რეკორდებისაკითხავიუცნაური

Economics VS Titanic

რომელია დროის უპოპულარესი ფილმი?? ამ კითხვაზე პასუხმა შეიძლებაა გაგაოცოთ… არის თუ არა ეს ტიტანიკი?? იხილეთ სრულიადში.. !

ფილმის პოპულარობა, ჩვეულებრივ, სალაროში გაყიდული ბილეთების ფასით იზომება. ამ მაჩვენებლით ყველა დროის უპოპულარესი ფილმია “ტიტანიკი”, მას მოჰყვება “ვარკვლავტა ომები”, “შრეკ 2” და “უცხოპლანეტელი, თუმცა ეს შეფასება არ ითვალისწინებს ერთ ჩვეულებრივ, მაგრამ მეტად მნიშვნელოვან ფაქტს: ფასები, მათ შორის კინოს ბილეთის ფასებიც, დროთა განმავლობაში იზრდებოდა. როდესაც სალაროში გაყიდული ბილეთების მონაცემებში ინფლაციის ტემპს გავითვალისწინებთ, სურათი რადიკალურად შეიცვლება.

ამ მონაცემებით პირველ ადგილზეა “ქარწაღებულნი”, რომელიც 1939 წელს გამოვიდა და მნიშვნელოვნად უსწრებს “ტიტანიკს”.

1930-იან წლებში, ტელევიზორის საყოველთაო გავრცელებამდე, ყოველ კვირას 90 მილიონი ამერიკელი დადიოდა კინოში, დღევანდელისგან განსხვავებით, როცა ეს რიცხვი 25 მილიონია. იმ პერიოდის ფილმები იშვიათად ჩნდება პოპულარულ ფილმებს შორის, რადგან ბილეთის მაშინდელი ფასი ახლანდელის მხოლოდ მეოთხედს შეადგენდა, თუმცა ინფლაციის შედეგების გათვალისწინების შემდეგ სკარლეტის და რეტის ისტორია უკეთ გამოიყურება..;)
ეხლა კი ყველა დროის პირველი ათი ფილმი:

ფილმი——– -გამოშვების წელი—-მთლიანი შემოსავალი (მლ. $)
1) “ქარწაღებულნი”———–1939———–1254
2) “ვარსკვლავთა ომები”——-1977———–1084
3) “მუსიკის ჰანგები”———-1965————870
4) “უცხოპლანეტელი”———1982————861
5) “ათი მცნება”—————1956————801
6) “ტიტანიკი”—————–1997————789
7) “ყბები”——————–1975————783
8) “ექიმი ჟივაგო”————–1965————740
9) “ჯუნგლების წიგნი”———1967————662
10) “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”—1937————650

რატომღაც მგონია, რომ უმეტესობისთვის ცოტათი მიუღებელი იქნება ეს სტატისტიკა, თუმცა რეალობა ასეთია.. :)

წყარო: გრეგორი მენქიუ

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close