სასარგებლოსურათებიუცნაური

უცნაური გემოს კანფეტები

მენთოლიანი კანფეტები (mints) ყველას გიყვართ არა? განსაკუთრებით ჭამის მერე კარგია სუნთქვის გასაგრილებლად :D :D ამ პოსტში იხილავთ უცნაურგემოიან mint-ებს

1. მარილი:
ზედმეტად ნაზი და რბილი გემოს კამფეტი შეგხვდა? დაამატე მარილი! ეს კამფეტები ტკბილისა და მარილიანის არაჩვეულებრივი შეხამებაა, რომლის სიმლაშეც მთელი დღის განმავლობაში გაგყვება.

2. ბეკონი:
ამ კამფეტებს ისეთივე გემო აქვს, როგორც ხრაშუნა ბეკონის გემრიელ ნაჭრებს, ოღონდაც ცოტათი პიტნის გემოც გადაჰკრავს დამატებითი ეფექტისათვის. უცნაურად ჟღერს, მაგრამ თუ გასინჯავთ, მიხვდებით, რომ პიტნისა და ბეკონის ნაზავი ეს ნამდვილად სამოთხეშია დამზადებული.

3. ტვინი:
როცა ზომბების ხროვა კუთხეში მოგიმწყვდევს და ზომბები შენი ტვინის შესანსლვას დააპირებენ, ჯიბიდან ეს ტვინისგემოიანი კამფეტები დააძრე და შესთავაზე. ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტკბილეული, რაც კი ოდესმე დამზადებულა.

4. მჟავე კიტრი:
მჟავე კიტრი ასეულობით წლების განმავლობაში პოპულარული იყო. სცადე ეს მჟავე კიტრის გემოიანი მენთოლის კამფეტები და რა იცი, იქნებ შენც გახდე პოპულარული.

5. ნიორი:
ეს ნივრისგემოიანი კამფეტები გარანტიას გაძლევთ, რომ ვამპირებს დააფრთხობთ და აიძულებთ ფაცხა-ფუცხით გაიქცნენ და დაუბრუნდნენ თავიანთ კუბოებს. გაფრთხილებთ: ნივრისგემოიანმა კამფეტებმა შეიძლება თქვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინონ.

6. რომი (მეკობრეების საყვარელი სასმელი):
მეკობრეებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ჯანსაღი და გრილი სუნთქვა, ამიტომაც ძნელია მათ პიტნიანი კამფეტები აღმოუჩინო. მათთვის სპეციალურად შექმნილია რომისგემოიანი კამფეტები. ჩაიყარე პირში, ღეჭე და ბრძანებები გაეცი შენს გემბანზე!

7.არაფერი:
ნიჰილისტებს არაფრის არ სჯერათ, მათ შორის არც გემოსი. მათთვის არსებობს სრულიად უგემური კამფეტები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close