არქივი

მეგობარი გამოძახებით

909c1f89db5b

ბოლო დროს ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს სერვისი „მეგობარი გამოძახებით“. 45 ევრო ერთ საათში – ამ თანხის სანაცვლოდ თქვენ გეყოლებათ ადამიანი, ვისთანაც ერთად შეგეძლებათ გამოიაროთ მაღაზიებში, მიირთვათ ყავა კაფეში, გაუზიაროთ თქვენი პრობლემები და მიიღოთ ნუგეში. „მეგობარი გამოძახებით“ „ნამდვილ“ მეგობრობას გაგიწევთ.

სერვისს გთავაზაობთ საიტი rentafriend.com, ბოლო დროს ინტერნეტში გაჩნდა რამდენიმე მისი ანალოგი. მომსახურების მისაღებად მსურველმა უნდა გაიაროს ფასიანი რეგისტრაცია. საიტის წესების თანახმად, რეგისტრაციის მთავარი პირობა არის „დამქირავებლის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრული გრძნობების არსებობა“. რეგისტრაციის შემდეგ მას ეძლევა შესაძლებლობა, იპოვოს და დაიქირავოს მეგობარი თავისი სურვილებისა და მოთხოვნების მიხედვით.

ამ მომსახურების გაწევით ძირითადად ახალგაზრდები საქმიანობენ. მათთვის ეს არის შესაძლებლობა, მიიღონ ურთიერთობის გარკვეული უნარები და მოევლინონ სრულიად ახალ, უჩვეულო როლში.

მსგავსი სერვისი არსებობს რუსეთის მოსკოვშიც. დამქირავებელი და „მეგობარი“ ერთმანეთს ხვდებიან კაფეში, სადაც მათი ურთიერთობა გრძელდება. ეს ყველაფერი ღირს დაახლოებით 500 რუბლი (30 ლარი) საათში. შეხვედრის დრო შემოიფარგლება 2 საათით. როგორც ამბობენ იმ კომპანიების მფლობელები, რომლებიც მსურველებს ამგვარ მომსახურეობას სთავაზობენ, „მეგობარს გამოძახებით“ უფრო ხშირად ქალები მიმართავენ, თუმცა კლიენტი კაცებიც ჰყავთ.

ფსიქოლოგთა აზრით, „მეგობარი გამოძახებით“ – ესაა თანამედროვეობისთვის ჩვეულებრივი მოვლენა, რადგან ჩვენ დროს ადამიანი აფასებს მხოლოდ იმას, რაც ფული ღირს.

პ.ს ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ,კიდევ ერთხელ გამიხარდა,რომ ქართველი ვარ.

წყარო: http://lady.mail.ru

მსგავსი ამბები

Back to top button