უახლესი გამოგონებები: CANON-ის მულტიფუნქციური მაუსი
უახლესი გამოგონებები, რომელიც მალე შეცვლის მსოფლიოს.
მართლაცდა იაპონურმა ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მორიგი ძალზე საინტერესო სიახლე წარმოადგინა. ეს ახალი პროდუქცია ელიტარული სერიის, X Mark-ის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ფაქტიურად X Mark I Mouse Lite წარმოადგენს იდეალურ გადაწყვეტას ნოუთბუქის იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც არ აკმაყოფილებთ მისი სტანდარტული შესაძლებლობები, კერძოდ, ციფრული კლავიატურის ბლოკები. ეს გამოგონება არსებითად ლაზერული სენსორებით აღჭურვილ უკაბელო მაუსს წარმოადგენს, რომელსაც აქვს კავშირი კომპიუტერთან Bluetooth 2.0-ის არხზე. გარდა ამისა, X Mark I Mouse Lite 10 ბლოკიანი კალკულატორიც გააჩნია, რომლის გამოყენება ნებისმიერ დროს შეიძლება. ტექნიკის ამ მიღწევას სტანდარტული მაუსის მსგავსი ღილაკები და გადახვევის ბორბალი გააჩნია, რის ქვემოთაც განლაგებულია სწორედ ზემოთ ხსენებული კალკულატორის ღილაკები 10 მწკრივად.
რაც შეეხება X Mark I Keypad-ს ეს მოწყობილობა სტანდარტული კლავიატურის ჰიბრიდს და 10 მწკრივიან კალკულატორს წარმოადგენს. ინტერაქციული უკაბელო Bluetooth 2.0-ის არხით. მას მზის ენერგიის მხარდაჭერაც აქვს და ის სტანდარტულ AAA აკუმულატორებზე მუშაობს.
დღეს ეს სიახლე ხელმისაწვდომია როგორც შავ, ისე თეთრ და წითელ ფერებში. სპეც. შეკვეთის საშუალებით კი შეგიძლიათ სხვა ფერებიც ამოირჩიოთ. X Mark I Keypad ასევე ინტერაქტიულია Windows PC-თან და Mac-თანაც, რაც მის უპირატესობებს უფრო ნათლად გამოკვეთს.
X Mark I Mouse Lite $59,99 ღირს , X Mark I Keypad-იც იმავე ფასით გავიდა ბაზარზე. ახლა უკვე მომხმარებელზეა დამოკიდებულია როგორ მიიღებენ ისინი ტექნიკის ამ მიღწევას.
ასე რომ კაცობრიობა ვითარდება, ის რისი შექმნაც გუშინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მოძველებული კონცეფციაა.
და ბოლოს, როგორც ყოველთვის ვიდეო, იუთუბის ბაზიდან, მეტი თვალსაჩინოებისთვის.