კულტურაუცნაური

მეცნიერებმა ფანჯრის მინები მზის ბატარეებად გარდაქმნეს

acd04b8779bf

სავარაუდოდ, ამ პროდუქტის კომერციული ვარიანტი 2016 წლისთვის გამოჩნდება.

f2f06829fb1b

დიდ ბრიტანეთში, ლესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ნორვეგიულ კომპანია EnSol AS-ისთან თანამშრომლობის შედეგად ტექნოლოგია შექმნეს, რომლის მეშვეობით ფანჯრის მინა მზის ბატარეის ფუნქციასაც შეითავსებს. სავარაუდოდ, ამ პროდუქტის კომერციული ვარიანტი 2016 წლისთვის გამოჩნდება.

ტექნოლიგიის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მზის ბატარეა გამჭვირვალე ფირის სახითაა წარმოდგენილი და ის ფანჯრებზე ეკრობა. ფირი ლითონის ნანო-ნაწილაკებისგან შედგება და მის დასამზადებლად სპეციალური დანადგარებია საჭირო, რომელიც ლესტერის ლაბორატორიაში შექმნეს.

ამ დროისთვის თხელფირიანი ფოტოელემენტის პროტოტიპი მზადაა, თუმცა მისი ტექნოლოგიის დახვეწა მიმდინარეობს, რათა ნანონაწილაკების წარმოება 20%-ით გაიზარდოს.

ფირი ფანჯარას ოდნავ ბურავს და მზის სინათლის გარკვეულ ნაწილს ენერგიის გენერაციისთვის იყენებს. მკლვევართა თქმით, ფირი-ბატარეის დაკრობა სხვა ზედაპირებზეც, მაგალითად შენობის სახურავსა და კედლებზეც შეიძლება.

რას აღარ გაიგებს კაცი რააა…..

წყარო:ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button