კულტურა

გრანდიოზული აჭარული ხაჭაპური

856336886d0b

გრანდიოზული, 6 მეტრიანი აჭარული ხაჭაპური 3 აგვისტოს, ახალ ბულვარში დააგემოვნეს.

51b11ca3d629

2 აგვისტოს ახალ ბულვარში აჭარის ხარისხის კვირეული გაიხსნა. კვირეული 5 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათიდან 23:00 საათამდე ჩატარდება. წარმოდგენილი იქნებიან აჭარის სამომხმარებლო ბაზარზე ცნობილი სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებენ თავიანთ პროდუქციასა და მომსახურებას სხვადასხვა სახალხო დეგუსტაციებით, კონკურსებით, ვიქტორინებით, გათამაშებებით და სხვა.

3 აგვისტოს, კვირეულის მეორე დღეს, გრანდიოზული აჭარული ხაჭაპური გამოაცხვეს (სიგრძე 6 მეტრი), რომელშიც ორი ტომარა ფქვილი, 80 კილოგრამი ყველი, 400 ცალი კვერცხი და 30 კილოგრამამდე კარაქი შედიოდა. ხაჭაპური, როგორც სახალხოდ გაზომვის შემდეგ აღმოჩნდა, ერთი სანტიმეტრით მეტიც იყო, თუმცა დაგემოვნებას მოწყურებულ ხალხს ეს სულაც არ უგრძნია. მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა გადაიღეს ჯერ კიდევ მთელი ხაჭაპური, დაგემოვნებაც დაიწყო და დაახლოებით სამი წუთის შემდეგ ნამცეცებიღა დარჩა…

დღეს ახალ ბულვარში ბოდი-არტი და ნეპტუნის დღესასწაული იქნება, ასევე სხვადასხვა კომპანიის აქციები, სახალხო დეგუსტაციები, კონკურსები, ვიქტორინები და ა.შ. ხვალ კი ნაყინის დღესასწაულთან ერთად, კვირეულის საზეიმო დახურვა, ხარისხის ნიშნითა და საპატიო დიპლომებით დაჯილდოება იგეგმება.

წყარო: pliaj.ge

მსგავსი ამბები

Back to top button