ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

შეშლილი,შეშლილი მსოფლიო

a7c4477a8f7d
შეშლილი და უცნაური ამბები
ნიგერიელ წყვილს,თეთრი,ქერა,ცისფერთვალება შვილი შეეძინა
ბრიტანეთში მცხოვრებ ნიგერიელ ცოლ-ქმარს 20 ივლისს თეთრკანიანი,ცისფერთვალება და ქერათმიანი გოგონა შეეძინათ.ეს წყვილის მესამე შვილია.ოჯახმა დნმ-ის ანალიზი ჩაიტარა და ბავშვი მართლაც მათი აღმოჩნდა.ექსპერტები მედპერსონალთან ერთად ცდილობენ,ამ უცნაურ მოვლენას ახსნა მოუძებნონ.სავარაუდოდ წყვილს რომელიმე წინაპარი ჰყავდა თეთრკანიანი.

ქალს სხეულზე 605 პრისინგი აქვს
მსოფლიოში ყველაზე მეტი პრისინგის მქონე ბრაზილიელმა ქალმა ელაინ დევიდსონმა მორიგი პრისინგი გაიკეთა. დღეს მას უკვე 605 პრისინგი აქვს.ელაინი ჯერ კიდევ 2000 წელს შევიდა გინესის წიგნში მაშინ მას 472 პრისინგი ჰქონდა გაკეთებული.ელაინი პროფესიით ექთანია და ედინბურგში ცხოვრობს.მას სულ არ სიამოვნებს პრისინგების კეთება მაგრამ არ უნდა გინესის რეკორდსმენობის დაკარგვა და ამიტომაც იძულებულია მსხვერპლი გაიღოს

7 ფუტიანი ნიანგი სკოლაში შეიპარა
ორშაბათ დილით ბერლინის ერთ-ერთ სკოლაში 7 ფუტი,სიგრძის ნიანგი დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა შეამჩნიეს.საბედნიეროდ, დამშეულ ნიანგს ყველა მოსწავლე უცნებელი გადაურჩა.ექსპერიმენტების მტკიცებით,რეპტილია შაბათს სკოლასთან ახლოს მდებარე ზოოპარკიდან გაიპარა და სკოლას შეაფარა თავი.

დაშავებულმა ძაღლმა საავადმყოფოს თავად მიაკითხა
ნიუ მეხიკოში ძაღლებთან ჩხუბში დაშავებულმა ძაღლმა საავადმყოფოს თავად მიაკითხა და მიმღებში მოკალათდა.ძაღლს ცხვირი და ყურები დასისხლიანებული ჰქონდა.ექიმებმა ჭკვიან ცხოველს დახმარებაზე უარი ვერ უთხრეს და ჭრილობები დაუმუშავეს.

კაცი მომაკვდავ კატაზე დაქორწინდა
39 წლის გერმანელმა უვე მიტცშერლიჩიმ მომაკვდავ კატა სესილიაზე ოფიციალურად იქორწინა.ვეტექიმის ცნობა რომ სესილი სასიკვდილოდ იყო განწირული უვესათვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა რადგან კატა სიცოცხლეზე მეტად უყვარდა.ქორწილის ცერემონიას 10 ადამიანი ესწრებოდა,მეორე დღეს კი საცოდავი სესილია მოკვდა. :(
წყარო:ჟურნალი სარკე

მსგავსი ამბები

Back to top button