არქივი

საინტერესო და უცნაური ფაქტები #19

0ab6632f7fba

საინტერესო ფაქტების მორიგი სერია

d47b042c7032

..მარიის სასახლე (1839-44, სურათზე) იყო სანქტ-პეტერბურგში, რუსეთი, აგებული ბოლო ნეოკლასიკური იმპერიული სასახლე…
…გოთების ომის პერიოდში IV საუკუნეში, გოთებმა რომის იმპერატორი მოკლეს, რომის არმია გაანადგურეს და რომაელთა ბალკანეთის დიდი ნაწილი ააოხრეს…
…რუსეთში რომანოვების მმართველობა დაიწყო კოსტრომის იპატიევის მონასტერში სამეფო დინასტიად კურთხევით და დასრულდა იპატიევის სახლში სამეფო ოჯახის წევრთა დახვრეტით…
…ყივჩაღთა კლანის რამდენიმე თურქული მომთაბარე ტომი საქართველოში დასახლდა 1118 წელს და ქართულ ჯარში მსახურობდა თითქმის ორი საუკუნე…
…თბილისი 736-1122 წლებში საქართველოში არაბების მმართველობის პერიოდში ისლამური საამიროს ცენტრის ფუნქციას ასრულებდა…
…აზერბაიჯანელ მომღერალ მუსლიმ მაგომაევს, რომელიც დიდი წარმატებით მღეროდა ლა სკალასა და პარიზის ოლიმპიაში, საბჭოთა კულტურის სამინისტრო საერთაშორისო კარიერის გაგრძელებას უკრძალავდა…
…ზღვის გველები (სურათზე) ყველაზე შხამიანი გველები არიან, ოკეანეებში ბინადრობენ და ასპიტისებრთა ოჯახში არიან გაერთიანებული…
e46a8db912a8
…1796 წლის რუსეთ-სპარსეთის ომი რუსეთის მეფე პავლე I-მა ტახტზე ასვლიდან ერთ თვეში გააუქმა…
…კაროლტონის ვიადუკი ბალტიმორში, მერილენდი, მსოფლიოში უძველესი დღემდე ექსპლოატირებული სარკინიგზო ხიდია და მისი საძირკველი 1828 წლის 4 ივლისს ჩაიყარა…
…პეტრე დიდი რუსეთში დაბეჭდილი პირველი გაზეთის „ვედომოსტი“ მთავარი რედაქტორი იყო…
…ჟან-პიერ ნორბლენი განთქმული იყო პოლონეთში პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის ბოლო წლების მრავალი მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის ილუსტრაციისთვის და პოლონეთის განმანათლებლობის ხანის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მხატვრად ითვლება…
…აზერბაიჯანისა და სომხეთის თანამედროვე ტერიტორიები რუსმა მთავარსარდალმა ივანე პასკევიჩმა სპარსეთს წაართვა 1826-28 წლების რუსეთ-სპარსეთის ომში…

.

xixani

http://xixani.blogspot.com/

მსგავსი ამბები

Back to top button