10 ყველაზე საშიში ფრინველი, რომლებსაც ადამიანისთვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლიათ
1.კაზუარი
ეს არის გადაშენების პირას მყოფი ფრინველები. საკმაოდ დიდი ზომის არიან, ბინადრობენ ავსტრალიის ტყიან ადგილებში. კაზუარები გამოირჩევიან აგრესიულობით. ცნობილია მათი საკმაოდ საშიში ილეთი – ფეხის დარტყმა, რასაც არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ძვლები ემტვრევა. ამასთან, კაზუარებს ფეხზე ძალიან გრძელი და ბასრი ბრჭყალები აქვთ.
2. სირაქლემა
ეს მშიშარა ფრინველი საკმაოდ საშიშიცაა. ის ერთერთი უდიდესი ფრინველია დედამიწაზე, რომელსაც შესაშური სისწრაფე აქვს. კაზუარის მსგავსად მასაც ძლიერი ფეხები და ბასრი ბრჭყალები აქვს, მის დარტყმას შეუძლია აფთრის მოკვლა.
3. კანადური ბატი
კანადური ბატი არის ძალიან აგრესიული, განსაკუთრებით მაშინ როცა თქვენ მიუახლოვდებით მათ ბუდეს ან პირმშოს. ისინი აუცილებლად გამოგეკიდებიან და გიკბენენ, რაც არცთუ ისე სასიამოვნოა.
4. თოლიები
მე პირადად გამიკვირდა ერთი შეხედვით უწყინარი ფრინველების ამ სიაში ნახვა, მაგრამ თურმე თოლიებიც საკმაოდ აგრესიულები არიან. ყოფილა ბევრი შემთხვევა, როცა ისინი ადამიანს თავში უნისკარტებენ. ბრიტანელები თავდასხმის ასაცილებლად ატარებენ ქოლგებს. ერთი ქალბატონი კინაღამ ემსხვერპლა თოლიებს, მაგრამ დროულად მიიყვანეს საავადმყოფოში. მას თავში მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული ნისკარტით. სამწუხაროდ ფრინველებს ვერ გადაურჩა ამ ქალის ძაღლი.
5. ბუ
დიახ ბუებიც საკმაოდ საშიშ ფრინველებად ითვლებიან. საფრთხის მოახლოების ან შეშინების შემთხვევაში მას შეუძლია სერიოზული ზიანი მოგაყენოთ თავისი ბრჭყალების და წვეტიანი ნისკარტის გამოყენებით.
6. ქორი
ალბათ ყველამ იცით რა ზიანი მოაქვს ამ ფრინველს ადამიანებისთვის. მისი ჰობია შინაური ცხოველების გატაცება. სწორედ ამიტომ მოხვდა ის ამ სიაში.
7. შევარდენი
როგორც იცით, დღესდღეობით ბევრი ადამიანია დაკავებული შევარდენის გაწვრთნით. ამ დროს კი არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ჯერ კიდევ ველური და მოუთვინიერებელი ფრინველი თავს ესხმის პატრონს.
8. არწივი
არწივებიც ქორების მსგავსად იტაცებენ ცხოველებს, რაც რა თქმა უნდა ადამიანს დიდ ზიანს აყენებს. ერთერთი ფერმერს სურდა ფეხმოტეხილი არწივის სახლში შეყვანა, რათა გადაერჩინა. თუმცა ამან ფრინველის აგრესია გამოიწვია და არწივმა მას ჩაუნისკარტა ხელში, რის შედეგადაც საკმაოდ ღრმა ჭრილობა მიიღო.
9.სვავები
ამ ფრინველებს საოცარი მხედველობა აქვთ. თუ სადმე გადაეყარეთ და სისინი ან დაბალი ხმა გამოსცეს ფრთხილად იყავით, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია.
10. რეა
ეს ფრინველები სამხრეთ ამერიკაში ბინადრობენ. ზრდასრული იწონის დაახლოებით 36 კილოგრამს. არ არიან ისეთი აგრესიულები, როგორც კაზუარები, მაგრამ საფრთხის მოახლოების შემთხვევაში მათაც ძლიერი დარტყმა იციან.