ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ჰაუსი (house music)

8d45b2d24230

ჰაუსი (house music) როგორ წარმოიშვა და რას უკავშირდება სახელი ”house”. ნახეთ გაგრძელებაში :boz: :makulatura:

ჰაუსი (ინგლ. House music) — ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ერთ-ერთი ჟანრია.

ტერმინ ჰაუს მუსიკის წარმოშობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ეს ცნება შესაძლოა წარმომდგარიყო კლუბ The Warehouse-ის სახელწოდებიდან, რომელიც 1970-იანი და 1980-იანი წლების მიჯნაზე ჩიკაგოელ თინეიჯერებს შორის გახდა პოპულარული.
—————————
კლუბ The Warehouse–ში ხშირად იმართებოდა სხვადასხვა ანდერგრაუნდ-პარტი და როგორც წესი, აქ ზანგი და ლათინურამერიკელი ჰომოსექსუალი ქალები და კაცები იკრიბებოდნენ. პოპულარობით სარგებლობდა ერთ-ერთი რეზიდენტი დიჯეი — Frankie Knuckles, რომლის მუსიკა კლასიკური დისკოს, ევროპული სინთპოპის, ახალი ტალღის, ინდასტრიალისა და პანკის ერთგვარი ნაზავი იყო. მოგვიანებით, როცა დიჯეიმ თავისი მუსიკა ჩანაწერის სახით გამოუშვა, მას House, ანუ ქართულად ჰაუს მუსიკა (უხეშად, მუსიკა ჰაუსიდან) ეწოდა.
—————————
სხვათა შორის Larry Heard, Mr. Fingers მიიჩნევენ, რომ ტერმინ ჰაუსის (“House”) წარმოშობა სიტყვის მნიშვნელობასვე (სახლი) უნდა უკავშირდებოდეს. წინათ ბევრი დიჯეი მუსიკას სახლში ქმნიდა და ისეთ მარტივ მარტივ მოწყობილობებს გამოიყენებდა, როგორიცაა სინთეზატორი და დრამები, Roland TR-808, TR-909 და TB 303 “Bassline”. მსგავსი მოწყობილობები ცნობილი გახდა “Acid Machines”-ის მეშვეობით, რომელთაც “acid house”-ის ბგერების შესაქმნელად გამოიყენებდნენ .

————————– აქვე ნახეთ ერთ-ერთი უმაგრესი dj

წყარო: ვიკიპედია

თეგები

kikla

მიყვარს ეს გამონათქვამი ––> არ გაეკიდო ქალს და არც ტრამვაის. ყოველთვის მოვა შემდეგი. – იტალიური გამონათქვამიაააა

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close