არქივი

ალ-ყაიდა (ალ-ქაიდა)

z0vmq

ყველაფერი ტერორისტული ორგანიზაცია ” ალ-ყაიდა ” -ზე

“ალ-ყაიდა” (არაბ.: القاعدة, ქართ.: ბაზისი, წესი; შეად.: ყაიდა ) (ინგლისური ენიდან გადმოტანილი ვერსიით “ალ-ქაიდა”) ეწოდება ქსელს იმ ისლამისტური ტერორისტული ორგანიზაციებისა, რომელთაც ბრალად ედებათ ტერაქტების მოწყობა კენიაში, ტანზანიაში, კუძულ ჯერბაზე, შარმ-ელ-შეიხში (23.07.2005) და აშშ-ში (11.09.2001). “ალ-ყაიდა” ტრასნაციონალურ ტერორისტულ ორგანიზაციად ოთვლება და ზოგაგად ასეთი სახის ტერორისზმის “პროტოტიპად” მოიაზრება.

სტრუქტურა

“ალ-ყაიდა” არ არის ერთიანი სტრუქტურის ქონე ორგანიზაცია. ის უფრო ნაკრებია საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი ისლამისტური ტერორისტული ჯგუფებისა, რომელთაც ნაწილობრივ საერთო მიზნები ამოძრავებენ. ეს ჯგუფები დეცეტრალიზირებული ქსელის სტრუქტრის მქონეები არიან და ერთმანეთთან უმრავლეს შემთხვევაში მხოლოდ მეთაურთა პირადი კონტაქტებით არიან დაკავშირებულნი. ჯგუფებს არ გააჩნიათ იერარქიული მმართველობა. მათი ე.წ. ბელადად ჯერ კიდევ საუდის არაბეთში დაბადებული უსამა ბინ-ლადენი ითვლება.

ბევრი სპეციალისტის აზრით “ალ-ყაიდას” არ გააჩნია ერთი ლიდერი, არამედ ამ სახელის ქვეშ მოაზრებულ ყველა ორგანიზაციას თავისი ლიდერი ჰყავს, რომლებიც სხვა ლიდერებზე ნომინალურად დამოკიდებულები ან სულაც დამოუკიდებელნი არიან. ასე რომ “ალ-ყაიდა” შეიძლება ითქვას უფრო იდეაა, ვიდრე სტრუქტურირებული ორგანიზაცია. ამის დასადასტურებლად ექსპერტებს შემდეგი სახის ფაქტორები მოჰყავთ:
ყველა ვინც შეძლებს ფუნდამენტალურ-ისლამისტური ტერორისტული ჯგუფის ჩამოყალიბებას შეიძლება “ალ-ყაიდას” წევრად ჩაითვალოს.

წევრობისათვის საჭიროა პიროვნებამ ან ჯგუფმა ჩაატაროს წარმატებული ტერაქტი.
“ალ-ყაიდას” არ გააჩნია წევრთა “სია”.
“ალ-ყაიდა” არ იცნობს რაიმე სახის შეზღუდვბს ტერაქტების მიზნების დასახელების დროს.
“ალ-ყაიდაზე” მიკუთვნებული ტერაქტები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ “ხასხითა” და “შესრულების სტილით”.

ასე მაგალითად “ალ-ყაიდას” ყველაზე “წარმატებულ” ოპერაციად ითვლება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების აშშ-ში, მაშინ როცა იემენში 2 ექიმის მოკვლა “წარმატებად” ვერ ჩაითვლება. სახელი “ალ-ყაიდა” ერაყის ომის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებში და აშშ-ში გადაიქცა “ბოროტების”, “მტრის” ისეთ სინონიმად, როგორც იყო “კომუნისტი” ცივი ომის პერიოდში.

ფინანსები

“ალ-ყაიდას” გააჩნია როგორც ლეგალური და ისე არალეგალური დაფინანსების წყაროები.

ლეგალური წყაროები:
* შემოწირულობები
* მულტიმილიონერ უსამა ბინ-ლადენის ქონება

არალეგალური წყაროები:
* არაბ მილიონერთა საიდუმლო შემოწირულობები.
* “ალ-ყაიდას” საიდუმლოდ აფინანსებენ ისეთი სახელმწიფოები, როგორებიცაა სუდანი, პაკისტანი და ირანი.

სავარაუდოდ “ალ-ყაიდას” ქონება შეადგენს დაახ. 5 მილიარდ დოლარს. “ალ-ყაიდასათვის” ტარაქტების ჩატარებისათვის საჭირო ფინასური საშუალებები რომ გადაეკეტა აშშ-ის მთავრობამ მსოფლიოს ქვეყნებს მიმართა თხოვნით გაეყინათ ორგანიზაციის ლეგალური თუ არალეგალური საბანკო ანგარიშები.

ცნობილი წევრები

“ალ-ყაიდას” დამაარსებლად და შეფად უსამა ბინ-ლადენი ითვლება.

ორგანიზაციის სხვა მეთაურები არიან/იყვნენ:
ხალიდ შეიხ მუჰამედი
აბუ ფარაჯ ალ-ლიბი
იასირ ალ-ჯაზირი
აუიმან აზ-ზავაჰირი

ორგანიზაციის ცნობილი წევრები არიან/იყვნენ:
მუჰამედ ატა
რამზი ბინალშიბჰი
აჰმად ხალფამ ალ-ღაილანი
ფარის ას-საჰრანი
აბუ ისა ალ-ჰინდი
აბუ მუსაბ აზ-ზარყავი
შარიფ ალ-მისრი

სტრატეგიული მიზნები

* იმ მთავრობათა რეჟიმების დამხობა, რომლებიც “ალ-ყაიდას” მიზნებს არ შეესაბამებიან. ეს პირველ რიგში ეხებათ არაბულ ქვეყნებს, სადაც “ალ-ყაიდას” მიხედვით მხოლოდ “მართლმორწმუნები” უნდა ცხოვრობდნენ და “საღმრთო” რეჟიმი უნდა ბატონობდეს.
* ისრაელის განადგურება
* ბრძოლა აშშ-ის, დასავლური ცივილიზაციის და დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ.

წყარო: www.wikipedia.org

kikla

მიყვარს ეს გამონათქვამი ––> არ გაეკიდო ქალს და არც ტრამვაის. ყოველთვის მოვა შემდეგი. – იტალიური გამონათქვამიაააა

მსგავსი ამბები

Back to top button