არქივი

“ხუინაპუტინა”

c71c3808af6e
არ გეგონოთ ცენზურას ვარღვევდე ასეთი სათაურით :evil: გაგრძელებაში გაიგებთ რაშიც არის საქმე :lol2:

სამხრეთ პერუში არის ვულკანი, რომელსაც სწორედ ასე ჰქვია – “ხუინაპუტინა” (Huaynaputina). თვითონ რუსებიც მას ასე მოიხსენიებენ – Хуйнапутина.

251562c9af21

1600 წელს პერუში უდიდესი კატასტროფა მოხდა სწორედ ამ ვულკანის წყალობით. 19 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით ცხელი ლავა ამოიფრქვეოდა შეუჩერებლივ. ამოფრქვევის სიძლიერემ შეადგინა VEI-6 (ვულკანის სიძლიერის საზომით ბოლოს წინა პოზიციაა).

ხუინაპუტინას კატასტროფა უდიდესი იყო სამხრეთ ამერიკის ისტორიაში და ერთ-ერთი უდიდესი მთელს მსოფლიოში.

დაინგრა და მიწასთან გასწორდა უამრავი სოფელი. წყნარ ოკეანემდეც კი მიაღწია, რომელიც ვულკანიდან 120 კმ. მოშორებითაა. სერიოზულად დააზიანა ქალაქაბი: არეკიპი და მოკეგუა. სოფლის მეურნეობა ამ ტერიტორიაზე მხოლოდ 150 წლის შემდეგ განახლდა.

ხუინაპუტინას ამოფრქვემამ უდიდესი როლი ითამაშა ჩრდილოეთ ნახევარსფეროს კლიმატზე. სწორედ ეს ვულკანი გახდა ერთ-ერთი მიზეზი ე.წ. “მცირე გამყინვარების პერიოდისა” დედამიწის ისტორიაში. 1601 წელი იყო ყველაზე ცივი წელი ბოლო 6 საუკუნის განმავლობაში.

სხვათაშორის რუსეთში მარტო 1601-1603 წლებში ამ ფაქტმა 127 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, შიმშილისა და სიცივის გამო. ისტორიკოსების მტკიცებით კი საერთო ჯამში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

adfd4a20d965

მსგავსი ამბები

Back to top button