საკითხავისასარგებლო

მობილურის სისტემის გატეხვა

იმის მიუხედავად, რომ 2010 წელია და სასწაულად ვითარდება ტექნიკა, საქართველოში მაინც ბევრია ისეთი ადამიანი, ვისაც აქვს ბოლო მოდელის ტელეფონი და მხოლოდ დასარეკად, სამესიჯოდ, მუსიკის მოსასმენად ან სურათების გადსაღებად იყენებს. დროა ეს საკითხი გამოსწორდეს და ამ ჯერად გთავაზობთ ტუტორიალს, თუ როგორ უნდა ”გატეხოთ” თქვენი სმარტი, იმისათვის, რომ დააყენოთ სხვადასხვა პროგრამა, თამაში, თემა და ა.შ.

გაფრთხილება: გაითვალისწინეთ, რომ აქ აღწერილი მეთოდით ტელეფონთან ურთიერთობა შესაძლებელია დასრულდეს სავალალო შედეგით აპარატისთვის და რაღა თქმა უნდა მე არაფერ შუაში ვიქნები :) თუმცაღა ეს მეთოდი დატესტილია უამრავ ტელეფონზე და მუშაობს უპრობლემოდ.

1. რაში გვჭირდება ეს ყოველივე?

ოპერაციული სისტემის სიმბიანის ახალი ვერსიები ანუ 9.x, რომლებიც აყენია ნოკიას სმარტფონებზე, არიან დაცულები განსაკუთრებული მექანიზმით. კერძოდ ამ სისტემაზე დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებული პროგრამების და თამაშების დაყენება. მათი უმრავლესობა კი სამწუხაროდ ფასიანია. გატეხილი ვერსიები კი არის არასერტიფიცირებული, ამიტომ ისინი ვერ ყენდებიან სისტემაში. მაგრამ არსებობს სხვადასხვა მეთოდები რომელთა საშუალებით ყველაფერი შესაძლებელია :)

1.1 რა არის სერტიფიკატი და რაში გამოვიყენებთ მას?

სერტიფიკატი არის სპეციალური ფაილი, რომლითაც შეგვიძლია სერტიფიცირება გავუკეთოთ არასერტიფიცირებულ პროგრამებს (რაღაც იმ პონტში გამომივიდა, სერტიფიკატი გასერტიფიკატებულა სასერტიფიკატეში ჩასერტიფიკატებულაო :D ). რომლის შემდეგაც ისინი ჩვეულებრივად დაყენდებიან სისტემაში. სერტიფიკატს ასევე ახლავს key ფაილი, რომლის გარეშეც არაფერი გამოგივათ.

1.2 საიდან გადმოვწეროთ სერტიფიკატი?

შეგიძლიათ აირჩიოთ ერთ-ერთი:

1.2.1 ამ მეთოდით თქვენ ტელეფონში დააყენებთ პროგრამას და 2 წუთში მიიღებთ სერტიფიკატს: სერტიფიკატი 2 წუთში!

1.2.2 ამ მეთოდით ყოველგვარი პროგრამის და რეგისტრაციის გარეშე 12-24 საათში მიიღებთ სერტიფიკატს: სერტიფიკატის მიღების ახალი გზა

1.2.3 ეს მეთოდი დღესდღეობით საკმაო მოძველებულია. საჭიროა დარეგისტრირდეთ ჩენურ ფორუმში და 1 ან 2 დღეში მიიღებთ სერტიფიკატს: სერტიფიკარის მიღების უადვილესი გზა opda-დან

1.2.4 რომელი პროგრამით უნდა მოვახდინოთ პროგრამების სერტიფიცირება?
ამისათვის არსებობს ბეევრი პროგრამა. ერთერთი არის FreeSigner

2. რა არის HellooX.

ეს არის სიმბიანის სისტემის გატეხვის ერთერთი ყველაზე გავრცელებული და კარგი პროგრამა. მისი დაინსტალირების შემდგომ სისტემაში ყველანაირი პროგრამა თუ თამაში დგება.

ადრე helloox ჩვეულებრივად დგებოდა სისტემაში, დღესდღეობით კი მას ჭირდება სერტიფიცირება.

2.1 საიდან გადმოვწერო Helloox და როგორ გამოვიყენო?

ამისათვის ბლოგზე მიწერია ტუტორიალი: სისტემის დაჰაკვა

წყარო: http://symbiange.blogspot.com/

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close