არქივი

What Means ESRB Icons

babe793a0bf1
ალბათ ყველას გინახავთ ასეთი ლოგოები თქვენი საყვარელი თამაშების დისკებზე, ყუთებზე, პოსტერებზე და ა.შ. გიფიქრიათ მაინც რას უნდა ნიშნავდეს ეს ლოგოები? არა ხო? არც მე! და ნამდვილებით იცით რომ თამაში რომელსაც 24 საათი თამაშობთ დაშვებულია თქვენი ასაკის ადამიანისათვის? მეც იგივეს ვუპასუხებ: რაში მაინტერესებს, რომც არ იყოს დაშვებული რა? მე ხო მაინც ვითამაშებ…
დანარჩენი სრულიადში

იცით ასე რატომ ხდება? იმიტომ რომ ეს საქართველოა და აქ სრული თავისუფლება აქვს ადამიანს, მითუმეტეს თანამედროვე ტექნოლოგიებში რომელიც ჯერ კიდევ უცხო ხილია ჩვენი ქვეყნისათვის.

საქმე იმაშია რომ ჯერ კიდევ შორეულ 1992-ში ჩვენზე ბევრად განვითარებულ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩამოაყალიბეს სპეციალური ორგანიზაცია ESRB (Entertainment Software Rating Board) რომელიც განიხილავს ვიდეო თამაშებს და სხვ. გასართობ პროგრამებს. მათ თავიანთი შეფასების სისტემა გააჩნიათ რომლის საშუალებითაც ადგენენ რა ტიპის მომხარებლისთვისაა გათვლილი ესა თუ ის თამაში. თუ დააკვირდებით თამაშების პოსტერებს და დისკის ყუთზე არსებულ ნახატებს ქვედა მარცხენა კუთხეში შეამჩნევთ ოთხკუთხედებში ჩასმულ სიმბოლოებს.. ასეთი ლოგო რამდენიმეა და თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს.

a5db60391493 EARLY CHILDHOOD – ადრეული ბავშობა თამაშები რომლებსაც მინიჭებული აქვთ ლოგო EC (Early Childhood) არის ისეთი შინაარსის რომელიც შეეფერება ადრეული ასაკის (დაახლოებით 3 წლის) ბავშვებს. ამ რეიტინგის მქონე თამაშებში ვერ ნახავთ იმ ათასგვარ საზიზღრობას რომელიც ბავშმა არ უნდა ნახოს

4df01e569184 EVERYONE თუ თამაშს აქვს ლოგო E (Everyone) ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 6 წლის ასაკიდან ზევით. ამ კატეგორიაში გაერთიანებულ თამაშები შეიცავს მინიმალურ კარიკატურიზმს, ფანტაზიას, ალკოჰოლის, წამლის პროპაგანდას და ძალადობას ან ძალადობის შემცველ ტექტსებს.

bdc582cf7b2b EVERYONE 10+ თუ თამაშს აქვს ლოგო E10+ (Everyone 10 and older)ეს ნიშნავს რომ თამაში დაშვებულია ყველასთვის 10 წლის ასაკიდან ზევით.ასეთი თამაშები შეიცავს უფრო მეტ ფანტაზიას, ძალადობას და ალკოჰოლ-წამლის პროპაგანდას ან მინიმალურ მაცდურ თემებს ვიდრე E (Everyone) რეიტინგის მქონე თამაშები.

3205a089142a TEEN T (Teen) ამ ტიტულის მქონე თამაშები დაშვებულია თინეიჯერებისთვის ანუ 13 წლიდან ზევით. ამ კატეგორიის თამაშები შეიძლება შეიცავდეს ძალადობას, მაცდურ თემებს, მკვახე იუმორს, მინიმალურად სისხლს, სიმულირებულ აზარტულ კონტენტს და იშვიათად გამოყენებულ ჟარგონს.

53c1b9db6d5f MATURE M (Mature) ამ ტიპის თამაშები დაშვებულია 17 წელს ზევით ასაკისათვის. ამ კატეგორიის თამაშებში შეხვდებით ინტენსიურ ძალადობას, დაჭრას და სისხლს, სექსუალურ კონტენტს და რათქმაუნდა ჟარგონულ ტექსტებსაც.

beaa24e34c5c ADULTS ONLY AO (Adults Only) ამ ტიპის თამაშები 18 წლამდე დაუშვებელია. ასეთი თამაშები შეიცავენ ძალადობის მუდმივ ზემოქმედებას, გრაფიკულ სექსუალურ შინაარსს და სიშისვლეს.

8fe72121a20d RATING PENDING RP (Rating Pending) ასეთი ლოგო ნიშნავს რომ თამაში ჯერ კიდევ განიხილება ორგანიზაცია “ESRB”-ში. ასეთი ლოგო ენიჭება ჯერ კიდევ არ გამოსულ თამაშებს, რომლის მხოლოდ ტრეილერები და რელიზებია გავრცელებული.

მსგავსი ამბები

Back to top button