არქივი

დინამიურობისა და ეკონომიურობის კოქტეილი

dffbf4272066

თავად ბავარიელები ამაყად აცხადებენ რომ Vision-ი ეს არის კოქტეილი BMW-ს M-ვერსიის ავტომობილების დინამიკისა და ჰიბრიტების ეკონომიურობისა.

არანაირ 6 ცილინდრზე საუბარი არ მიდის, არც V8 და V10? მაღალი ლიტრაჟობა და ბენზინი დაივიწყეთ. BMW-ს სპორტული ავტომობილები — ეს არის სამცილინდრიანი დიზელის ძრავიანი მანქანები, მოცულობით 1,5 ლიტრი და ორი დამხმარე ელექტრო ძრავი. ერთი შეხედვით დიდი სისულელეა ხო? არა, უბრალოდ ბავარიალებმა გაიხედეს გაცილებით წინ ვიდრე სხვა დანარჩენმა.

ფრანკფურტის მოტორ-შოუზე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი იქნება ჰიბრიდული კონცეპტი BMW Vision EfficientDynamics. საოცარი ფორმების კომპაქტური სპორტკარი თავად შემქმნელის ადრიან ვან ჰოიდონკის სიტყვებით — უმაღლესი ტექნოლოგიების კონცენტრატია. Vision-ი შექმნილია ჩვენთვის იმის საჩვენებლად, რომ მომავალში ავტომობილების ბაზარზე ამინდს შექმნის ეკონომია და ეკოლოგია. BMW-სთვის დამახასიათებელი სპორტული სულიც თანხვედრაში მოვა ამ ყველაფერთან.

d5fcfbbfbfd6
ძრავი განთავსებული უკანა ღერძის წინ, რაც დადებითად მოქმედებს სიმძიმის განაწილებაზე

კონცეპტი Vision-ი — ეს არის სპორტული კუპე ჩასხდომის ფორმულით 2+2, აგებული ალუმიის შასიზე ალუმინისვე საკიდურით. ძარა ნახშირპლასტიკატისაა, ხოლო ზოგიერთი მისი ნაწილი — სახურავი და მინები — ნახევარკარბონატული შუშა-ქამელეონისაა, რომელიც კაშკაშა სინათლეზე თავისით მუქდება.

5816547ecbc5
კარები „გილიოტინის” სტილშია არჩეული მხოლოდ ერთი მიზნისთვის — ასე უფრო ადილია მოხვედრა სავარძლების ორივე რიგში

ავტომობილი მოძრაობაში მოჰყავს ერთდროულად სამ ძრავს და ექვსსაფეხურიან რობოტიზებულ გადაცემათა კოლოფს ორმაგი მოჭიდებით. ძირითადი 163 ცხენისძალიანი (290 ნ.მ) სამცილინდიანი ტურბოდიზელია, მოცულობით 1,5 ლიტრი. მას უკანა ღერძის ბრუნვაში ეხმარება ელექტროძრავი სიმძრავრით 51 ცხ.ძ (290 ნ.მ), და კიდევ ერთი ელექტროძრავს მოძრაობაში მოჰყავს წინა მბრუნავი ღერძი

9f8f94fd4433
ყველა მატერიალი, რომლითაც კონცეპტის ინტერიერია აგებული, რათქმაუნდა მსუბუქი, ჯანმრთელობისთვის უვნებელი და ანტიალერგიულია.

ეს უკანასკნელი ავითარებს 80 ცხ.ძ., თუმცა როგორც კი აქსელერატორზე 30 წამი დააჭერთ მისი სიმძლავრე 112 ცხ.ძ-მდე იზრდება. კიდევ შემდგომი დაჭერისას – 139 მდე, თუმცა უკვე ბოლო რეზულტატისთვის დამატებითი 10 წამია საკმარისი. მარტივი დათვლებით გამოდის რომ, პროტოტიპის მაქსიმალური სიმძლავრე 356 ცხ.ძ.-ა. ხოლო მაბრუნებელი მომენტი — 800 ნ.მ.

e4396fb7d413
ავტომობილის სიგრძე — 4,6 მ, სიგანე –1,9 მ, სიმაღლე — 1,2 მ. მასა — 1395 კგ.

ამასთან Vision -ს შეუძლია მარტო ელექტროძრავებით მხოლოდ 50 კილომეტრამდე მანძილის გავლა. ლიტიო-იონის ბატარეების დატენვის დრო ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო „როზეტკაში” (220 ვოლტი) 2,5 სთ-ს წაიღებს. თუ თქვენ გექნებათ საშუალება დატენოტ ბატარიები 380 ვოლტზე, ასეთ შემთხვევაში ეს პროცედურა მხოლოდ 44 წუთს წაგართმევთ. ამასთან ენერგიის შენახვას დამუხრუჭებაც უწყობს ხელს

f6694605064d
კონცეპტზე დაყენებულია მსუბუქი თვლების დისკები და დაბალი წინაღობის საბურავები ზომებით 195/55 R21

ამას გარდა, ენერგიის ოპტიმალურ განაწილებასა და ავტომობილის მზადყოფნაზე პასუხს აგებს სპეციალური კომპიუტერი. ისი სხვადასხვა სისტემების დახმარებით (ნავიგაცია,Start/Stop, წვიმის სენსორი, ღამის ჩვენების კამერა, აქტიური კრუიზ-კონტროლი) აანალიზებს სიტუაციას გზაზე და მინიმუმამდე დაჰყავს მოულოდნელობა, ამზადებს რა ავტომობილს შესაძლო გართულებებისთვის.

9f44e86a7728
მანქანის აეროდინამიკას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს. რეზულტატში შუბლის წინააღმდეგობა — მხოლოდ 0,22-ია.

რაც ეხება დიზელს იგი 100 კილომეტრზე სულ რაღაც 3,76 ლიტრს მოიხმარს. და თუმცა საწვავის ავზის მოცულობა მხოლოდ 25 ლიტრია, შემქნელები გვარწმუნებენ, რომ სრული შევსებისას და ბატარიების მაქსიმალურად დამუხტულობის მდგომარეობაში ავტომობილი შესძლებს 690 კმ-ის შეუჩერებლად გავლას, და თან ყოველ 100 კილომეტრ გზაზე სულ რაღაც 99 გრამ CO2-ს გამოყოფს.

c055f7c33dbf

კონცეპტს ეშმაკი სამდონიანი სისტემა აქვს, რომელიც ინფორმაციის პროექციას ახდენს წინა მინაზე. განსაკუთრებით გამოკვეთილად ჩანს სიჩქარე, შემდეგ — ნავიგაციის ისარი, ხოლო შემდეგ — საწვავის ხარჯი

75b2152b8902

ახლა კი, პუბლიკისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილზე გადავიდეთ, რომელთაც საერთოდ არ არინტერესებთ ტექნოლოგიები, გამონაბოლქვის სისუფთავე და დაბალი მადა. მათთვის ვისაც ეჭვი ეპარება ასეთი ავტომობილების სარგებლიანობაში და ეცინება კონცეპტის დასახელებაში არსებულ წინსართ „სპორტ”-ზე. საუბარი მიდის დინამიკაზე. და ის აქ უფრო მაღლა დგას ვიდრე უმეტესობა მოელის. 0-100 კმ/სთ-მდე ასვლას ავტომობილი 4,8 წმ-ში შესძლებს, მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია ელექტრონიკით 250 კმ/სთ-მდე.

7b0a0c293eee
ჰიბრიდული სქემა მარტივია. ტურბოდიზელი განთავსებული უკანა ღერძის წინ, ერთ-ერთი ელექტროძრავი ჩაშენებულია ტრანსმისიის ბალანსირში (Маховик) და ეხმარება დიზელს უკანა ღერძის ტრიალში, ხოლო მეორე ერთი სიჩქარის ტრანსმისიის საშუალებით აბრუნებს წინა ღერძს.

მივიღეთ, რომ Vision-ზე ყველაფერია შესაძლებელი: სწრაფად სიარული, ბატარეების დამუხტვა, ეკონომია, ბუნებაზე და საკუთარ თავზე ზრუნვა. ერთადერთი, რაც ჯერ არ შეიძლება, ეს ავტომობილის ყიდვაა. ბავარიელები გვპირდებიან რომ 2012 წლისთვის ისინი შეზღუდული რაოდენობის პარტიას გამოუშვებენ. ფასი უცნობია, თუმცა მაღალი ტექნოლოგიები იაფი ალბათ არ დაჯდება. იმათ კი, ვინც Vision-ს ვერ შეიძენს, ან ვერ მოასწრებს, ვურჩევთ არ მოდუნდნენ — ყველა ასეთი თვისებები უკვე BMW-ს სხვა მოდელებზეც ჰპოვებენ ასახვას.

წყარო www.news.drive.ge
skull_ი დაბრუნდა ახალი სიახლეებით… ;) :makulatura: ;)

მსგავსი ამბები

Back to top button