უცნაური

ტოქსი – ქართველი რეპერი (16+)

2e21f254e3c2

ტოქსი (ნამდვილი სახელი – ჯაბა ჯიქურაშვილი, დ. 1992 წლის 30 სექტემბერს) გაიზარდა თბილისის ერთ-ერთი რაიონის, ვაზისუბნის მკაცრ გარემოში. იგი ოფიციალურად ითვლება კრისას დის შვილად. ბავშვობიდან უიღბლო ადამიანი იყო. ფსიქოლოგების თქმით, რომლებმაც მისი სადებიუტო ალბომი ”როკერთან ბრძოლა” განიხილეს, ტოქსის ყველა და ყველაფერი ჩაგრავდა, რაც აისახა მის სიმღერებში.

2006 წლის ბოლოს მან ჩაწერა პირველი დემო-სიმღერები და ერთ-ერთ რადიოსადგურში მიიტანა ისინი. რადიოსადგურმა უარი თქვა მათ გაშვებაზე, სამაგიეროდ, ჩანაწერმა გაჟონა ინტერნეტ-ქსელში.

მოულოდნელად ტოქსის წარმატება ესტუმრა. თბილისის ფორუმის მეშვეობით გავრცელდა მისი პირველი ჩანაწერები. ამის შემდეგ რადიოსადგურმა ინანა, რომ არ დაუთმო მას პროფესიონალური სტუდია, რადგან მას შეეძლო მილიონობით ლარის ამოღება ჩანაწერის გაყიდვიდან. ტოქსიმ ამ წარმატებაზე არაფერი იცოდა.
რეპის ყველა ტრადიციის დაცვით, ტოქსიმ ალბომზე სამუშაოდ მიიწვია ვაზისუბანში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი რეპერები – რეპმენი, ელ მორო, სოკა, პუშკინა, ბექუშა, შრეკი, დენისა, პაიკა, დონე და პროდიუსერ შაკის სტუდიაში ჩაწერა 12 სიმღერა. მათმა ნაწილმა ინტერნეტში გაჟონა დროთა განმავლობაში.

ყველაზე დიდი შოკი მსმენელზე მოახდინა ექსცენტრიულმა სიმღერამ ”როკერთან ბრძოლა”, სადაც ჯაბა მეცნიერული თვალით განიხილავს როკერების ფენომენს. რა თქმა უნდა, აქ ადგილი აქვს მათ კრიტიკასაც, თანაც – ყველა უცენზურო საშუალებით.

მოზღვავებული წარმატების ტალღაზე ტოქსი მიიწვიეს ნანიკოს შოუში, რომელიც ეძღვნებოდა თინეიჯერების კრიმინალს, თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო მხოლოდ საბაბი, რათა ტოქსი გამოეჩინათ ეთერში. მაგალითისათვის ტელესტუდიაში ამ დროს გაიჟღერა მისმა სიმღერამ ”როკერთან ბრძოლა”, რამაც სტუდიაში მყოფი ლექს-სენის სიცილი გამოიწვია. მოგვიანებით, სტუდიის ფარგლებს გარეთ ტოქსიმ გამოიჭირა თავისი კონკურენტი და სიტყვიერად გაასწორა მიწასთან. ამის შემდეგ ლექს-სენმა შეწყვიტა მეოთხე(თუ რომელიღაც) ალბომზე მუშაობა და ქალაქური სიმღერების შესრულებაზე გადავიდა

.:ტოქსის შემოქმედება:.



მსგავსი ამბები

Back to top button