არქივი

ჩემი ლექსები 5

a38db4819071

კვლავაც ჩემი ლექსები… :))

***

ირგვლივ ხმაური,
აურზაური,
სწორი გზა, სხვა გზაც,
მებნევა თავგზა,
მგონი ვიშლები,
მგონი ვგიჟდები,
თანდათან ვხვდები,
უკვე ვბჟირდები…
და ამ ფიქრების კორიანტელში,
ზოგჯერ ბოდვები,
ზოგჯერ ცოდვები,
ვცდილობ ლოცვებით
გადავრჩე წყევლას,
ვწყნარდები როცა,
უფალს ვთხოვ შველას…

მე შენ მიყვარხარ…

მე შენში მიყვარს შენი სამყარო,
დრო შენზე ფიქრში მინდა ვატარო,
მე შენში მიყვარს შენი ღიმილი,
გული სავსეა დიდი ტკივილით,
მე შენში მიყვარს შენი თვალები
და შენს თვალებში ცისკრის ალები,
მე შენში მიყვარს ლამაზი ბაგე,
შენი ცრემლებიც და შენი სახე,
მე შენში მიყვარს, რაც შენ არ იცი,
შენს წუხილს შენზე მეტად განვიცდი,
მე შენში მიყვარს უმანკოება,
გამორჩეული უბრალოება…

შორიდან გეტრფი, მიყვარხარ კრძალვით,
მიყვარხარ ძლიერ ფარულად, მალვით,
მე შენ მიყვარხარ მთელი სხეულით,
დავეხეტები, მაინც ეული…

ჯერაც ვიშუშებ შენგან იარებს
და მარტოდმარტო ხშირად ვყიალებ,
მე მახსენდება შენი თვალები,
ყოველთვის, მარად, შენ მეყვარები…

ფიქრები…

ფიქრმა მომწყვიტა სამყაროს,
გამაცნო იდუმალებას,
რა საოცარი რამ არის,
რაც შეუქმნია განგებას…

პაწაწკინტელაც გაოცებს,
სულ მცირედიც კი გახარებს,
ბუნების ნაირფერობა,
თვის სილამაზეს გახარბებს…

ფიქრებში წახვალ, გასცურავ,
მოსწყდები წამით ცხოვრებას,
აწმყოს, წარსულს და მომავალს
ივიწყებ, ეტრფი ოცნებას…

ხანაც ტკივილი აგავსებს,
ხანაც წამები ღირადი,
ხან სხვისი სითბო გიხარის,
ხანაც სვე–ბედი პირადი…

ზოგჯერ კი მოსაწყენია,
მტლაშა–მტლუში და ტრფიალი,
ყველაფრისაგან მოწყვეტას,
სცდილობ ბედკრული ფიალით…

ღვინო კი აღარ თავდება,
ხვდები, რომ გადასხვაფერდი,
თავი ყმაწვილი გეგონა,
დაჩაჩანაკდი,დაბერდი…

დღეს სული გიდგას პირშია,
ხვალ კი ცოცხალი იქნები?!
ვახ, როგორ გაგიტაცებენ,
ფიქრები, ოჰ, ეს ფიქრები…

“სინათლის ანგელოზი”

სიცილ–ხარხარში აწვება სევდა,
თვითონაც იცის, რომ შესცდა მაშინ,
თუ ცხოვრებაში ერთხელ დახატავ,
უნდა იცოდე, რომ ვეღარ წაშლი…

და სიამაყეც სევდანარევიც,
უნდა ბოროტით, რომ გადაფაროს,
გულზე ატყვია ნაიარევი,
იცის, რომ ტვირთად აწევს სამყაროს…

მაგრამ არ სძალუძს შენდობის თხოვნა,
ამპარტავნება ჯაბნის სინანულს,
ზეცისა ნაცვლად მიწაზე ხოხვა,
მან ამჯობინა ღმერთის სიყვარულს!!!

გიორგი ხერგიანი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button