გასართობისასარგებლოსურათები

უაზრო ჰოლივუდი #8 (მსგავსი პოსტერები)

ამ პოსტში ნახავთ იმის მტკიცებულებას, რომ ჰოლივუდში ფოტოშოპს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ფლობს…

ეს პოსტი ეთმობა პოსტერებს რომლებიც სხვა პოსტერების კოპიებია. შეიძლება ზოგი მათგანი უბრალოდ დამთხვევაა მაგრამ ზოგიერთი აშკარა მიბაძვაა..

არ გადავიწყდეს პოსტის ბოლოს დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა!

პირველი პოსტერი: მარჯვნივ:”World Wrestling Entertainment”-ის იგივე (WWE) 2009 წლის სეზონის პოსტერი. მარჯვნივ: “ბეტმენი: დასაწყისი”-ის (Batman Begins) პოსტერი. დააკვირდით კარგად ეს ერთიდაიგივე სურათია (ღამურები,ღრუბლები). არამგონია ვინმეს თავში მოუვიდეს აზრი რომ ბეტმენის შემქმნელებმა მოიპარეს პოსტერი, მაგრამ მაინც დავწერ რომ ეს ფილმი გამოვიდა 2005 წელს.

შემდეგი პოსტერი არის სუპერმენი:დაბრუნება (Superman Returns) და “ბეტმენი: დასაწყისი”-ის (Batman Begins) მეორე პოსტერი.როგორც ჩანს ბატმენს აქაც მოჰპარეს პოსტერი რადგან ფილმი სუპერმენის შესახებ 2006 წელს გამოვიდა.

მარცხნივ: პოსტერი ფილმისა “სასაცილო ფული”(Funny Money), ხოლო მარჯვნივ პოსტერი ფილმისა “დიკი და ჯეინი ერთობიან” (Fun with Dick and Jane)

აქ მოცემული გვაქვს ორი “ხ” კლასის ტრილერი, აქაც ერთიდაიგივე სურათია გამოყენებული.

მარცხნივ: სერიალი “სასწრაფო” (ER), მარჯვნივ: სერიალი “ჰაუსი” (House M.D.).

მარცხნივ:ფილმი (Juncture), მარჯვნივ: ფილმი “იძებნება” (Wanted).” Wanted” ერთი წლით გვიან გამოვიდა, ამიტომ სავსებით შესაძლებელია რომ პოსტერი ამ ფილმს მოჰპარა.

მარცხნივ: სერიალი “ჯარისკაცების საძმო” (Band of Brothers), მარცხნივ: სერიალი “დაკარგულები” (Lost)

მარცხნივ: დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ფილმია და წიგნის ყდა არ არის. მარჯვნივ: “Twilight” წიგნის გარეკანი.

მარცხნივ: პოსტერი ფილმისა “მთავარი ინსტიქტი” (Basic Instict) მარჯვნივ: პოსტერი ფილმისა: (The Betrayed)

ორი “ხ” კლასის “ბოევიკი”.

ერთერთი ბრიტანული TV შოუს პოსტერი და ფილმი “სხვა სამყარო” (Underworld).

რაღაც კორეული ფილმი და ჰოლივუდური ფილმი “ათვლის წერტილი” (Vintage Point)

სერიალი “გმირები” (Heroes) და ფილმი “ზარი” (The Ring)

დასახელებები: “Beyond Suspision” და “Under Suspison”, ამათ აშკარად გადააჭარბეს.

მარცხნივ: ფილმი “დაშვება” (The Descent), მარჯვნივ: სალვადორ დალის ნახატი.

ამ პოსტერებზე დააკვირდით მაქციებს.

ამ პოსტერებზე აშკარად ერთიდაიგივე სურათი იყო გამოყენებული.

მარცხნივ: “Drop Dead Roses” მარჯვნივ: “ჯეიმს ბონდი: მოკვდი, ოღონ დღეს არა” “Die Another Day”

მარცხნივ: “გაიტაცე 60 წამში” (Gone in 60 seconds), მარჯვნივ: (100 Mile Rule)

მარცხნივ: ჯგუფი “Motor City”-ის ალბომის გარეკანი, მარჯვნივ: ჯგუფი “Nickelback”-ის ალბომის გარეკანი.

და ბოლოს, მარცხნივ პოსტერი ვიდეო თამაშისა “Metal Gear Solid”, პერსონაჟი “Solid Snake”, მარჯვნივ კადრი ფილმიდან “ტერმინატორი” (Terminator).

დღეს სულ ეს არის…

ამ პოსტის კითხვაა…

ჩემი პასუხი: ტაილერ დარდენი (Tyler Durden) “მებრძოლთა კლუბიდან” (Fight Club)

თუ არ გინახავს წინა პოსტები “უაზრო ჰოლივუდზე” მაშინ გადადი დაბლა მოცემულ ბმულებზე…

უაზრო ჰოლივუდი #7 (მსგავსებები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #6 (ფანტასტიკა) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #5 (კომედიები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #4 (საშინელებათა ფილმები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #3 (ძარცვა, მოტაცება, მძევლები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი #2 (ამერიკული პოლიცია,FBI,სპეცსამსახურები) ბმული

უაზრო ჰოლივუდი ბმული

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close