საკითხავისასარგებლოუცნაური

როგორ ავისრულოთ სურვილები სამყაროს კანონების დახმარებით

ce1c803a6542
რა მართავს ადამიანის ქვეცნობიერს ღამით და როგორ ავისრულოთ სურვილები სამყაროს კანონების დახმარებით

როგორც ეზოთერიკოსები და მეცნიერები ამბობენ, ადამიანი ფიქრისა და სიტყვების საშუალებით იზიდავს დადებით ან უარყოფით ენერგიას და თავად გამოიმუშავებს სწორ აზრ-ფორმირებას, რაც მისსავე წარმატება-წარუმატებლობაზე აგებს პასუხს. ასევე, მათივე თქმით, სიზმარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვაა და მათი გათვალისწინებაც აუცილებელია.

იმ ადამიანებზე, რომლებსაც ხშირად უმართლებთ, ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებულიო, თუმცა, როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ლიანა ამბობს, ყველა ჩვენგანი გარკვეული ვარსკვლავის წყალობისა და მფარველობის ქვეშ იბადება და სწორედ ის გვიწერს, თუ რა ბედისწერისანი ვართ. ლიანა: არსებობს გარკვეული ენერგია, რომლის დახმარებით, და, ასევე, ფიქრისა და სიტყვების წყალობით, ადამიანი იზიდავს ბედნიერებასა თუ უბედობას. შესაძლოა, ამაში ბევრი არ დამეთანხმოს და თქვას, სულ პრობლემების მოგვარებაზე ვფიქრობ და რატომ არ მიმართლებს, რატომ ვერ ვშოულობ თუნდაც საარსებო მინიმუმსო. მე მათ ვეტყვი, რომ ქაოსური და უმისამართო ფიქრი ისევე არ იძლევა შედეგს, როგორც ქაოსური და არამიზნობრივი შრომა. შესაძლოა, ბევრი იმასაც ფიქრობს, რომ მიზანმიმართული ფიქრი, თუნდაც მატერიალურ ფორმირებაზე, არასწორია. ძალიანაც ცდებიან, რადგან, უბრალოდ, საჭიროა, გამოიმუშავოთ მიზანმიმართული და პერმანენტული ფიქრის უნარი და შედეგიც არ დააყოვნებს. კერძოდ, ამ დროს ჩამოყალიბდება აზრ-ფორმა, რომელსაც შეუძლია სამყაროში გადაადგილება და გარკვეული ინფორმაციული ენერგიის მიმოქცევის გამოწვევა კონკრეტული ადამიანისთვის. რომ ამბობენ, ბედნიერები არ ვართო. აბა, მიიღეთ მოვლენები, სიტუაციები და ადამიანები ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან და მიხვდებით, სად უშვებთ შეცდომას და სად ბლოკავთ საკუთარ ბედნიერებას.

დამერწმუნეთ, ნებისმიერი მოვლენა და თვით მთელი სამყარო ისეთია, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, ნუ შეებრძოლებით სამყაროს და ნუ აღუდგებით მას წინ სხვადასხვა აზრებით, სიტყვებითა და სიტუაციებით. გირჩევთ, ყველაფერი ისე მიიღეთ, როგორიც არის და არა ისე, როგორიც თქვენ გინდათ, რომ იყოს. არ ეცადოთ საკუთარი აზრის დაცვას და ვინმეს დარწმუნებას. მიიღეთ ყველას აზრი წინააღმდეგობის გარეშე და არ მიეჯაჭვოთ არც ერთ მათგანს. როგორც იტყვიან, ყველას აზრი გაითვალისწინეთ, მაგრამ არ დაიჯეროთ.

– ამბობენ, სურვილების ახდენა ყველას შეუძლია, მთავარია, მას სწორი გზა მივცეთო. ეს რას ნიშნავს? – ახლავე აგიხსნით: არსებობს განზრახვისა და სურვილის კანონი. კერძოდ, ყველა ადამიანმა უნდა ჩამოწეროს ფურცელზე საკუთარი სურვილების სია. ამ სურვილების ასრულება მიანდეთ ზეციურ ძალებს და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. ეს სია ყოველთვის თან ატარეთ, გნებავთ – ჩანთით, გნებავთ – ჯიბით. მთავარია, ის თქვენთან ახლოს იყოს და დროდადრო ხშირად გადაიკითხეთ, თან, იფიქრეთ, რომ შეუძლებელი სამყაროში არაფერია და ეს სურვილები აუცილებლად აგისრულდებათ. არ დაემორჩილოთ ნებას და არ გაფანტოთ ყურადღება, მიიღეთ აწმყო მორჩილად და სურვილების ასრულების იმედი არასდროს დაკარგოთ. ბუნების კანონები ამ სურვილების ახდენაში აუცილებლად დაგეხმარებათ. ფურცელზე დაწერითა და თან ტარებით კი თქვენს სურვილს სწორ გეზს მისცემთ სამყაროში.

– ქალბატონო ლიანა, არის თუ არა სიზმარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ მხრივ? – ეზოთერიკოსები ძილის პროცესს რეინკარნაციასაც უკავშირებენ და მათ თავიანთი ახსნებიც აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით. ძილის დროს პრაქტიკულად ყველა ფიზიოლოგიური პროცესი ნელდება, თითქოს ადამიანი ამ სამყაროს სცილდება და სხვა სამყაროში ხვდება. ამ დროს არარეალური სამყაროს სტუმრები ვართ, გამოღვიძებისთანავე კი რეალობას ვეჯახებით, ანუ რეალურ სამყაროში ვბრუნდებით. სიზმარში მოდის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გადახარშვაც ხდება და ამით ჩვენი ქვეცნობიერი იმართება. ბევრი მეკითხება, არის თუ არა სიზმარი სინამდვილის ანარეკლი, დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვა, აქვს თუ არა სიზმარს წინასწარმეტყველების უნარი, არის თუ არა ის ჩვენი განწყობის სტიმულატორი, შთაგონების წყარო და ასე შემდეგ. გეტყვით, რომ დაპროგრამებული სიზმრები ძალიან საშიშია და სახიფათო, ამიტომ, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს მისი სწორად მართვა და ახსნა. კერძოდ, ცუდი სიზმარი გაღვიძებისთანავე უნდა გაანეიტრალოთ, რათა მისი შედეგები უარყოფითად არ აისახოს თქვენს ცხოვრებაზე. სიზმარს, როგორც სხვა ყველაფერს სამყაროში, ორი ძალა მართავს: დადებითი და უარყოფითი. როგორ სიზმარსაც ხედავს ადამიანი, სწორედ ისეთი აურა აქვს მას, ანუ ისეთი დადებითი ან უარყოფითი ძალის ზეწოლის ქვეშ იმყოფება რეალურ ცხოვრებაში. ხშირად ადამიანებს წინასწარმეტყველური სიზმრები ახალმთვარეობის დღეებში ესიზმრებათ. ამიტომ, ამ სიზმრებს უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება და შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოთ ისინი.

– იმასაც ამბობენ, ყველა ადამიანს თავისი მფარველი ვარსკვლავი აქვს, რომელიც მის ბედ-იღბალზე აგებს პასუხსო. ამაზე რას იტყვით? – მართალია, ყველა ადამიანს საკუთარი ბედის ვარსკვლავი აქვს. ის ადამიანის დაბადებისთანავე ჩნდება, იწყებს კაშკაშს, მისი სიკვდილის მომენტში სწყდება ცის კაბადონს და ქრება. იმასაც გეტყვით რომ, ვარსკვლავის მოწყვეტა და მისი ჩაქრობა ერთბაშად არ ხდება. როცა კონკრეტული ადამიანის სიკვდილის დრო ახლოვდება, ვარსკვლავი ნელ-ნელა იწყებს ჩაქრობას და სიკვდილის მომენტში კი ცას სწყდება. ხოლო, იმაზე თუ როგორ კაშკაშებს ვარსკვლავი, დამოკიდებულია ადამიანის ბედ-იღბალი. თუ ის საკმაოდ კაშკაშაა, მაშინ ადამიანს უმართლებს ბედში, მაგრამ თუ შედარებით მკრთალია, მაშინ უბედოა ან არ უმართლებს. ის ჩვენს განზომილებაში არ ჩანს და ჩვენს გადაადგილებასთან ერთად უხილავად მოძრაობს. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, თუ კაცი ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული, უკაცრიელ კუნძულზეც რომ მოხვდეს, არ გაიწირებაო. ამიტომ, სულ ვამბობ ხოლმე, როცა ადამიანი ჯანმრთელია, არ შია და სწყურია, არ უნდა იწუწუნოს ბედზე და ამით საკუთარი ბედ-იღბლის ვარსკვლავი არ უნდა გაანაწყენოს-მეთქი. თუ კარგად დააკვირდებით, თავადვე მიხვდებით, რომ ყოველი ჩვენგანი სამყაროზე ვართ დამოკიდებული. სამყაროში კი არაფერი იკარგება უმიზნოდ და, მით უმეტეს, ადამიანის საქციელი, სიტყვა თუ აზრი. შესაბამისად, არც არაფერი ხდება შემთხვევით. ამიტომ ვურჩევ ხოლმე ყველას, რომ მეტად დაკვირვებულები იყვნენ, ნუ ისვრიან სიტყვებს უმიზნოდ და დაუფიქრებლად, ყურადღება მიაქციონ ყველა წვრილმანს, თავად დაიცვან საკუთარი სიცოცხლე და თავი შესაძლო საფრთხისგან. რასაც თქვენ საკუთარ თავს დაუშავებთ, იმდენს სხვა ვერას დაგაკლებთ. გარკვეული ცოდნა ეზოთერიკისადმი კი მოგაწვდით ინფორმაციას, რითაც, შესაძლოა, თქვენი პრობლემების გადაჭრის გზებიც ადვილად მოიძიოთ. თუ არა და, დაუჯერეთ შესაბამის სპეციალისტებს და უბრალოდ, ენდეთ მათ რჩევებს.

ნამდვილად არ ვიცი მართალია თუ არა ქალბატონი ლიანა :D მაგრამ მემგონი საინტერესო სტატიაა…

P.S. ეს ჩემი პირველი პოსტია… :P

წყარო:  www.allcity.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close