საკითხავისასარგებლოუცნაური

იცოდი რომ ნაგავი ხარ? :-)

nebula

არა, ეს შეურაცხყოფა არ არის, ეს რეალობაა. თუ რატომ, წაიკითხეთ.

მხედველობაში თუ მივიღებთ სიცოცხლისთვის საჭირო ინგრედიენტების არსებობას, სიცოცხლე შეიძლება საკმაოდ ხშირი მოვლენა იყოს ჩვენს გალაქტიკაში. “არამხოლოდ ისეთი მძიმე ატომები, როგორებიცაა ნახშირბადი და აზოტი წარმოიქმნა სუპერნოვას(ვარსკვლავის აფეთქება) დროს, არამედ ჩვენი მრავალ-ატომური გენეტიკური მოლეკულების ინგრედიენტებიც, რისგანაც შევდგებით დღეს.” ამბობს ჯონ მათერი, ნასას უფროსი ასტროფიზიკოსი და ნობელის ლაურიატი, სამყაროს შექმნისა და ვარსკვლავების როლზე ადამიანის შექმნასთან დაკავშირებით.

პრინსტონის უნივერსიტეტში, მათერმა განაცხადა, რომ გრავიტაციამ შეაჩერა დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი პირველადი მატერიის გაფართოება, შექმნა მკვრივი რეგიონები სივრცეში რომლებმაც დაიწყეს მოძრაობა, შევიწროება და შედეგად წარმოიქმნა ვარსკვლავები და გალაქტიკები. ჩვენ დღეს აქ ვართ იმიტომ, რომ გრავიტაციამ იმოქმედა თავდაპირველ სტრუქტურაზე.

მათერმა განმარტა, რომ სწორედ ამ პროცესმა შეუწყო ხელი ვარსკვლავების დაბადებას, წვას და აფეთქებას, რამაც შექმნა სიცოცხლე მომავალში.

“დაახლოებით, თქვენი სხეულის ნახევარი შედგება წყალბადის ატომებისგან, რომელიც წარმოიქმნა დიდი აფეთქების დროს, ხოლო მეორე ნახევარი, ატომებისგან როგორიცაა: ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, კალციუმი და გოგირდი, ანუ ყველაფერი რაც ამუშავებს ჩვენს სხეულს, არ არსებობდა დიდი აფეთქების დროს. ეს ის მატერიებია, რომლებიც წარმოიქმნა ვარსკვლავების აფეთქების შედეგად. ანუ ჩვენ ყველანი შევდგებით ნარჩენი მატერიისგან, იგივე ვარსკვლავის ნაგვისგან.”

ვინმემ მიმასწავლეთ ყველაზე ახლო “ურნა” გეთაყვა.

წყარო: http://ika-interestblog.blogspot.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Linebet
Close
Close