არქივი

წინდების შექმნის ისტორია

b9699e1e7c35

წინდები დიდი ხანია რაც გახდა თქვენი გარდირობის, ერთერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი. ეჭვი გეპარებათ? მაშინ დაფიქრდით რამდენჯერ გიწევთ ახალი წინდის შეძენა: მაშინ როდესაც ახალ ფეხსაცმელს ყიდულობთ ან უბრალოდ გახეული წინდით სიარული არა ესთეტიკური და არა კომფორტულია, ნუ ეს ძირითადად ქალებს ეხებათ რადგან კაცების უმეტესობა ამას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს.
ამ დროისათვის არსებობს წიდნდების მრავალი სახეობა და ისინი შეიძლება დაიყოს: ფერების მიხედვით, ფორმის მიხედვით, სიგრძის მიხედვით და მის დამზადების დროს გამოყენებული მასალის მიხედვით.

წინდები პირველად გაჩნდა ძველ საბერძნეთში, პირველად წინდები ეცვათ ქალებს როგორც სახლის ფეხსაცმელი.

მამაკაცებმა დაიწყეს მისი ჩაცმა ომის დროს, ისინ მას იცმევდნენ უხეში სამხედრო ფეხსაცმლის ქვეშ, რათა არ სტკენოდათ ფეხი, თანაც იგი იყო ძალიან კომფორტული და არ ზღუდავდა მათ მოძრაობას.

c66d6a3a8719

ხოლო უკვე XVI საუკუნის ესპანეთში ნელ–ნელა გადავინენ კოლგოტებზე, მათ ქსოვდნენ ხელით და აფორმებდნენ სხვადასხვა ნაქარგებით. რა თქმა უნდა მსგავსი აქესესუარი მხოლოდ პრივილეგირებული ქალბატონებისათვის იყო ხელმისაწვდომი, პირველი იმიტომ რომ იგი ღირდა ძალიან ძვირი რადგან იყო ხელნაკეთი, მეორე კი კარგი ხარისხის საქონლის მოპოვება საკმაოდ რთული იყო. 1589 წელს ვილიამ ლიმ კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, შექმნა საქსოვი მანქანა. ამ მოწყობილობას შეეძლო 1200 ნასკვის გაკეთება წუთში. მაგრამ ეს ქმნილება მხოლოდ დაბალმა ფენამ მიიღო, ხოლო არისტოკრატულმა საზოგადოებამ უარყ, რადგან მისგან დამზადებული წინდები ძალიან უხეში გახლდათ, თუმცა დანადგარს პოპულარობა XX საუკუნემდე არ დაუკარგავს დაბალი ფენის წარმომადგენლებში.
XX საუკუნეში წინდების დამზადებას უფრო მეტი ყურადღება დაეთმო, ხდებოდა საუკეთესო მასალისა და ფერების შერჩევა, ასევე სხვადასხვა ფორმის მიცემა წინდებისათვის.

30–იან წლებში შეიქმნა უნუკალური მასალა, რომელიც ხასიათდებოდა თავისი გამძლეობით, იყო ძალიან თხელი და ელეგანტური, სწორედ ისეთი რომელზეც ოცნებობდნენ XVI საუკუნის არისტოკრატები.
ეს მასალა იყო ნეილონი,მისგან ქსოვდნენ მოკლე კოლგოტებს და წინდებს, ეს ახალი საქონელი ძალიან აქტუალური გახდა. 10 წლის განმავლობაში გაყიდულ იქნა სამი მილიონი წყვილი. ხოლო 60–იან წლებში დაიწყეს გრძელი კოლგოტების დამზადება, რადგან ამ დროისათვის მოკლე კოლგოტები უკვე საკმარისი აღარ იყო.
ისევ და ისევ ეს საქონელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა, იყიდებოდა საოცარი სისწრაფით. შემდეგ დაიწყეს ისეთი წინდების გამოშვება რომელიც შეიცავდა ქლორს და იყო ანტი ბაქტერიული, კერძოდ სოკოს საწინააღმდეგო, და კიდევ წინდები სხვადასხვა არომატით, წარმოდგენაც კი ჭირს როგორი სუნი ექნებიოდა ასეთ წინდებს მას შემდეგ,რაც ადამიანს სამი დღე გაუხდელად ეცმეოდა.
და ბოლოს რისგან შედგება წინდები: როგორც წესი წინდები სხვადასხვა მასალისაგან მზადდება მაგრამ ეს მასალა შემოიფარგლება ძირითადად 75% ბამბა, 20% პოლიამიდი და 5% ელასტინი, სწორედ ეს შემადგენლობა ითვლება წინდებისათვის ოპტიმალურ შემადგენლობად.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button