გართობაუცნაური

ოჯახი ცხოვრობს 10 მგელთან ერთად

4f28010ecb30
ვერ ვიტყოდი, რომ მგლები – ცხოველთა შორის საუკეთესო არჩევანია, როგორც შინაური ცხოველი, თუმცა პოლ პონდელასა (Paul Pondella) და კოლეტ დუვალისათვის (Colette Duvall) მგლები გახდნენ მათი ოჯახის ძალიან ახლო წევრები. წარმოუდგენელი მეგობრობა მტაცებლებსა და ცოლ-ქმარს შორის წარმოიშვა რამდენიმე წლის წინ, როდესაც პოლმა გადაარჩინა რუხი ალიასკური მდედრი მგელი სახელად „ტენი“ (Shadow) – ძაღლთან შეჯვარებული და შეიფარა თავის სახლში.
ნახეთ ვიდეოები:
10aa367ce532
დადგენილია, რომ მგელი — ჭკვიანი, საზრიანი და ადვილად შემგუებელი ცხოველი, მტაცებელთა რიგის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ძუძუმწოვარი, ძაღლისებრთა ოჯახისაა. მგელი სახელად „ტენი“ (Shadow) საკვებად მიირთმევს, როგორც მწერებსა და თაგვებს, ასევე დიდ ცხოველებს…
შთამბეჭდავია ის ფაქტიც, რომ მგლები, ჩვეულებრივ, თავიანთი პარტნიორების ერთგულები არიან მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

7eb7dad43e2a
მგელ „ტენისთან“ ერთად პოლი და კოლეტი ერთ ჭერ ქვეშ ცხოვრობდნენ გარკვეული დროის მანძილზე ლოს ანჟელესის (Los Angeles) გარეუბანში; სულ მალე წყვილი მიხვდა, თუ რა არაჩვეულებრივია ეს მტაცებელი ცხოველი და გადაწყვიტეს მიეღოთ თავიანთ ოჯახში კიდევ რამდენიმე. ასე რომ, მათ სახლში გაჩნდა ელი (Ellie) და ტაკოდა (Takoda), რომელთაც გაუჩნდათ ლეკვები.
fc48141c79ab
ამ ფოტოებზე მგლები მხიარულები და საყვარლები არიან, მაგრამ პოლის თქმით, მათ დასჭირდათ რამდენიმე წელი, რომ შეეცვალათ ველური ბუნებისაგან გამოყოლილი მტაცებლური ქცევები. ამჟამად ცხოველები პოლ პონდელასა და კოლეტ დუვალის სახლში საკმაოდ კომფორტულად გრძნობენ თავს, ნებივრობენ დივანზე, პატრონების საწოლში ძვრებიან, ზოგადად, ყველაფერს აკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ შინაურმა ცხოველებმა ;)
616ccfe00dca
ნახეთ ვიდეო:

38c34d8a35e0
c5067857910b
b415e5f42e70
6f2224ed6b65
6633aecfa10d
2d9f59071b37
0dd1b666b7d8
7e30caeca628
f7261bbd0168
90f7a259a70d
2d261480946f
a9ffc4af8a1a
0f17419b9a83
36d79dbab8a3
ad1c2ac4b96f
ნახეთ ვიდეო:

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button