არქივი

ტერორისტული აქტები რუსეთში

351c467c854d

მე მინდა, ამ პოსტში გაგახსენოთ 2002 წელს მომხდარი ტერორისტული აქტი, რომელსაც 170 უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა და ასევე, 2004 წლის ბესლანის ტერაქტი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები შეეწირნენ. ორივე ტერაქტის დროს საკუთარი მოქალაქეები რუსეთის ხელისუფლებამ დახოცა. მოკლედ და კონრეტულად, მინდა ხაზი გავუსვა რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებას საკუთარი ხალხის მიმართ

6399ff466681

2aea2d02a1ab

მოსკოვის ტერაქტი ცნობილია, როგორც Nord-Ost-ის ალყა. 2002 წლის 23 ოქტომბერს ჩეჩნებმა მოაწყვეს ტერორისტული აქტი. ისინი ერთგულებას უცხადებნენ ისლამის შეიარაღებულ სეპარატისტულ დაჯგუფებას Chechnya-ს. მათ 850 უდანაშაულო ადამიანი მძევლად აიყვანეს. ტერაქტს ოფიციალურად უძღვებოდა Movsar Barayev-ი. 2,5 დღე ალყაში იყო მოქცეული თეატრი.
რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა შტურმით აიღო შენობა. ოფიციალურად, მოკლული იქნა 39 თავდამსხმელი და 129 მძევალი, რომელთაგანაც 9 უცხოელი იყო. 2 მძევალი გარდაიცვალა ტოქსიკური სუბსტანციის შედეგად. გაზი, რომელიც ამ ტერაქტისას იყო გამოყენებული, ფართოდ არის დაგმობილი და მისი გამოყენება აკრძალულია. უხეშად გარდაცვლილთა რაოდენობა 170 ადამიანს შეადგენს.

effaabeb6195

cf2488b72122

რაც შეეხება ბესლანის ტერორისტულ აქტს :) ქ. ბესლანში, რომელიც მდებარეობს ჩრდილო ოსეთში, № 1 სკოლის მოსწავლეები მძევლად აყვანა ბოევიკთა ჯგუფმა 2004 წლის 1 სექტემბერს. 3 დღის განმავლობაში, სკოლის შენობაში გამომწყვდეული იყო 1100 უდანაშაულო ბავშვი, მასწავლებელი და მშობელი. როგორც Nord-Ost-ის ტერორისტული აქტის დროს, აქაც რუსეთის სპეცდანიშნულების რაზმმა სცადა აეღო შენობა და მათ მიერ წამოწყებულ სროლებს 350 ადამიანი შეეწირა. მათ ნახევარს სკოლის მოსწავლეები შეადგენენ. 500-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, მოკლული იქნა 31 ტერორისტი. ეს იყო რუსეთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ტერორისტული აქტი.

5d96af6d9d1c

c29ca8df9805

c24965551498

23906dbe32c4

946254c3e9fe

აღსანიშნავია, რომ Nord-Ost-ის შემდეგ, ვლადიმერ პუტინი “მადლიერი” რუსი ერის მიერ მეორე ვადით იქნა არჩეული პრეზიდენტად :)

მსგავსი ამბები

Back to top button