არქივი

იცით თუ არა, რომ ..

georgia

საქართველოში ყველაზე ხშირი და ძლიერი მიწისძვრების მხარეა ჯავახეთის ზეგანი.
საქართველოში ყველაზე თბილი ადგილია ბათუმი, ყველაზე ცივი ადგილი – კავკასიონის მაღალმთიანი, მარად თოვლიან ყინულიანი ზონა. მაგალითად მყინვარწვერის კალთებზე საშუალო წლიური ტემპერატურა მინუს 6 გრადუსს უდრის. ყველაზე მცირე ნალექიან ადგილად ითვლება ელდარის ვაკე-დაბლობი.
ბათუმის განედი და გრძედი ერთნაირია. ბათუმი მდებარეობს ჩრდილოეთ განედის 42-ზე და აღმოსავლეთ გრძედის 42-ზე.
კონტინენტთაშორის ზღვებიდან შავი ზღვა ყველაზე ღრმაა. მისი უდიდესი სიღრმე2245 მეტრია.
შავი ზღვა რუსეთის ზღვებიდან შედარებით ყველაზე თბილია.
კავკასიონი ირანული წარმოშობის სახელწოდებაა და ნიშნავს `ლაპლაპა (მოელვარე) ყინულოვანს”. კავკასიონის უმაღლესი მწვერვალის სახელი იალბუზი აგრეთვე ირანულია. იგი ნიშნავს `მაღალ მთას”. მყინვარწვერის გავრცელებული და საქართველოს ფარგლებს გარეთ უფრო ცნობილი სახელია `ყაზბეგი”. `ყაზბეგი” ეწოდა XIX საუკუნეში ხევის დაწინაურებული მოურავის _ ჩოფიკაშვილის ( ყაზბეგი) პატივსაცემად.

მსგავსი ამბები

Back to top button