კულტურა

ახალი ქართული ჯგუფი ქუთაისიდან – “ოჩოს ქოხი”

გაგრძელებაში ნახეთ სხვა ვიდეოც და მცირე ინფორმაცია ამ ჯგუფის შესახებ

7 ახალგაზრდა შემსრულებლისგან (ალეკო გეგეშიძე, ლაშა დეისაძე, თორნიკე ბერეკაშვილი, თორნიკე კახიძე, გიორგი ხაჭაპურიძე, ლაშა მაღლაფერიძე, ბექა ტაბუცაძე) შემდგარი ანსამბლი რამოდენიმე თვეა, რაც არსებობს, თუმცა უკვე მოახერხა თაყვანისმცემლების მოკრებაც და კლიპის ჩაწერაც.

ახალგაზრდა მუსიკოსების ანგარიშზე 12 კომპოზიციაა. ანსამბლი, 7 წევრთან ერთად, თითქმის ამდენივე განსხვავებულ ინსტრუმენტს და შესაბამისად, ჟღერადობას რთავს მათ მიერ შექმნილ კომპოზიციებში. ვიოლინო, სალამური, ტამტამი და გიტარა საკმაოდ “შეთამაშებულად” ერთვება საერთო ჰარმონიაში. მუსიკოსების განმარტებით, მუსიკალური სტილი, რომელშიც იწერება ეს სიმღერები, ფოლკია. ერთგვარი “ალტერნატიული”, თუ “მოდერნიზებული” ფოლკი, რომელიც სამყაროს ყველა ხმიანობას ითავსებს: ჯაზი, როკი, ქალაქური მელოდიები და სხვა ჟანრები და სტილები ორგანულად ჯდებიან ამ სივრცეში.

P.S. მე ძალიან მომეწონა ეს ჯგუფი არამარტო იმის გამო, რომ თანაქალაქელები არიან. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში

წყარო: Qutaiso.ge

მსგავსი ამბები

Back to top button