საკითხავისასარგებლოუცნაური

იყო თუ არა დედამიწაზე ბირთვული ომი?

b3602a703a08

დღეს არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მოსალოდნელია დადგეს დრო, როცა სახელმწიფოთა შორის კინკლაობები თამაშად მოგვეჩვენება, ხოლო უცხო ცივილიზაციებთან შეჯახება დაუძლეველ საფრთხედ, ასეთი შემთხვევებისთვის კი ადამიანები ისე მოუმზადებელნი და უმწეონი ვართ, როგორც ბავშვები.

მეცნიერებს დიდი ხანი დასჭირდათ იმის დასამტკიცებლად, მართლა იყო თუ არა დედამიწაზე ბირთვული აფეთქება. ეძებდნენ რადიაციის ნაკვალევს და აღმოჩნდა, რომ ასეთი დედამიწაზე ძალიან ბევრია.

მას შემდეგ, რაც ჩერნობილის კატასტროფა მოხდა, წლებმა ჩაიარა, მაგრამ კვლავ ვხვდებით რადიაციისგან გამოწვეულ მუტაციებს, რაც ხშირად ციკლოპიზმში (ერთი თვალი შუბლზე) გამოიხატება. ციკლოპები კი უძველეს მითებში ჩვეულებრივი პერსონაჟები არიან.

ძლიერი რადიაქტივობის შედეგია ორქრომოსომიანობა, რასაც გიგანტიზმამდე მივყავართ, ან ხშირ შემთხვევაში, ცალკეული ორგანოების გაორებამდეც. მაგალითად, ორი გული ან კბილების ორი რიგი.
გიგანტურ ჩონჩხებს, რომლებსაც კბილები ორ რიგად აქვს, პერიოდულად ნახულობენ დედამიწაზე, – აღნიშნავს პროფესორი მაიკლ პერსინგერი.

რადიოაქტიული მუტაგენეზის მესამე კატეგორია მონღოლოიდურობაა. ბოლო ხანებში მონღოლოიდური რასა ძალიან გამრავლდა დედამიწაზე. ჩინელები, მონღოლები, ურალის ხალხები, ესკიმოსები, ციმბირელები და ორივე ამერიკის ხალხები მონღოლოიდური წარმოშობის რასას მიეკუთვნებიან. აღსანიშნავია, რომ მონღოლოიდური რასის გავრცელების კორელაცია უდაბნოები და ნახევარუდაბნოებია, სადაც დაღუპული ცივილიზაციის ნიშნები საერთოდ არ ჩანს.

მეოთხე კატეგორიას სპეციალისტები ატავიზმით დაავადებულ ახალშობილებს მიაკუთვნებენ. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს წინაპრების “საჩუქარია”, მაგრამ მაინც გაოცებულები არიან, როცა ახალშობილს დაბადებისას ექვს თითს აღმოუჩენენ ხოლმე. ექვსი თითით უფრო ხშირად იაპონელები იბადებიან, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა იქ ბირთვული იარაღი გამოიყენა.

beec74bbce85

ასე ხდება ჩერნობილში და იქ მუტაციების გამოვლენა დღემდე გრძელდება. მაგრამ რუსეთში ბოლშევიკურ რევოლუციამდე სოფლები არსებობდა, სადაც ექვსთითიანი ადამიანები ცხოვრობდნენ…

პლანეტაზე კი სულ 100 ღრმულია აღმოჩენილი, რომელთა საშუალო დიამეტრი 2-3 კმ-ია. არსებობს ორი დიდი ღრმული, სამხრეთ ამერიკაში 40 კმ-ის დიამეტრის და სამხრეთ აფრიკაში 120 კმ-ის დიამეტრის, რაც, სავარაუდოდ, “საბაზო” ბომბებს უნდა გაეკეთებინა თუ ეს ორივე პალეოზოურ ერას ეკუთვნის, რაც, დაახლოებით, 350 მლნ. წლის წინანდელს გულისხმობს, ის დღეს არ უნდა არსებობდეს. ქარი, ვულკანური მტვერი, ცხოველები და მცენარეები მიწით ამოავსებდნენ მას საშუალოდ 100 წელიწადში. არადა, სიღრმე 10 კმ-ია, ხოლო ღრმულები კვლავ ცარიელი. 25000 წელიწადის განმავლობაში სიღრმის ამოვსება 250 მ-ით მოხერხდა მხოლოდ. მეცნიერებს ეს აძლევს იმის მტკიცების საშუალებას, რომ განსაზღვრონ ბირთვული აფეთქების სიმძლავრე, რომელიც მათი ვარაუდით, 25000-35000 წლის წინათ მოხდა.

აფეთქება, დაახლოებით, 500 000 ზემძლავრი ბომბის სიძლიერის იყო. არ დაგვავიწყდეს, რომ დედამიწის ბიოსფერო 25000-35000 წლის წინათ 20 000-ჯერ დიდი იყო, ვიდრე დღეს არის. ამიტომაც შეძლო დედამიწამ გადაეტანა ასეთი მძლავრი ბირთვული აფეთქება. მტვერმა და მჭვარტლმა დაჩრდილა მზე. დადგა ბირთვული ზამთარი. წყალი თოვლის სახით მოდიოდა, სადაც მუდმივი გამყინვარება მძვინვარებდა.

სწრაფად მავალმა ცეცხლის ნაკადმა ყოველი ცოცხალი არსება გაანადგურა, მცენარეებთან და ცხოველებთან ერთად, ცხადია. ვინც დაწვას გადაურჩა, მხუთავმა გაზმა დაახრჩო. ადამიანები და ცხოველები წყლისკენ გარბოდნენ, სადაც პოულობდნენ კიდევაც სიკვდილს. ცეცხლი მძვინვარებდა სამი დღე და სამი ღამე. შემდეგ კი წამოვიდა ბირთვული წვიმა _ იქ, სადაც არ დაცემულა ბომბი, გავრცელდა რადიაცია.

აი, როგორ არის აღწერილი მაიას ხალხების წიგნებში რადიაციის გამოვლინებანი: “ძაღლი გატყავებული იყო, ბრჭყალები დამძვრალი ჰქონდა” (ეს პირდაპირი სიმპტომია რადიაციული გამოსხივებით დაავადებულთათვის), მაგრამ რადიაციის გარდა ბირთვული აფეთქება კიდევ ერთი საშინელი გამოვლინებით ხასიათდება, იგი არა მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე რჩება, არამედ მის გულში ატანს. მაღლა კი ბირთვული ტალღა აღწევს სტრატოსფერომდე, არღვევს ოზონის შრეს, რაც პლანეტას იცავს მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. როგორც ცნობილია, ულტრაიისფერი გამოსხივება წვავს ადამიანის სხეულის ღია ადგილებს (სახე, ხელები და ა.შ.).

დავუბრუნდეთ ბირთვულ წვიმას: წყლით აივსო ყველაფერი. ოკეანეები, ზღვები და მდინარეები გაივსო მოწამლული და დამწვარი გვამებით. ვინც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, შიმშილით სიკვდილი დაემუქრა. ლანდადქცეული ადამიანები ცდილობდნენ დაეცვათ თავი რადიაქტიული ჰაერისგან, გამოსხივებისა და დაბალი ატმოსფერული წნევისგან მიწისქვეშა ქალაქებში, მაგრამ მიწისძვრამ დაანგრია მათი მიწისქვეშა ნაგებობები და ისინი ისევ ზევით ამოყარა.

მეცნიერები და არქეოლოგები პოულობენ “მილებს”, რომლებიც მიწისქვეშა გამოქვაბულებს ერთმანეთთან აკავშირებს. კვლევებით ცხადი ხდება, რომ ისინი ხელოვნურად შექმნილი მიწისქვეშა “გზებია”. ასეთი მიწისქვეშა “მილები” პერმის მხარეში, ცნობილ კუნგურის მიწისქვეშა გამოქვაბულებში არის აღმოჩენილი. მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ მიწისქვეშა გვირაბების მშენებლობა კატასტროფამდე კარგა ხნით ადრე უნდა დაწყებულიყო. ისინი ძალიან ჰგავს ჩვენს მეტროპოლიტენებს და 500 000 წლის წინანდელი უნდა იყოს. მაგრამ, რა თქმა უნდა, დედამიწაზე ბუნებრივი გამოქვაბულებიც არის, რომელთაგან უმეტესობა სწორედაც რომ ბირთვულ აფეთქებას უკავშირდება.

როდესაც ლაზერის სხივმა ჩააღწია მიწისქვეშა შრეებამდე, მაგმა გააქტიურდა და დედამიწის ზედაპირისკენ დაიძრა, რამაც გამოიწვია ძლიერი მიწისძვრა, ასე გაჩნდა ვულკანები. ამიტომაც ძნელი არაა წარმოვიდგინოთ, რატომ არის დედამიწის ტერიტორიაზე ათასკილომეტრიანი გვირაბები, მაგალითად, ალტაიზე, ურალზე, ტიან-შანზე, კავკასიაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ერთი ასეთი გვირაბი მაროკოს ესპანეთთან აკავშირებს.

ff80f2019f2e

მაგრამ რა მოხდა ბოლოს და ბოლოს?

მეცნიერ-მკვლევართა აზრით, წარღვნის დროს სიცოცხლის მოსპობა 12 მეგატონი ბირთვული ბომბის ამოქმედებამ გამოიწვია. წარმოქმნილმა ცეცხლმა უზარმაზარი ენერგია გამოსტყორცნა, მასიურად მოიწამლა წყლები, ჩამოწვა ბირთვული ზამთარი, დაიღუპა მთელი ბიოსფერო. დღეს შეუძლებელია განსაზღვრა, ზუსტად რა სიმძლავრის ბირთვულ ბომბს შეიძლებოდა გამოეწვია მაშინდელი კატასტროფა, მაგრამ თუ აფეთქება 300-ზე მეტ სიმძლავრის იქნებოდა, ასეთ შემთხვევაში, კოსმოსიდან ჰაერის დიდი მასების გამოტყორცნის შედეგად დედამიწაზე წნევა დაეცემოდა ისე, როგორც მარსზეა _ 0,1_მდე. პლანეტის სრული რადიაციული მოწამვლა, როცა თვით ობობებიც კი იღუპებიან, ანუ 900 რენტგენის გამოსხივება (ადამიანისთვის სასიკვდილო 70 რენტგენის გამოსხივებაა), 3020 მტ წყალბადის გაზს უნდა გამოეწვია, მას მოჰყვებოდა ხანძრები, რაც გამოიწვევდა ე.წ. სათბურის ეფექტს. ყოველივე ამას შედეგად მოჰყვებოდა მზის ენერგიის სრული შთანთქმა და ძლიერი ქარები, რაც გახდებოდა შემდეგ ინტენსიური წვიმებისა და წყლის მასების, თვით ოკეანეების გადაადგილების მიზეზი კონტინენტიდან კონტინენტზე. წყლის მასები გამოიწვევდნენ ზეწოლას დედამიწის ქერქზე, რასაც მიწისძვრებამდე და ვულკანების ამოფრქვევამდე მიჰყავს საბოლოო ჯამში ყველაფერი. მტვერის უკანასკნელი გამოტყორცნა ატმოსფეროში მოახდენდა დედამიწაზე ტემპერატურის მკვეთრ დაცემას (მტვერი შეაფერხებდა მზის სხივებს). წარღვნა, დაუმთავრებელი, ძლიერი ზამთარი გაგრძელდებოდა მრავალი ათასი წელი, სანამ წყალბადის გაზი ატმოსფეროში ნორმას არ მიაღწევდა.

ადამიანები მიწისქვეშეთში აფარებდნენ თავს, ვინც იქ დარჩა, თანდათანობით კარგავდნენ აზროვნების უნარს. ადამიანის ახალი თაობა, მიწის ქვეშ დაბადებულები, ბევრად არ განსხვავდებოდნენ ჯუჯებისგან. მათი შთამომავლები დღესაც გვხვდებიან დედამიწაზე. გვინეის მენეხეტები სიმაღლით 1 მეტრისანი არიან, ისინი ტიბეტში ცხოვრობენ, ბოლოს და ბოლოს ტროლები, ელფები და გნომები, თეთრთვალებიანი ადამიანები, ეს ის ხალხია, ვინც მართლა არსებობდა და ადამიანებთან კონტაქტებს გაურბოდნენ.

56c755b632d4

მათი ნაწილი რომ ჩვენს დროშიც ცხოვრობენ. მეცნიერმა ზიგელმა გამოიკვლია გასული საუკუნის 70-იან წლებში. ის ამტკიცებდა, რომ მას ჰქონდა ცნობები გიგანტებზე დაკვირვების შესახებ, არსებებზე, რომლებიც “ღრუბლებს ეყრდნობოდნენ” (გაიხსენეთ, მითოლოგიიდან, ტიტანები). დაკვირვების ობიექტების სიმაღლე არც მეტი, არც ნაკლები, 40-სართულიანი სახლის სიმაღლისა იყვნენ.

მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ მიწისქვეშეთს. დღესდღეობით უამრავი მიწისქვეშა ზღვები, ტბები და მდინარეებია აღმოჩენილი. უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ოკეანის წყლები მიწისქვეშა წყალქვეშა სისტემებთან არის დაკავშირებული. მიწისქვეშეთში შეიძლება იყოს მცენარეებიც, რომლებიც გამოყოფენ წყალბადსა და ნახშიროჟანგს. ეს მცენარეები წარმოიქმნებიან, იზრდებიან, გამოიღებენ ნაყოფს, მაგრამ ამ ნაყოფის დათესვა შედეგს არ იძლევა, ამბობს ტოლკინი თავის წიგნში “მცენარეთა საიდუმლო ცხოვრება”, სადაც მიწისქვეშა მცენარეების გენეზისს აღწერს.

მიწის ქვეშ არსებული ცხოველები ამ მცენარეებს მიირთმევენ, მაგრამ მათ მიწის ზედა მცენარეებით კვებაც შეუძლიათ. ისტორიიდან ცნობილია მოულოდნელი გამოჩენა “ცეცხლოვანი გველისა”, როგორც დღეს ვეძახით, დინოზავრებისა.

გავიხსენოთ, ლოხ ნესის გველეშაპი, რომელსაც თანამედროვე, მეცნიერები მცურავ დინოზავრს უწოდებენ. ასევე გერმანული წყალქვეშა ნავის ტორპედირება 20-მეტრიანი პლეზიოზავრის მიერ და ა.შ.
მიწისქვეშა სამყაროს მონსტრები, ორ და სამთავიანი გველები, შეიძლება იყოს ბირთვული მუტაგენეზის შედეგი. ცნობილია, რომ დღესაც იბადებიან ორთავიანი ადამიანები. მაგალითად, აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში ორთავიანმა ქალმა ორთავიანი ბავშვი გააჩინა.

როცა მრავალთავიან, ცეცხლისმფრქვეველ ცხოველებზეა ლაპარაკი, გავიხსენოთ მოთხრობა კოლხ მედეაზე, სადაც ცეცხლისმფრქვეველი ხარები, საწმისის მფარველი გველეშაპი და ტიტანები _ ჰერაკლე და სხვები მთავარი პერსონაჟები არიან, მაგრამ ძირითადი კითხვა მაინც ასე ჟღერს, რა იყო ბირთვული კონფლიქტის მიზეზი?

იმ ხანებში დედამიწელები მრავალრიცხოვანი და ძლიერნი ყოფილან, მაგრამ მათ შორის ურთიერთნდობა და კეთილშობილება გამქრალა. პირამიდები ეგვიპტეში, მექსიკაში, ტიბეტში, ინდოეთში ლაპარაკობენ იმაზე, რომ კულტურა იყო ერთიანი, ამიტომ ომის მიზეზი დედამიწელებს შორის, პრაქტიკულად, არ არსებობდა. მათ, ვისაც ძველი ვედები ღმერთებს უწოდებენ, მოსულები არიან ზეციდან, კოსმოსიდან. ბირთვული კონფლიქტი კოსმიური ყოფილა. მაგრამ ვინ იყვნენ და საიდან ეს “ღმერთები”, ვედები ამას ვერ გვეუბნებიან.

1972 წელს “მარინერმა”, ამერიკულმა კოსმოსურმა სადგურმა, მარსზე 3000 სურათი გადაიღო. მათ შორის 500 საზოგადოებამ იხილა. ერთ-ერთ მათგანზე ნახევრად დანგრეული პირამიდა ჩანს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, 1,5 კმ-იან სფინქსის ქანდაკებას ადამიანის სახე აქვს, მაგრამ სფინქსის ეგვიპტური პირამიდისგან განსხვავებით, რომელიც პირდაპირ იყურება, მარსის სფინქსი ზეცას შესცქერის. მაშინ იყო კომენტარები, რომ ეს მსგავსება შეიძლება ბუნებრივი მოვლენებისგან ყოფილიყო გამოწვეული.

e593aa4b3674

00e0d54eb75d

600704940826

გავიდა კიდევ ათეული წელი და კვლავ ერთი გამოუქვეყნებელი მარსიანელი სფინქსის ქანდაკება გამოაქვეყნეს. სფინქსს, რომელიც ზეცას შეჰყურებს, თვალებიდან ცრემლები მოსდის.

პირველი აზრი, რაც მაშინ გაჩნდა იყო: ომი მოხდა მარსსა და დედამიწას შორის და მათ, ვისაც ძველი ვედები ღმერთებს უწოდებდნენ, მარსელი კოლონიზატორები იყვნენ. ზოგიერთი მკვლევარის საფუძვლიანი მტკიცებით, მარსისა და დედამიწის ბიოსფერო უმნიშვნელოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო მარსიანელთა კოლონიამ (ახალმა დასახლებამ) გადაწყვიტა გამოყოფოდა მეტროპოლიას _ დედამიწას.
სფინქსი და პირამიდა ამტკიცებს, რომ კულტურა საერთო იყო, ხოლო მარსი კოლონიზირებული დედამიწისგან. მარსმა ისევე, როგორც დედამიწამ, ბირთვული აფეთქებისგან დაკარგა ბიოსფერო და ატმოსფერო.

წყალბადი მარსზე 0,1 %-ია, ნახშიროჟანგი _ 0,2%. წყალბადი განადგურდა ბირთვული ცეცხლისგან. ნახშიროჟანგი კი იმის საშუალებას იძლევა, რომ მარსზე პრიმიტიული მცენარეები ხარობდნენ, რომელთაც წითელი შეფერილობა აქვთ და ყოველწლიურად ფარავენ მარსის მიწას იქაური გაზაფხულის დადგომისთანავე. ასეთი ტიპის მცენარეები დედამიწაზეც ბევრია. ისინი, როგორც წესი, იზრდებიან იქ, სადაც მზის სხივის ნაკლებობაა. ადამიანები მარსზე 6 სმ-ზე უფრო მეტი სიმაღლეზე ვერ გაიზრდებიან, ხოლო ძაღლები და კატები ვერ გასცდებიან ბუზის სიგრძეს.

სიდონია _ მარსის მხარე

როგორც ცნობილი გახდა, მარსის “ცრემლიანი სფინქსი” იქ მაცხოვრებელ ადამიანებს (ასურებს) კატასტროფის შემდეგ უნდა აეგოთ. სფინქსის სახე უხმობს დახმარებისთვის თანამოძმეებს სხვა პლანეტებიდან: “ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ! წაგვიყვანეთ! დაგვეხმარეთ ჩვენ, თქვენს ძმებს!”

შეიძლება, მარსზე დედამიწელები კიდევ ცხოვრობენ, ხოლო ამ პლანეტაზე დაკვირვებისას მის ზედაპირზე დროდადრო შემჩნეული ცისფერი ნათება, ბირთვულ აფეთქებებს მოგაგონებთ. შესაძლოა, ომი მარსზე კვლავ გრძელდება?!

21-ე საუკუნის დასაწყისში ბევრს ლაპარაკობდნენ მარსის თანამგზავრებზე ფობოსსა და დეიმოსზე. მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ ესენი ხელოვნური თანამგზავრები იყვნენ, რადგან უფრო სწრაფად მოძრაობდნენ, ვიდრე ბუნებრივი წარმოშობის სხვა თანამგზავრები.

მეცნიერი ზიგელი თავის ლექციებში აღნიშნავს, რომ ეს თანამგზავრები ვერ ახერხებენ დედამიწამდე მოღწევას, იმიტომ რომ ისინი დარჩნენ წარსულ ცივილიზაციაში. 15 000 წლის წინათ მარსისთვის ისტორია გაჩერდა. ხოლო სფინქსი, რომელიც ცრემლიანი თვალებით შეჰყურებს ზეცას, დახმარებას ამაოდ ელის. ის შესცქერის მეტროპოლიას, რომელიც დედამიწაზე იმყოფება. ასე რომ, მარსი და დედამიწა ერთ მხარეს დარჩნენ, მაგრამ ვინ არის მოპირდაპირე მხარეს?

მთვარე, რომელიც ყველაზე ახლოა დედამიწასთან, არ შეიძლებოდა მარსისა და დედამიწის საპირისპიროდ მდგარიყო, პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ არ არსებობს ცოცხალი ატმოსფერო, ხოლო ბიოსფერო ძალიან სუსტი და უმწეოა. იქ ცოცხალი ორგანიზმები, შეიძლებოდა, მხოლოდ დედამიწელებს გადაეტანათ და მეორე, მთვარეზეც აღინიშნება თერმობირთვული დარტყმების ნიშნები. მეცნიერებმა მთვარიდან ბირთვული მტვერის სქერი ფენები ჩამოიტანეს კვლევისათვის. მესამე, რაც უნდა მომხდარიყო მთვარეზე, დედამიწელები ყველაზე პირველი გაიგებდნენ ამას, ანუ მთვარისგან აგრესია თვალსაჩინო იქნებოდა.

მაგრამ რისი დანახვაც და შემჩნევაც ძალიან ძნელია გალაქტიკაში, ეს არის ვენერა.

რასაც ჰყვებიან მეცნიერები, ფანტასტიკას უფრო ჰგავს, ვიდრე სინამდვილეს:

40 წლის წინათ მთვარეზე უძველესი და უცნობი ცივილიზაციის კვალი აღმოაჩინეს. ნასას სპეციალისტებმა ეს ცნობები გაანადგურეს, მაგრამ მეცნიერმა ჯონსტონ-ჰოგლანდმა შეძლო შემოენახა საიდუმლო ინფორმაცია. მისი ცნობით, ამერიკულმა მისიამ, სახელწოდებით “აპოლონი”, აღმოაჩინა მთვარეზე ძველი ცივილიზაციის არქიტექტურული და ტექნოლოგიური ნაკვალევი და გადაიღო იგი. იქვე იყო ანტიგრავიტაციული ტექნოლოგიების ნაშთებიც.

ვენერას ცივილიზაცია

ყველას გვახსოვს ჰესიოდეს “ტიტანთა ბრძოლა”, ბიბლიაში მოცემულია მთავარანგელოზ მიქაელისა და ლუციფერის _ ვენერას მბრძანებლის შეტაკება. მონღოლურ ხალხურ თქმულებებში გადმოცემულია ცობლონთან (სოლომონთან) ბრძოლა, რომელიც ცაში იმყოფება და დედამიწას უცხადებს ომს.

ატმოსფერო ვენერაზე დღეს 97 %-ია და გაჯერებულია მთლიანად მომწამვლელი გაზით, მათ შორის 2 % აზოტია, 1 % წყალი. ტემპერატურა 4300ჩ-ია ატმოსფერული წნევა 90-ს შეადგენს. როგორც ჩანს, ვენარაზე ბირთვული აფეთქებები არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ტემპერატურა გაცილებით ნაკლები იქნებოდა.

წყალბადის გაზი ვენერაზე ბიოსფეროს წვის შედეგად წარმოიქმნა, ასე რომ ბიოსფეროს მასა 400 000-ჯერ მეტი იყო, ვიდრე დედამიწისა, ხოლო 20-ჯერ მეტი ბირთვულ აფეთქებამდე, ანუ ასურების ცივილიზაციის პერიოდის დედამიწაზე.

79c879518d4f

მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დედამიწისა და ვენერას ბირთვში ერთნაირი პროცესები მიმდინარეობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 6000 წლის წინათ ვენერაზეც მოხდა კატასტროფა. საინტერესო დამთხვევაა: დედამიწაზე უკანასკნელი წარღვნა 6 000 წლის წინათ მოხდა. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, 7500 წლის წინათ ოკეანის დონემ 6 მეტრით აიწია, ვიდრე მზის სხივები ვენერას გარს უვლიდნენ, შეძლეს გადაერჩინათ ვენერას მაცხოვრებელთა ნაწილი. ვინც მოასწრო დედამიწასა და მთვარეზე იქნენ ევაკუირებულნი. მათი დიდი ნაწილი დაიხოცა, რადგან გარემო პირობებს ვერ შეეგუა.

ვენერა მზესთან ძალიან ახლოა და ევოლუციის პროცესი იქ ინტენსიურად მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, მარსზე, მთვარეზე და დედამიწაზე სიცოცხლის პირობები ბევრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

დღეს დედამიწაზე 19 სახეობის ძუძუმწოვარია. ვავილოვის მიხედვით, თეორიულად, 343 სახეობა არსებობს და თითოეულ მათგანს შეუძლია განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს. მათგან მხოლოდ ადამიანმა შეძლო განვითარების მწვერვალზე ასვლა. მზესთან სიახლოვის გამო ვენერაზე არსებულ სხვა არსებებსაც შეუძლია განვითარების მაღალ საფეხურს მიაღწიონ. სხვადასხვა განვითარებულ არსებებს შორის, რომლებიც განსხვავებულ კლასებს მიეკუთვნებიან, წინააღმდეგობები მიმდინარეობს. თუკი განვითარების დონე არც ისე მაღალია, მაშინ ომებიც კი არის მოსალოდნელი. ასე მოხდა ვენერაზე, სადაც მრავალი სახის განვითარებული არსება იყო, უფრო მეტი, ვიდრე დედამიწაზე. ამ განვითარებული არსებების ერთმა ნაწილმა გადაწყვიტა თავის კოლონიად ექცია დედამიწა, მარსი და მთვარე და დაესხა კიდევაც მათ თავს. ვენერაზე არსებობდა ჯგუფი, ვინც დედამიწელების მოკავშირეებად მოიაზრებოდნენ, მაგრამ აგრესიულმა ნაწილმა იმძლავრა და თავდასხმა მოხდა.

უძველეს ვედებს მოთხრობილი აქვთ, როგორ მოსტაცეს ზეციურმა ღმერთებმა ასურების(დედამიწელების) მმართველს ცოლი, სახელად თარა.

ყველამ ვიცით, თუკი ომი იყო, ამბის მთხრობელი არ დარჩენილა. მიმდინარე ხანს კი, შეიძლება ვივარაუდოთ, ომი ისევ ვენერას მოსახლეობიდან გვემუქრება, შესაძლოა, ეს მერკურიც იყოს. რამდენადაც ასტრონომები აღნიშნავენ, დიდი ხანი არ არის, რაც მათ კიდევ ერთხელ მოიშორეს გარსი, რაც ხელს უშლიდა ამ პლანეტების ხილვადობას.

მაგრამ, რაც მთავარია, დღეს მეცნიერები უკვე უყოყმანოდ ირწმუნებიან, რომ ვენერიანელების თავდასხმა დედამიწაზე პროვოცირებული არ ყოფილა მზის სისტემის რომელიმე პლანეტისგან. მაგრამ ვიდრე უცხო ცივილიზაცია დაესხმებოდეს თავს დედამიწას, ჩვენ თვითონ ვუშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც, შეიძლება, საბოლოო ჯამში, გამოუსწორებელი იყოს. კატასტროფა რომ მოხდეს, სად ვაპირებთ დამალვას, ბუნკერებში? ქიმიური ელემენტების წვისგან წარმოქმნილი ცეცხლი, აფეთქებები და ავარიები ატომურ ელექტროსადგურებზე და სამხედრო ბაზებზე დედამიწას რადიაქტიულს გახდის და შეცვლის ატმოსფეროს ქიმიურ შემადგენლობას ისე, რომ არა მხოლოდ ადამიანი, ცხოველისა და მცენარის მრავალი ჯიში ვეღარ შეძლებს არსებობას.
პანიკის არა, მაგრამ გაფრთხილების საფუძველს გვაძლევს გახშირებული ქარბორბალები, ცუნამები, მიწისძვრები და ვულკანები, რომლებიც დროდადრო იღვიძებენ.

დედამიწაზე ტემპერატურის მომატება წყალბადის გაზის ანთროპოგენური წარმოშობის მიზეზით ხდება, რაც სათბურის ეფექტს იწვევს და ატმოსფეროს სითბურ დაბინძურებას განაპირობებს. ოკეანის დაბინძურება ცივილიზაციის ნარჩენებისგან (ელიზაბეტ ბორგეზეს ცნობით, ოკეანეში ყოველწლიურად 20 მლ ტონა ნარჩენი იყრება), ეს კი აძლიერებს ოკეანის წყლის მიერ მზის სიმხურვალის შთანთქმას, რაც, ცხადია, ზრდის ოკეანის წყლის ბუნებრივ ტემპერატურას.

ტემპერატურის მატება კი ტყეების წვას იწვევს.

ახლა უკვე აქტიურად მიმდინარეობს ყინულების დნობა არქტიკაზე, რითაც ხდება დიდი რაოდენობის მეთანის განთავისუფლება ათასწლოვანი ყინულოვანი მარწუხებისგან (განადგურებული ასურების კვალი). ცნობილია რომ, წყლის სამ მოლეკულაში ერთი მეთანია.

ფართოვდება ოზონის შრეები, რაც, საბოლოო ჯამში, ავადმყოფობებს, მუტაციებს გამოიწვევს ყველა ცოცხალ ორგანიზმში და ფართომასშტაბიან ტყის ხანძრებს.

დამანგრეველი მიწისძვრა ჰაიტიზე და ჩილეში, ციებ-ცხელების ეპიდემია მადაგასკარზე, ცუნამები სამხრეთ ამერიკაში, გლობალური დათბობები და ყინულების დნობა და კიდევ ასტეროიდი, რომელიც ასტროლოგების აზრით, აგერ-აგერ გამოჩნდება დედამიწაზე, კარგს არაფერს გვიქადის. ასე რომ, ყველა ფანტასტი მწერლის სცენარი, რაც კი დაწერილა აქამდე, თითქმის რეალური ხდება. ამას დავუმატოთ მაიას ტომის წინასწარმეტყველება და… სხვათა შორის, ამერიკაში უკვე შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც გეგმავენ, რომ შეხვდნენ არმაგედონს, რაც შეიძლება მხიარულად. ამათ ხომ სულ გართობისკენ უჭირავთ თვალი.

მაგრამ, როგორ გადავრჩეთ?

ჯერ კიდევ 1987 წელს მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუკი არ შევწყვეტთ ტყეების გაჩეხვას, ბუნების დაბინძურებას, ურანის გამდიდრებას და ა.შ. კატასტროფა გარდაუვალია. ყოველი წელიწადი ცივილიზაციისთვის უკანასკნელი შეიძლება აღმოჩნდეს.

წყარო: open.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close