არქივი

სუში – 寿司, 鮨, 鮓

38941ee32e20

სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) იაპონურ სამზარეულოში არის…===>

70e4bd8084ad

სუში (იაპონ. 寿司, 鮨, 鮓) იაპონურ სამზარეულოში არის ძმრიანი ბრინჯი შეკაზმული სხვადასხვა ინგრედიენტებით, როგორიცაა თევზი, სხვადასხვა სახის ხორცი და ბოსტნეული. იაპონიის გარეთ, სუში არასწორად აღიქმევა, როგორც თვით უმი თევზის, ან სხვა სახის უმი ზღვის პროდუქტის კერძი. იაპონიაში, ცალკე დაჭრილს უმ თევზს საშიმი ეწოდება და ის განსხვავდება სუშისგან, რადგან მისი შემადგენელი ნაწილია უმი თევზი, და არა ბრინჯი. თვით სიტყვა სუში მოდის სიტყვის არქაული გრამატიკული ფორმიდან, რომელიც სხვა კონტექსტში აღარ იხმარება. სუშის პირდაპირი მნიშვნელობაა „მჟავეა“.
არსებობს სხვადასხვა სახის სუში: ნორში (ხმელი და დაპრესილი ზღვის წყალმცენარის ფურცელი) გახვეული სუში, სახელად მაკიზუში (იაპონ. 巻き); სუში თავსახურით, რომელიც ბრინჯის გუნდაზეა დახურული, სახელად ნიგირიზუში (にぎり); სუშის ზედა ნაწილი დატენილი შემწვარი ტოფუს პარკში, სახელად ინარიზუში; და სუშის ზედა ნაწილი მოყრილი ბრინჯზე თასში, სახელად ჩირაში-ზუში (ちらし).

წყარო: ვიკიპედია
“მაკი” სუში-ს მომზადება:

c3fe7719bf47

შემადგენლობა

ბრინჯი – 250 გრ
მარილი ზღვის – 1/2 ჩ/კ
კიტრი – 100 გრ
კრევეტები – 100 გრ
ძმარი – 70 მლ
შაქარი – 30 გრ
ორაგული – 100 გრ
მწვანე წყლის მცენარეები – 5 გრ

—->
იაპონიაში სუშის მომზადება მთელი ხელოვნებაა, რომელსაც წლების მანძილზე სწავლობენ.  სუშის სახეობა მრავალფეროვანია. ყველაზე პოპულარულია მაკი სუში. იაპონიაში სუშის ამ სახეობას აკეთებნ ქალები, დანარჩენებს აკეთებენ მამაკაცები. ამ სუშის გულსართი შეიძლება იყოს სხვადასხვა: ზღვის პროდუქტები, მანგო, გოგრა, სპარჟა.
პირველ რიგში ბრინჯი კარგად უნდა გავრეცხოთ, ისე რომ წყალი აღარ იყოს მღვრიე.
0c1eb7baab3f
ამის მერე ჩავალბოთ წყალში 2 საათით. ბრინჯი უნდა ჩავყაროთ ცივ წყალში და ავადუღოთ მაღალ ცეცხლზე. როცა ადუღდება, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ იქნება მზად. (დაახლოებით 12 წუთის განმავლობაში) წყალი უნდა შეიწოვოს ბრინჯმა. ცხელ ბრინჯში ჩავყაროთ მარილი, შაქარი, ჩავასხათ ბრინჯის ძმარი.
a49a43199f8a
გულსართისთვის ავიღოთ ორაგული და დავჭრათ გძელ ნაჭრებად. კიტრიც დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. კრევეტები გავასუფთავოთ.
2eef494a8649
ბამბუკის დასაფენზე დავდოთ ნორის ფურცელი (ნორი არის მწვანე სიფრიფანა ზღვის მცენარე, რაშიც სუშია გახვეული და 40%-ს შეიცავს იოდს) ზემოდან დავადოთ ბრინჯი 3-5 მმ სისქით. მერე დავადოთ გულსართი რიგრიგობით. მაგალითად: კიტრი ორაგულთან ერთად.
a97fff71b9f0
9962a83d5006
468dc3849f19
დავახვიოთ რულონის სახით ბამბუკის დასაფენის მეშვეობით.
2eef494a8649
როცა კარგად შეწებდება დავჭრათ ნაჭრებად.
c3fe7719bf47
გემრიელად მიირთვით!
წყარო—> http://www.gurman.ge/

მსგავსი ამბები

Back to top button