არქივი

საინტერესო ფაქტები ცნობილ ხალხზე

6cb4125cc505
ამ პოსტში თქვენ წაიკითხავთ რამოდენიმე საინტერესო ფაქტს ცნობილი ხალხის შესახებ, იმედი მაქვს მოგეწონებათ

1.იმპერატორი ნერონი აბაზანას განსაკუთრებულ თევზებთან ერთად ღებულობდა. თევზები იმით იყვნენ განსაკუთრებულები რომ გამოჰყოფდნენ ელექტრონულ მუხტს, რის დახმარებითაც იმპერატორი რევმატიზმისგან ინკურნებოდა.
522a9cebabd4
2.ეგვიპტის ფარაონი მენაფტა,რომელიც მეფობდა ძველი წელთაღრიცხვით მეცამეტე საუკუნეში, გამოირჩეოდა იმით, რომ აგროვებდა ბრძოლაში დაღუპული მტრების მუმიებს. გადმოცემის თანახმად,იმისათვის რომ ფარაონის ყველა მტრის მუმია დაებალზამირებინათ, იხარჯებოდა ასობით კილოგრამის სხვადასხვა ბალახეულობა და ინგრედიენტი.
d70fa39600f7

 

3.პეტრე I-მა გააოგნა ევროპელი მონარქები, როდესაც მათ მიმართა თხოვნით რომ მისი კუნცკამერისათვის(მუზეუმი რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში) გამოეგზავნათ მახინჯი ადამიანების, დეფექტიანი ჩვილების და ცხოველების სხეულები. ყველაზე მეტი გერმანიიდან იქნა გამოგზავნილი. მაგალითად გამოგზავნილი იყო ორთავიანი ჩვილი,ხუთფეხა ცხვარი და ა.შ.
ef8654d8e3b2
4.პრუსიის მეფე ფრედერიკ ვილჰელმ I მთელი ცხოვრების განმავლობაში ადგენდა რეესტრს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხალხზე. ის ყველა მათგანს იწვევდა მასთან ჯარში სამსახუროდ. საბოლოო ჯამში აგროვდა ერთი მთლიანი პოლკი, რომელიც პოცდამის გოლიათთა გვარდიის სახელით გახდა ცნობილი.
63230ba04f1c

 

5. ბრიტანეთის მეფე გეორგ IV-ეს ჰქონდა ძალზედ საინტერესო ხერხი ქალებთან ურთიერთობის, საქმე იმაშია რომ მეფე იმ ქალებისაგან ვისთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამახსოვროდ იტოვებდა ნაწნავებს. მათ სათითაოდ ათავსებდა კოლოფში, ხოლო კოლოფზე აწებებდა ეტიკეტს. მეფის გარდაცვალების შემდგომ, მისმა ძმამ გეორგის სამალავში აღმოაჩინა შვიდი ათასამდე ასეთი კოლოფი. (სავარაუდოდ მან ჩამოიტოვა ცნობილი კაზანოვა)

fc1379ede59c

მსგავსი ამბები

Back to top button