არქივი

საქართველოს საფეხბურთო სტადიონები…

6ea115c5ceb2
ეეჰ :) მსოფლიოს სტადიონების შემდეგ ამის ნახვის სურვილი შეიძლება ბევრს არც გქონდეთ, მაგრამ მგონი მაინც ქართველები ვართ და ესეც საკმარისია ჩვენთვის, რაც გვაქვს და ამითაც მშვენივრად ვამაყობთ… ;)

1. ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი:

ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი,მთავარი და ყველაზე დიდი სტადიონია თბილისში. სტადიონი თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. აგებულია 1932-1935 წლებში,1955-56 წწ განიცადა მცირე, ხოლო 1970-იანებში ძირეული გადაკეთება და ხელახლა გაიხსნა 1976, 26 სექტემბერს.აგების მომენტში ეს სტადიონი ტევადობით მესამე იყო საბჭოთა კავშირში.სტადიონი 78.000 მაყურებელს იტევდა და საბჭოთა ფეხბურთის ფედერაციისა და უეფას ყველა მოთხოვნას პასუხობდა.1995 წელს სტადიონს ქართველი ფეხბურთელის ბორის პაიჭაძის სახელი ეწოდა. 2006 წელს სტადიონი შეაკეთეს, გამოცვალეს დასაჯდომებიც უეფას ახალი მოთხოვნების შესაბამისად, რის გამოც, მისი ტევადობა შემცირდა 55.000-მდე. მეორე იარუსის უმეტესი ნაწილი გადახურულია.

2a5bfe5a270e

8abd0dc19b16

2. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი:

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი — სტადიონი თბილისში, ყოფილი “ლოკომოტივი”.საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივის” საშინაო მოედანია. სტადიონი 24 680 მაყურებელს იტევს. აქვე ხშირად ტარდება საქართველოს შიდა ჩემპიონატის მატჩები. სტადიონს განთქმული ქართველი ფეხბურთელი მიხეილ მესხის სახელი ქვია. სტადიონი ტევადობით მეორეა საქართველოში, ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონის შემდეგ.

5b461dfab5c9

0b987bc3ef34

3. გივი კილაძეს სახელობის სტადიონი:

გივი კილაძის სტადიონი — სპორტული სტადიონი ქუთაისში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ ქუთაისის ტორპედოს საშინაო მოედანი. იტევს 19,400 მაყურებელს.
2010 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დამონტაჟდა 14000 ინდივიდუალური სკამი, საერთაშორისო სტანდარტების ტაბლო და განათების სისტემა, თავიდან აშენდა ადმინისტრაციული შენობა, გადაიხურა სტადიონის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარემონტდა გასახდელები და პრესლოჟა.

5a6b5ab1bcbf

7c4d3b64f16a

ed37d6ba3b08

4. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი:

ეროსი მანჯგალაძის სტადიონი — ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტული სტადიონი ქალაქ სამტრედიაში. ძირითადად განკუთვნილია საფეხბურთო მატჩებისათვის და არის საფეხბურთო კლუბ სამტრედიის საშინაო არენა. სტადიონი იტევს 15,000 მაყურებელს.

62d848fefe15

5. გივი ჩოხელის სახელობის სტადიონი:

ცენტრალური სტადიონი — საფეხბურთო სტადიონი თელავში. თამაშობს საფეხბურთო კლუბი კახეთი თელავი. სტადიონი იტევს 12,000 მაყურებელს. სტადიონზე მდებარეობს ფეხბურთელ გივი ჩოხელის ძეგლი.

c1952c27c089

ceea643f3b85

6. ფოლადი:

ფოლადი – სპორტული სტადიონი რუსთავში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის საფეხბურთო კლუბ ოლიმპის საშინაო მოედანი. იტევს 10,720 მაყურებელს.

173a09dbbfe1

e29de2dbc3de

fb27bbdd7e2a

7.თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი:

თენგიზ ბურჯანაძის სტადიონი — თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სპორტული სტადიონი გორში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის გორის დილას საშინაო მოედანი. იტევს 8,230 მაყურებელს.

2413c4ed1401

8.ცენტრალური სტადიონი (ზესტაფონი) :

ცენტრალური სტადიონი — სპორტული სტადიონი ზესტაფონში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის ზესტაფონის საშინაო მოედანი. იტევს 8,000 მაყურებელს.

ff55111dd327

455ba6d01831

9. გულია თუთბერიძის სტადიონი:

გულია თუთბერიძის სტადიონი — სპორტული სტადიონი ზუგდიდში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის ზუგდიდის ბაიას საშინაო მოედანი. იტევს 7,000 მაყურებელს.

40e9c2df65f6

10. ფაზისი:

ფაზისი — სპორტული სტადიონი ზესტაფონში. ძირითადად გამოიყენება საფეხბურთო მატჩებისათვის. არის კოლხეთი 1913-ის საშინაო მოედანი. იტევს 6,000 მაყურებელს.

009d483c781f

a8d4398927ec

2a02109933c7

02c132d80fac

ab991b9796ab

უკომენტაროდ :D :D :P

წყარო: ვიკიპედია

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button