არქივი

სასაცილო მაგრამ საინტერესო ჰოროსკოპი

horo1

გთავაზობთ ყველაზე გასართობ ჰოროსკოპებს

verdzi

ვერძი

ვერძი ყოველთვის მამაკაცთა უპირატესობას ამტკიცებს.მას გამუდმებით ენატრება ის დრო, როდესაც
ქალები აფასებდნენ მას.ის ჩვეულებრივ თვლის, რომ ყველა მამაკაცი, რომელიც არომატიზირებულ
სანთლებს ყიდულობს, ცისფერია.თუ მოგიწიათ ჩაკეტილ სივრცეში ვერძთან ერთად დარჩენა, სჯობს გამუდმებით თავი უქნიოთ და უცინოთ, თუმც მისი ნალაპარაკევიდან ვერაფერს გაიგებთ, რადგან თვითონაც არ იცის რას ლაპარაკობს.

მამაკაცი-ვერძი გმირულად იცავს ერთგულებას,უფრო სწორად, თქვენს ერთგულებას,ისიც გირთგულებთ, სანამ თქვენ სრულყოფილი იქნებით. თუ თქვენ ჭკუის დარიგება მოგწონთ ვერძი თქვენთვისაა შექმნილი.

როგორ დავაინტერესოთ

იხმაურეთ, იყავით გამომწვევი და ოდნავ თავხედი, ამასთანავე გამოავლინეთ სიმსუბუქე და ქალურობა.

პირველი პაემანი

ვერძი ან ზოოპარკში წაგიყვანთ და თავის ნათესავებს გაგაცნობთ, ან რესტორანში დაგპატიჟებთ, სადაც გეტყვით რამდენი უნდა ჭამოთ და დალიოთ.

თუ მიგატოვათ

ვერძს თავის შეცდომების აღიარება არ უყვარს.იგი უკან არ დაბრუნდება და ბოდიშს არ მოგიხდით.

kuro

კურო

თუ თქვენ დეპრესიაში ხართ მორიგ უზრდელთან დაშორების შემდეგ,კუროზე უკეთესად ვერავინ დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომაში.მთელ მსოფლიოში მხოლოდ მან იცის, ზუსტად რა გჭირდებათ.
თუ ვერტიკალურ მდგომარეობაში კუროს მეთაურობა უყვარს, ლოგინში ყოველთვის თქვენ დაგითმობთ ადგილს ზემოთ. კურო ეჭვიანია. საკმარისია, ვინმემ შემოგხედოთ ან გამოგელაპარაკოთ, ის უკვე განწირულია,მაგრამ თქვენს დასჯას კურო დაუყოვნებლივ არ დაიწყებს
ის დააფიქსირებს ყველა თქვენს ღალატს თავის წარმოსახვით ტაბლოზე და როცა თქვენი კრედიტი ამოიწურება მშვიდად გამოგეთხოვებათ.არასრულფასოვანი ადამიანი და თავის თავზე დიდი წამოდგენა აქვს, არარაობამდე ბევრი არ უკლია მაგრამ რაგაც მაინც შეუძლია ამ ცხოვრებაში

როგორ დავაინტერესოთ

ეცადეთ გულგრილად გამოიყურებოდეთ.მიიღეთ ისეთი სახე, თითქოს სავარძელს შეეზარდეთ და ფანჯრიდან გადამფრენ ყვავებს უყურებთ. თუ გაგიღიმათ არ შეიმჩნიოთ.

პირველი პაემანი

თქვენი კივილისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, სავარძლიანად წაგიღებთ იქ სადაც მოესურვება. ის შეჭამს განუსაზღვრელი რაოდენობის საჭმელს, სამაგიეროდ განუსაზღვრელი რაოდენობის სასმელს შემოგთავაზებთ.

თუ მიგატოვათ

არ მიგატოვებთ. სიჯიუტე მისი ერთერთი კეთილი თვისებაა.

tyupebi

ტყუპები

ტყუპები გაორებული ადამიანები არიან.ძალიან უყვართ ტყუილების თქმაც,მაგრამ ზოგჯერ ისეთ ინტელექტს ავლენენ,შეიძლება ენა გადაყლაპოთ. ზოგჯერ ზერელე დამოკიდებულება აქვთ კონკრეტულ მოვლენებზე, მაგრამ მთლად ფეხებზეც არ იკიდებენ საზოგადოების აზრს.

როგორ დავაინტერესოთ

იქიდან გამომდინარე, რომ ტყუპებს ანალიტიკური გონება აქვთ, ხშირად ჩაითრიეთ ურთიერთობებში
ისინი ცოტათი ავანტიურისტებიც არიან, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს.

პირველი პაემანი

გამორიცხეთ რომანტიკა, ყვავილები. დაივიწყეთ სურნელოვანი სანთლები და პირდაპირ “თემაზე” გადადით.

თუ მიგატოვათ

გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ტყუპების სტიქია ჰაერია, ისინი “ვოზდუხები” არიან, ვერ დაეყრდნობით.

kirchxibi

კირჩხიბი

თუ წილად გხვდათ კირჩხიბის სიყვარული, ღმერთმა გიშველოთ.უნდა ილოცოთ რომ დედამისი ცოცხალი აღარ იყოს.თუ ცოცხალია, შანსი აღარ გაქვთ. დედასთან ურთიერთობა კირჩხიბის არსებობის ქვაკუთხედია.უყვარს გაბუტვა, როცა შეეკითხებით თუ რა მოუვიდა, მოკლედ მოგიჭრით : არაფერი! მისი შემორიგების ერთადერთი გზა ძვირფასი საჩუქრებია.

როგორ დავაინტერესოთ

უთხარით, რომ მოგწონთ დედამისი… და თვითონ ისიც.

პირველი პაემანი

ის დაგპატიჟებთ თავის მომზადებულ ვახშამჯზე,რადგანაც ეს უფრო იაფი დაუჯდება, ვიდრე რესტორანში წაყვანა.

თუ მიგატოვათ

ამით ის ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ, რისიც მარტო მადლობელი უნდა დარჩეთ.ნაძირალა კირჩხიბი მალე უკან მოცოცდება თქვენთან დედკოსთან ერთად.

lomi

ლომი

ლომი განსაკუთრებული ნიშანია ზოდიაქოს სხვა ნიშანთა შორის. მას უყვარს პირველობა და ნურავინ შეეცდება, მას ეს ადგილი წაართვას.ტყუილად კი არ უწოდებენ ცხოველთა მეფეს. მისი სტიქია ცეცხლია და მისი გაბრაზება ძალიან ადვილია.ეცადეთ, ლომთან მეგობრული ურთიერთობა გქონდეთ,რადგან სრული იდიოტია და რას უნდა ელოდოთ არ გეცოდინებათ.
ხშირად გადაუსვით ფაფარზე ხელი, ოღონდ ფრთხილად.იგი ყველგან დაგიცავთ და დაამტკიცებს თქვენდამი სიყვარულსა და საზოგადოებისადმი ძლიერებას.

როგორ დავაინტერესოთ

აღფრთოვანებით შეხედეთ და უთხარით : “ო, როგორ მინდა ისეთივე ლამაზი და ჭკვიანი ვიყო, როგორიც თქვენ” ამ სიტყვებზე ის თქვენი მონა გახდება და მხოლოდ თქვენს ბრძანებას დაელოდება შესასრულებლად.

პირველი პაემანი

ის სასიამოვნო აღმოჩნდება, მოგიყვებათ საკუთარ თავზე.ეს შეიძლება მეორე პაემანზეც განმეორდეს.

თუ მიგატოვათ

თქვენ გადაწყვეტთ, მიატოვოთ პრივილეგირებული მდგომარეობა მის ფერხთით და სამუშაოდ წახვიდეთ? მიტოვების ღირსი ხართ.

qalwuli

ქალწული

ცივი გონება აქვს ქალწულს.გამოირჩევა არაბუნებრივად ძლიერი ნებისყოფით. ახასიათებს მეწვრილმანეობა. ერთი სიტყვით, ყველა თვისება აქვს , რაც შეიძლება ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ ადამიანს გააჩნდეს.აღსანიშნავია მათი დამოკიდებულება ფულთან, ისინი საშინელი ძუნწები არიან.

როგორ დავაინტერესოთ

დაიფიცეთ, რომ თქვენ მემკვიდრეობა მიიღეთ.

პირველი პაემანი

ის წაგიყვანთ ისეთ ადგილას, სადაც იაფად გამოძვრება.

თუ მიგატოვათ

როგორც ჩანს ცუდად დაალაგეთ სააბაზანო ოთახი, ან პოლიციის არქივებში ქექვისას მის სურათს გადააწყდით და განაცხადეთ: “ეს ისაა”

saswori

სასწორი

უბედური გზასაცდენილი ნაძირალაა.ეს მისი ბრალი არაა.თანამედროვე ცხოვრება უამრავი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვს. ამ ყველაფერს ის სტრესამდე მიჰყავს.სასწორი ზედაპირულია,მას მხოლოდ თქვენი გარეგნობა, ხმა,ტანისამოსი და ქცევები აღელვებს. თუ ერთად ყოფნის დროს აღმოაჩენთ, რომ დროის უმეტეს ნაწილს სააბაზანოში, სარკის რიგში ატარებთ არ გაგიკვირდეთ.

როგორ დავაინტერესოთ

აჩვენეთ, რომ იცით ვინც ხართ და საით მიდიხართ.მიიღეთ ისეთი სახე, თითქოს სინდი კლოუფორდი ხართ და ახლახანს გადაგიღეს “კეილონის” ფირმისთვის რეკლამაში.

პირველი პაემანი

პირველი პაემანი სასწორებთან ჩვეულებრივსაუკეთესო გამოდის ხოლმე. ის თქვენ წაგიყვანთ რომელიმე ცნობილ ადგილას, სადაც მდინარეებად იდენს ღვინო (რომელსაც თქვენ აირჩევთ), მახვილგონიერება (თქვენი) დამხიარული საუბრები(რომლებსაც ისევ თქვენ წარმართავთ)

თუ მიგატოვათ

ესეიგი ვიღაც სხვა იპოვა.მას ხომ სხვის დაუხმარებლად ურთიერთობის გაწყვეტაც კი არ შეუძლია.

morieli

მორიელი

ყველა უჟმური, გულჩათხრობილი,სიტყვაძვირი ობიექტი. ზეაწეული ნიკაპითა და გამანადგურებელი მზერით მორიელია.ცხოვრებაში მისი გამოჩენის შემდეგ ძველმოდურ პრელუდიებს არ უნდა ელოდოთ. თქვენ თვითონ უნდა ჩაუვარდეთ მკლავებში და ყველაფრის უფლება მისცეთ რადგან თვითონ ამას ვერ მოიფიქრებს.რაც შეეხება მის მძიმე ხასიათს ოტელო მასთან მონაგონია, მას წყენა სამარის კარამდე მიჰყვება.

როგორ დავაინტერესოთ

იყავით მხიარული, სიცოცხლისმოყვარული და ის ვერ გაუძლებს ცდუნებას, უფსკრულში ჩაგიყოლიოს.

პირველი პაემანი

ის თქვენ შეგბოჭავთ და გაიძულებთ მორჩილებას.პირველივე პაემნის შემდეგ თქვენს შესახებ ყველაფერი ეცოდინება, თქვენ კი_არაფერი.

თუ მიგატოვათ

არ ეცადოთ შურისძიებას.თქვენი უსუსური მცდელობები უბრალოდ გაამხიარულებს მას.(ერიდეთ მერწყულს)

bow

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ყველაფერს უკუღმა აკეთებს, დაობს და შემდეგ ფიქრობს, ხტება და შემდეგ იყურება და უყვარდებით მხოლოდ მას შემდეგ, როცა მიატოვებთ.ეს   ჯუჯა ტვინის პატრონი გაუნძრევლად ყველაზე ფანტასტიკურ და იდიოტურ სიტუაციებში ეხვევა.თუ გყავთ ასეთი მეგობარი დაეხმარეთ ცხოვრებაში.

როგორ დავაინტერესოთ

მოიქეცით, როგორც ჭკვიანი გოგო, მას უყვარს ჭკვიანი ხალხი რადგან თვითონ სულელია .

პირველი პაემანი

თუ თქვენი საწოლში შეთრევა აქვს გადაწყვეტილი ბევრს დაგახარჯავთ, მაგრამ ამ დროს შეიძლება მევალეები დაადგნენ თავს.

თუ მიგატოვათ

ყურადღება მიაქციეთ, რომ ვალები დაგიბრუნოთ.

txa

თხის რქა

მამაკაცი, რომელიც თქვენს ურთიერთობებს სერიოზულად აღიქვამს.მას უნდა დაქორწინდეს და ბავშვები აღზარდოს. ერთგული ქმარი იქნება, თუ არა ძნელი გამოსაცნობია ის ხომ მაინც მამაკაცია.
თუ გაგიმართლათ და სოლიდური მემკვიდრეობა გერგოთ, ის უჩვეულოდ ალერსიანი გახდება ბანკისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ცხოვრებაში დიდი არარაობაა ღირებულის გაკეთება არ შეუძლია… რა ქნას რომ ცოდოა.

როგორ დავაინტერესოთ

” შემთხვევით” დააგდეთ ფასიანი ქაღალდებით სავსე კეისი, დიდი კუპიურების შეკვრა და გამოჩენილი ადამიანების სავიზიტო ბარათები.

პირველი პაემანი

მთელს დროს დახარჯავს იმაზე, რომ შეგაფასოთ, როგორც მიზანმიმართული კაპიტალდაბანდების ობიექტი.

თუ მიგატოვათ

ეს კარგის ნიშანია.

acuarius

მერწყული

მერწყულები ყველაზე ბრძენი ნაძირლები არიან მათ შორის, ვინც შეიძლება შეგხვდეთ.იგი მზადაა თვითონაც აღიაროს თავის ნაძირლობა.ჩვეულებრივი ქალური იარაღი (ცრემლნარევი წუწუნი და ასე შემდეგ) მერწყულის წინააღმდეგ უძლურია.მერწყული აშუალო სტატისტიკურ არამზადაზებევრად უფრო რთული და ღრმა პიროვნებაა.მთლიანად ლიბერალებისგან,ფემინისტებისა და სეპარატისტებისაგან შემდგარ საზოგადოებაში ის დაუყოვნებლივ გადაიქცევა რადიკალურ კონსერვატორად, რადგან ერთადერთი რაც, მას კონსერვატიზმზე მეტად სძულს, ისეთდა ყოფნაა, როგორიც ყველაა.ის ამაყობს თავისი გამორჩეულობით, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ფარატინა ფურცელს უტოლდება. მერწყული გამუდმებით ცდილობს, შიძლება მეტი ადამიანი გააბას სასიყვარულო ბადეში, თანაც ისეთი სიჩქარით, რომ თქვენ ამ თემაზე სცენების მოწყობაც კი გაგიჭირდებათ. რაც შეეხება ეჭვიანობას, ეს მისთვის პირველყოფილი დამანგრეველი გრძნობაა.მას ყველა თავისი საქციელისთვის კეთილშობილური საფუძველი აქვს.ამ ფონზე თქვენ რისკავთ, ეგოისტად გამოჩენას: -საკუთარი მოთხოვნილებები თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საცოდავი წამებულების საჭიროებანი.კიდიათ ყველა და ყველაფერი. გრცხვენოდეთ!

როგორ დავაინტერესოთ

ელაპარაკეთ თქვენს საქციელზე, რომელიც მას დააინტერესებს.მაგალითად, როგორ გამოიგონეთ კიბოს წამალი,როგორ შეხვედით კონტაქტში სიცოცხლის ახალ ფორმასთან მეზობელ გალაქტიკაში და ა .შ…დააინტერესეთ ის ასეთი ისტორეიბით და ის თვალს დახუწავს თვენს სამ ფეხზე ან შუშის თვალზე ან კბილების პროთესზე, მაგრამ დიდხანს ვერ დაიჩერთ

პირველი პაემანი

შესაძლოა ის არც გახდეს პაემანი, ამ სიტყვის სრული გაგებით.თქვენ მერწყულს აინტერესებთ, როგორც პიროვნება.რამოდენიმე მეგობრული შეხვედრის შემდეგ ის მიხვდება, რომ თქვენ ქალი ხართ.

თუ მიგატოვათ

მერწყული არასოდეს მიგატოვებთ საბოლოოდ. ის თქვენთან შეწყვეტს მხოლოდ სექსს.

fish

თევზები

ვინაიდან თევზები ზოდიაქოს ბოლოსაა განლაგებული, ამ თანავარსკვლავედს ზოგჯერ “ასტროლოგიურ ნაგავსაყრელსა” ეძახიან.ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ მამაკაცებს ყველა ზოდიაქოსგან ცოტ-ცოტა ნაძირლობა ერგოთ.ამიტომ ისინი იძულებულნი არიან, შექმნან უამრავი არარსებული ისტორია, რათა საშინელ სიმართლეს სააშკარაოზე გამოსვლის საშუალება არ მისცენ.საბედნიეროდ , როცა ღმერთმა თევზებს ეშმაკობა და ვერაგობა დაანათლა, წინათგრძნობის უნარი წაართვა.მათ შეუძლიათ იცრუონ ყველაზე უნამუსოდ, მაგრამ არასოდეს არ ახსოვთ, რა იცრუეს, ვიცზე და რაც მთავარია რისთვის.

როგორ დავაინტერესოთ

ელაპარაკეთ ნარკოტიკების მოქმედებაზე,ხშირად გამოიცვალეთ პარტნიორები, ცუდად მოიქეცით საზოგადოებაში და ეს ყველაფერი თქვენს მძიმე ბავშვობას დააბრალეთ. მას მაშინვე მოუნდება თქვენი გადარჩენა რადგან სრული იდიოტია.

პირველი პაემანი

თუ თქვენ გსურთ სოლიდურ ადგილას ყოფნა, ამაზე თქვენ თვითონ იზრუნეთ.წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ საათობით ხეტიალი რესტორნის ძებნაში, რომელიც მისი თქმით, სადღაც აქ იყო.

თუ მიგატოვათ

ის ამას არ იზამს, რათა პასუხისმგებლობა არ აიღოს საკუთარ თავზე, მაგრამ ისე მოაწყობს ყველაფერს, თქვენ გადაგადგმევინოთ პირველი ნაბიჯი.

იმედი მაქვს, მოგეწონათ ჩვენი ქვეცნობიერის შესაძლებლობები,ჭეშმარიტი სიმართლე უცნური კუთხით და ლამაზი იუმორით

წყარო: World Horoscope_ს ჟურნალი და ბატონი მიშა ცაგარელის დამატებები.

მსგავსი ამბები

Back to top button