TECH & მეცნიერებამარკეტინგი

ალექს ტიუ – მილიონიანი იდეა

tew1

დღეს მინდა მოგიყვეთ სტუდენტზე რომელმაც თავისი იდეის წყალობით მილიონერი გახდა. ეს არის ბრიტანელი სტუდენტი ალექს ტიუ რომელმაც შეძლო და თავისი იდეის წყალობით დააგროვა მილიონი დოლარი. 2005 წლის აგვისტოს მან შექმნა საიტი რომლის მთავარ გვერდზეც იყო ბანერი ფართობით 1 მილიონი პიქსელი ან 10 000 კვადრატი 100 პიქსელით. ალექსმა დაიწყო ყოველი კვადრატის 100 დოლარათ გაყიდვა ანუ 1 დოლარი ყოველი პიქსელისთვის, იმის გარანტიით რომ თავისი საიტი 5 წელს გაძლებს.

”დატოვე შენი სახელი ინტერნეტის ისტორიაში” ასე ჟღერდა მისი ლოზუნგი

თავიდან იდეა ჩანდა ძალიან უცნაური. ჩვეულებრივ, რეკლამას ათავსებენ პოპულარულ საიტებზე, აქ კი მოხდა პირიქით. ყველასთვის უცნობმა საიტმა დაიწყო ძვირადღირებული ბანერების გაყიდვა. საიტზე რეკლამის გარდა არაფერი სასარგებლო არ იყო. და დამთვალიერებლები უნდა შესულიყვნენ საიტზე მხოლოდ რეკლამის სანახავად.

და მაინც იდეამ გაამართლა.

სწავლის გადასახადი და ახალი წინდები.

tew2

თავიდან ალექსმა გაუგზავნა ინფორმაცია თავისი საიტის შესახებ ნათესავებს და მის მეგობრებს. სთავაზობდა მათ განეთავსებინათ თავიანთი რეკლამა მის საიტზე. შემდეგ მან გაუგზავნა ინფორმაცია საიტის შესახებ თავისი მეგობრების მეგობრებს და ნაცნობებს. წერილში ის წერდა რომ მას სჭირდებოდა ფული კოლეჯში სწავლის გასაგრძელებლად(37.000 დოლარი) ასევე მან დაამატა რომ აპირებდა ბევრი წინდების ყიდვას რადგან ისინი ყოველთვის იკარგებოდნენ :)

3 დღის შემდეგ მისმა პირველმა კლიენტმა დახარჯა რეკლამაზე 400 დოლარი. ამ ფულით ალექსმა განათავსა თავისი საიტის რეკლამა BBC-ს საიტზე. რეკლამის განთავსების შემდეგ მას უფრო და უფრო მეტი კლიენტი გამოეხმაურა.

მალე მის შესახებ სხვა ცნობილი ტელევიზიები ალაპარაკდნენ. მის საიტის შესახებ სტატიები დაიპოსტა The Guardian-ში და The Wall Street Journal-ში. ასეთმა სტატიებმა განაპირობეს საიტის პოპულარობის ზრდა. 1 თვის შემდეგ ალექსმა გაყიდა ბანერები  200.000 დოლარის ოდენობით.

აუქციონი.
tew3

უკანასკნელი პიქსელების გაყიდვის წინ. ალექსის საიტი მოხდა როუტერის საინფორმაციო ვებ-გვერდზე(Reuters). ამ ჯერად რეკლამა გამოდგა უფასო. როუტერთან ინტერვიუს შემდეგ ალექსის საიტს ყოველ საათს 25.000 სტუმარი ნახულობდა.

tew4

ბოლო 1.000 პიქსელზე ისეთი მოთხოვნა იყო რომ ალექსმა გადაწყვიტა აუქციონის ჩატარება. 2006 წლის 1 იანვარს ბოლო 1.000 პიქსელი იყო გაყიდული eBay-ზე. აუქციონი 11 იანვარს დასრულდა და ალექს 38.100 დოლარი მოუტანა. რის შედეგათაც მისი ქონება შეადგენდა 1.037.100 დოლლარს.

აუქციონის მსვლელობის დროს საიტზე ხორციელდებოდა DDoS თავდასხმა. ინტერნეტ ტერორისტების მოთხოვნა იყო გამოსასყიდი რომლის გადახდაზეც ალექსი უარს ამბობდა. ამიტომაც საიტი იყო გათიშული 1 კვირის განმავლობასი.

იტოგში 21 წლის სტუდენტმა ალექს ტიუმ შესძლო 5 თვის განმავლობაში დაეგროვებინა მილიონი დოლლარი თავისი უცნაური და ამავ დროულად კრეატიული იდეის წყალობით.

რათქმაუნდა ამის შემდეგ მას ეყოლა იმიტატორი საიტები მაგრამ ისეთი წარმატებულები არ იყვნენ როგორც ალექსის http://www.milliondollarhomepage.com/

მსგავსი ამბები

Back to top button