არქივი

ვასილი არხიპოვი

d36b61f08cfa

ადამიანი, რომელმაც დედამიწა მესამე მსოფლიო ომისგან გადაარჩინა.

1962 წელი, კუბის კრიზისი. აშშ და საბჭოთა კავშირი ახლოს არიან მაშტაბურ, ბირთვულ ომთან. კომუნისტურ კუბაზე საბჭოთა კავშირმა სარაკეტო სისტემები დააყენა, რომლებსაც ვაშინგტონამდე მიღწევაც კი შეეძლოთ. ჯონ კენედის კუბაზე კარანტინი ჰქონდა გამოცხადებული.

1a5c388add51

ამ დროს ცხელ წერტილში, წყალქვეშ საბჭოური ატომური სუბმარინი B-59 დაცურავდა. უცბად სუბმარინა 11 ამერიკული გამანადგურებლის და ავიამზიდის USS Radolph-ის ალყაში აღმოჩნდა. მას მალევე არაერთხელ ესროლეს.

cf3229e71515

ეს გასროლები მიჩნეული იქნა როგორც მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი (ნუ ასეც იყო). ამის შემდეგ ბირთვული სუბმარინის კაპიტანმა ვლადიმირ გრიგორიევიჩ სავიტსკიმ ამერიკის გემებისათვის საპასუხო ცეცხლის გახსნა ბრძანა.

ესე მოხდებოდა კიდეც, რომ არა ვასილი არხიპოვი.

სახელმწიფო თავდაცვის არქივის დირექტორის და ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ვასილი არხიპოვმა მსოფლიო გადაარჩინა. საქმე იმაში იყო, რომ რაკეტების გასაშვებად საჭირო იყო სამი ადამიანის თანხმობა. კაპიტანი სავიცკი და ოფიცერი ივან სემონოვიჩ მასლენიკოვი თანახმანი იყვნენ, თუმცა არხიპოვი, მეორე ადამიანი გემის სარდლობაში, სულაც არ იყო მთელი კაცობრიობის ამოწყვეტით დაინტერესებული.

მალევე დაიწყო კამათი, რის შედეგაც არხიპოვმა ოფიცერ მასლენკოვს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მან დაარწმუნა იგი, რომ ამერიკული ფლოტის განადგურება ცუდი იდეა იყო და სანაცვლოდ ზედაპირზე ამოსვლა ჯობდა. (მიუხედავად იმისა, რომ ეს სიკვდილს ნიშნავდა). კაპიტანი სავიცკი ამით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ ვინაიდან მას საკითხის გადაწყვეტა დამოუკიდებლად არ შეეძლო, სუბმარინი ზედაპირზე ამოვიდა და კრიზისიც თავიდან იქნა აცილებული.

რომ არა არხიპოვი ამერიკა, საბჭოთა კავშირი, კუბა და ევროპის უმეტესი ნაწილი ომში ჩაებმებოდა.

763f7c2cf346

მსგავსი შემთხვევა მოხდა 1980-იან წლებში, როდესაც საბჭოელებს ცრუ რადარული სიგნალი მოუვიდათ, რომელიც აფიქსირებდა ამერიკიდან გამოშვებულ რაკეტებს. თუმცა აქვე ჭკვიანურად იმოქმედა ოფიცერმა სტანისლავ პეტროვმა, რომელმაც სწრაფი გადაწყვეტილებისგან შეიკავა თავი და გადაამოწმა ინფორმაცია (მგონი ამ ფაქტზე პოსტი უკვე დადებულა).

by alpha101

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button