გავლენა მოახდინა. ბლეიკის სიტყვებით ძმის გარდაცვალებისას მან ნახა “გათავისუფლებული ძმის სული, რომელიც სამოთხისკენ მიემართებოდა.”
37c689b06c4e

7736590678c7

5cd9e72bf49b

50a8a67b1ecb
“ნაბუქოდონოსორი”

ბლეიკი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ელაპარაკებოდა რობერტის სულდა და ანგელოზებს. . ვერავინ იტყვის დანამდვილებით, მართლა ასე იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია ამ ხილვებმა მის სულიერ სამყაროსა და შემოქმედებაზე უდიდესი გავლენა იქონია..
629ef935b298
“the ancient of daye”


25c7fe8665c2

ეს ხილვები მას უფრო ბევრს აძლევდა, ვიდრე რეალური სამყარო. მისი უნიკალური ნიჭიც – უბრალოება განსაკუთრებული წარმოსახვით გადმოეცა – ალბათ სწორედ ამ სიზმრების წყალობით დაიხვეწა და განვითადა.

c4cc30fc1810

ბლეიკი პოეზიასა და მხატვრობას კარგად უთავსებდა ერთმანეთს. 1788 წელს მან პირველად შექმნა “ილუმინირებული წიგნი”- სპილენზის ფირფიტაზე, ერთად მოათავსა ლექსი და ნახატი. ეს საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაო იყო და უსახსრობის გამო მისი გაგრძელება არ შეეძლო. თუმცა მას “გამოეცხადა” ძმის სული რომელმაც აუწყა ახალი ტექნოლოგიის შესახებ… და მალე გამოიცა კრებული “უმანკოებიშ სიმღერები”, შემდეგ კი “გამოცდილების სიმღერები”.

afb648c11d22

ბალადები საკმაოდ უბრალო ენით იყო დაწერილი, თუმცა მათში კარგად ჩანდა იმდროინდელი სული და ბლეიკის პირადი შეხედულებები. პირველი კრებული ბავშვის უმანკოებით, წარმოსახვით ხატავდა რეალურ სამყაროს , მეორეში კი გადმოცემული იყო გამოცდილებით ამ უმანკოების შერყვნა, განადგურება.

af508664e13e
“უზარმაზარი დრაკონი და ქალი მზის სამოსით”


95ed7d3c6818

ცხოვრების უკანასკნელ წლებში მან შექმნა ილუმინირებული წიგნების მთელი სერია – “წინასწარმეტყველური წიგნები”.  სასიკვდილო სარეცელზე მწოლი ხელოვანი დანტეს “ღვთაებრივი კომედიის” ილუსტრაციებზე მუშაობდა თუმცა მხოლოდ შვიდი გრავიურის შექმან მოასწრო.

3f543eda99ce

71b273617fd1

603670d563b5

0d0d8c806de9

დღესდრეობით უილიამ ბლეიკი რენესანსის ეპოქის უდიდეს ხელოვნად არის მიჩნეული. თავის დროზე კი მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. მისი თანამედროვეებიდან მხოლოდ მცირე ნაწილმა აღიარა ის გენოისად.  :(

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close