საკითხავისაქართველო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სიყვარულის ისტორია


ეს არის არც თუ ისე ცნობილი ფაქტები,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე, იგივე ვანო მერაბიშვილის სიყვარულის ისტორიისა,ამ პოსტიდან თქვენ გაიგებთ საქართველოს მთავარი პოლიციელის სიყვარულის შესახებ.

გაცნობა

მომავალმა მინისტრმა მომავალი ცოლი, თაკო სალაყაია, ქორწილში გაიცნო. თაკოს ბიძაშვილის ქორწილი იყო, სადაც ვანო ნეფის მეჯვარე გახლდათ. მაშინ თაკო თბილისში, სახელმწფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მოგვიანებით ვანო გამოუტყდა, როგორც კი დაგინახე, მაშინვე მომეწონეო… მერე გოგონას დიდი, ჰოლანდიური თაიგული მიართვა. ამ დროს, როგორც თაკო “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, ვანო საშინლად დამორცხვებული და გაწითლებული გახლდათ: “არ შემოუხედავს, ისე მითხრა, მიყვარხარო.

სუფრა დაახლოებით საღამოს 7 საათზე დაიწყო,გაზაფხულის თბილი საღამო იდგა,სუფრის თავში ნეფე-დედოფლის გვერდით მორცხვად იჯდა,კოსტუმში გამოწყობილი სიმპათიური ახალგაზრდა,თითქმის ჩუმად იჯდა და თავაზიანად იღებდა სადღეგრძელოებს,მაგრამ დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა,რომ იგი ძალიან ხშირად იხედებოდა ერთი მიმართულებით ,იქით სადაც ძალიან ლამაზი სტუდენტი გოგონა მეგობრებთან ერთად იჯდა და,რაღაცაზე გულიანად იცინოდა.როდესაც ყველა ფორმალობამ ჩაიარა ნეფე-დედოფლის სადღეგრძელოს თამადობით,ვანომ თავის მეგობარს,უკვე ახალგამომცხვარ სიძეს ჰკითხა თუ ვინ იყო ის გოგონა,ვანოს მეგობარი ყველაფერს მიხვდა,როდესაც სუფრიდან წამოდგნენ,ვითომ შემთხვევით გოგონასთან ახლოს მოხვდნენ:

-თაკო,გაიცანი ეს ვანოა,ჩემი მეჯვარე,მე რომ გიყვებოდი,ვანო…ეს თაკოა ჩემი მეუღლის ბიძაშვილი.

-სასიამოვნოა,თაკო,შეიძლება თქვენთან ვიცეკვო?

-კი,რათქმაუნდა.

-როგორც მითხრეს თქვენ იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობთ.

-კი,ასეა,სახელმწიფო უნივერსიტეტში.

-იცით თაკო,მე ყოველთვის პატივს ვცემდი კანონის დამცველებს,მაგრამ შეგიძლიათ მითხრათ რატომ აირჩიეთ ეს პროფესია?ჩემი აზრით თქვენ ჟურნალისტობა უფრო მოგიხდებოდათ.

-რატომ გგონიათ,რომ ჟურნალისტობა უფრო მომიხდებოდა? კითხვა შეუბრუნა გოგომ.

-იმიტომ,რომ ლამაზი ჟურნალისტის მიმართ,რესპოდენტები დადებითად განეწყობიან ხოლმე და ინტერვიუს ჩამორთმევაც უფრო გაგიადვილდებოდათ.

-გოგონა გაწითლდა,მადლობთ,თქვა მან.

-არაფრის თაკო,შეიძლება კიდევ რომ გნახოთ?

-თუ კი გინდათ,ალბათ კი.

-მე ძალიან მინდა,მაგრამ ეს მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული.

-უარი რომ გითხრათ,მაინც მნახავთ? დაეჭვდა გოგონა.

-მართალია უარი ჩემს თავმოყვარეობაზე იმოქმედებს,მაგრამ ეს ის შემთხვევაა როდესაც ყველაფრის მიუხედავად ისევ უნდა გნახოთ.

-კი მაგრამ რა შემთხვევაა ასეთი?

-ვანოს პასუხად მხოლოდ გაეღიმა….ორშაბათამდე თაკო,დროებით.

უნივერსიტეტში

თაკო უნივერსიტეტის კიბეებზე ჩამორბოდა,კიბის ბოლოში კი უეცრად ვანოს მოჰკრა თვალი,რომელსაც ხელში დიდი ჰოლანდიური თაიგული ეკავა.

-გამარჯობა თაკო,როგორ ხარ?

-გამარჯობა ვანო,ეს თაიგული რატომ გიკავია ან ვის ელოდები?

-ერთ ძალიან ლამაზ გოგოს დავპირდი რომ ვნახავდი,თაკო სალაყაია,ამ უნივერსიტეტში სწავლობს იურიდიულზე,შემთხვევით ხომ არ იცნობ?

-ორივეს გაეცინა.

-ეს შენ თაკო,ვანომ თაიგული მიაწოდა გოგონას.

-მადლობთ ვანო,გოგონა გაწითლდა.

-შეიძლება საღამოს კინოში დაგატიჟო?,თუ რათქმაუნდა თავისუფალი ხარ.

-კი,შეიძლება,თავისუფალი ვარ.

-მაშინ საღამოს 6 საათისთვის გამოგივლი.

-სად გამომივლი? გაოცდა თაკო.

-სახლში,რათქმაუნდა.

-კი მაგრამ რა იცი სად ვცხოვრობ?

-ვიცი თაკო,ვიცი,თვალები ეშმაკურად აუციმციმდა ვანოს.

საღამო,კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ

ახალგაზრდა წყვილი ქუჩაში მიაბიჯებდა,გოგონას ხელკავი ჰქონდა ბიჭისთვის გაყრილი და ხმადაბლა საუბრობდნენ.

-ვანო,შენ რომ არ გითქვამს ჩემთვის რას საქმიანობ?

-არც ისეთი საინტერესო სამუშაო მაქვს,რომ ლაპარაკად ღირდეს.

-მაინც?

-მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის შექმნას ვაპირებ.

-მართლა? დაინტერესედა თაკო.

-უინტერესო სამუშაოა ხომ? გულდაწყვეტილად იკითხა ვანომ.

-სულაც არა,პირიქით,ადამიანების უფლებებს იცავ და თუ იურისტის დახმარება დაგჭირდეს აგერ ვარ და არ მომერიდო.

-მადლობთ თაკო.

-დღეს რაღაც სევდიანი მეჩვენები,უნივერსიტეტიდან რომ წახვედი მოხდა რამე?

-არა თაკო,არაფერი არ მომხდარა.

-აბა რაშია საქმე? მითხარი იქნებ გაგიგო და დაგეხმარო, გულწრფელობა იგრძნობოდა გოგოს ხმაში.

-მოსახდენი,მანამდე მოხდა,ვიდრე უნივერსიტეტში მოვიდოდი, უპასუხა ვანომ.

-ვერ მივხვდი,დაიბნა გოგო.

ვანო გაჩერდა,თაკოს ხელი ხელისგულებში მოიქცია და აღელვებული ხმით უთხრა:

-გახსოვს თაკო,შენ შემთხვევაზე მკითხე,რომლის გამო შემეძლო თავმოყვარეობისთვის გადამებიჯებინა,

-კი მახსოვს.

-კიდევ გაინტერესებს ეს რა შემთხვევა იყო?

-რათქმაუნდა,მაგრამ მაშინ შენ არ მითხარი.

-ახლა გეტყვი,კარგი თაკო?

-მითხარი.

-იცი დღეს,როდესაც თაიგულს ვარჩევდი რომ შენთვის მომერთმია,არც ერთი არ მომეწონა,ისინი ვერ შეედრებოდნენ შენს სილამაზეს,მაგრამ შემდეგ მივხვდი,რომ შენზე ლამაზი თაიგულის ან თუნდაც ყვავილის პოვნა შეუძლებელი იყო…ეს შენ უნდა გაგელამაზებინა თაიგული და არა პირიქით….ეს კი ის შემთხვევაა,როდესაც შემიძლია გადავაბიჯო ყველანაირ ადამიანურ გრძნობას და დავიტოვო მხოლოდ ერთი ულამაზესი გრძნობა,ეს გრძნობა სიყვარულია…..მე შენ მიყვარხარ თაკო.

-გოგონამ თავი ჩაღუნა,უკვე აღარაფერი იყო სათქმელი,

-ბიჭმა მხარზე ხელი მოჰხვია გოგოს და გზა ჩახუტებულებმა გააგრძელეს.

სიყვარულის ახსნიდან 6 თვეში დაქორწინდნენ.დღემდე ცოლ-ქმარი არიან,ჰყავთ ორი ვაჟი,10 წლის მიხეილი და წლინახევრის დავითი.

პ.ს. მადლობა არ არის საჭირო,ვიცი რომ იშვიათი ფაქტებია,მაგრამ როგორი არამზადა ვიქნებოდი ეს რომ თქვენთვის არ გამეცნო? :kiss:

წყარო: sana.ge,ჟურნალი თბილისელები.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close