ინგლისური დიეტა
ეს ალბათ უფრო მანდილოსნებს აინტერესებთ
ინგლისელებს მიაჩნიათ, რომ დიეტის ყველაზე საუკეთესო დროა შვებულების შემდგომი პერიოდი და გვირჩევენ დიეტას, რომლის დაცვაც თვეში 4-5 კილოგრამს დაგაკლებინებთ.
პირველი დღე _ უარი თქვით საჭმელზე.
მეორე და მესამე დღეს ჭამეთ ზომიერად, უმჯობესია თქვენს რაციონში შეიტანოთ 1 ლ. რძე ან კეფირი (ან უცხიმო მაწონი) და ჭვავის პური 2 პატარა ნაჭერი.
მეოთხე და მეხუთე დღეს _ საუზმეზე მიირთვით რძიანი ყავა, ჭვავის პურის ერთი ნაჭერი, 1 ს.კ. თაფლი და 1 ს.კ. კარქი.
სადილზე _ 1 ჭიქა ხორცის ბულიონი, მოხარშული ხორცის 1 ნაჭერი, ქათმის უცხიმო ხორცი ან თევზი.
სამხარზე _ თაფლიანი ფინჯანი ყავა ან ჩაი.
ვახშამზე _ მოხარშული ერთი ნაჭერი ან თევზი, ან ორი კვერცხი, შეიძლება 50 გ. უცხიმო ყველი, ჭვავის პურის პატარა ნაჭერი.
მეექვსე და მეშვიდე დღეს _ მიირთვით მხოლოდ ხილი და ბოსტნეული.
საუზმე _ ორი ვაშლი.
სადილზე _ ბოსტნეულის წვნიანი, ზეთით შეკაზმული სალათი ან ვინეგრეტი.
სამხარზე _ მხოლოდ ხილი (რომელიმე ციტრუსი სასურველია).
ვახშამზე _ ჭვავის პურთან ერთად სალათი და უშაქრო ჩაი.