არქივი

ჰარი პოტერი-შოკოლადის ბაყაყები

fb71a7231b6d
ვისაც პოტერიადის პირველი ტომი მაინც წაგიკითხავთ ან გიყურებიათ აუცილებლათ გეცოდინებათ ამ შოკოლადზე:)

ეს შოკოლადი ძალიან პოპულარობით სარგებლობს ჯადოქრულს სამყაროში.ექსპრესზე თუ მოხვდი ცდუნებას ვერ გაუძლეფ,რომ არ იყიდო.შოკოლადის ბაყაყი პირველივე ნაწილში არის ცნობილი.როდესაც ჰარი იყიდის მას.მასში მოთავსებულია ცნობილი ჯადოქრის სურათი მაგ.დამბლდორი,ზონკო,სლიზერინი,დრიფინდორი,და კიდევ ბევრი:). ასევე რამოდენიმე ხანში სურათი ქრება ალბათ ბიზნესისთვის უფრო მომგებიანია:).ცნობილია რომ რონი ბავშვობაში აგროვებდა ამ ჯადოქრების სურათებს.და როდესაც გაიზარდა და აურორი გახდა მისი ფოტოც გამოქვეყნდა ნომრით 102.ასევე ამ სურათებზე ჯადოქრის ინფორამცია რით გაითქვა სახელი, ბიოგრაფია და ასეთი რამეები.ასევე ამ შოკოლადს გააჩნია სამკურნალო თვისებები მადამ პომფრი ხშირათ აჭმევს თავის სტუდენტებს,ლუპინი როდესაც პროფესორი იყო და დემენტორისგან თავდაცვას ასწავლიდა პოტერს და პირველ ცდაზე ვერ შეძლო ძალაგამოცლის ეს შოკოლადი აჭამა.თუ მოგინდებათ მისი გასინჯვა უნდა მიაშუროთ ჰოგსმიდს:)!

უკვე გითხარით რომ შოკოლადში სურათი ამოდის და ცოტა სურათები:)

a8ec3770db5e
მერლინი – შუა საუკუნეები. ყველაზე ცნობილი ჯადოქარი მსოფლიოში. აღიარებულია “ჯადოქრების პრინცად”

c904311ec248
ალბუს დამბლდორი – ჰოგვორტსის დირექტორი (და ცხვირკაუჭა მაგელბის მოყვარული:P)

cbbcc4eae6c7
ბარდოკ მულდონი – 1429-1490 წლები. მაგიური საბჭოს თავმჯდომარე 1448-დან 1450 წლამდე. თავისი მოღვაწეობისას მულდონმა შექმნა პროექტი, რომლის მიხედვით მაგიური სამყაროს ნებისმიერი წევრი რომელსაც ორ ფეხზე სიარული შეეძლო უნდა ჩათვლილიყო მაგიურ “არსებად” და არა “მხეცად”. მან მოიწვია ყველა ვინც კი შედიოდა მის მიერ წარმოდგენილი მაგიური “არსების” განამრტების ფარგლებში, რათა ჯადოქრებთან ერთად განეხილათ და მიეღოთ კანონები.
თუმცა მისდა გასაკვირად ყრილობაზე გამოცხადებულმა გობლინებმა (რომლებიც ისედაც საკმაოდ ბლომად იყვნენ თვითონ) თან მოიყვანეს სხვა ორფეხა არსებებიც: ტროლი, პიქსი, ფერია და კუდიანი (სხვა ქართული შესატყვისი ვერ ვუპოვე HAG-ს).. ამ ყმაწვილებმა კი იქაურობა რასაც დაამგვანეს მიხვდით ალბათ.. როდესაც ბარდოკმა სცადა შეხვედრის დაწყება გზად მოზრდილ ტროლის ფუნაში ჩაეფლო და გამწარებულმა დატოვა იქაურობა. ამის შემდეგ მულდონმა აკრძალა ნებისმიერი არა-ჯადოქრული ნაციის გამოჩენა საბჭოში

f13bc49a194f
ტილი ტუკი – 1903-1991 წლები. 1932 წელს მან თავის ოჯახთან ერთად შეძლო შეექმნა XX საუკუნის ყველაზე მასშტაბური “გონების შეცვლა” ცნობილი ილფრაკომბის შემთხვევის დროს, როცა გასარუჯად წამოწოლილ მაგლებს თავს დაესხა უელსური მწვანე დრაკონი.. ტუკმა შეძლო დრაკონი გაედევნა და იზრუნა რომ მაგლებს მისი არსებობის ფაქტი სამუდამოდ დაევიწყებინათ… ამ გმირობის გამო მას მერლინის პირველი ხარისხის ორდენი მიანიჭეს

8fd7b627d392
ურიკ “უცნაური” – შუა საუკუეები. საოცრად ექსცენტრული ჯადოქარი, რომელსაც მედუზა ეფარა თავზე

ebefa4278d6e
ადალბერტ უაფლინგი – 1899-1981 წლები. ავტორი შედევრისა “მაგიის თეორია”. ის ცნობილი თეორეტიკოსი იყო რომლის ნაშრომებზე გაიზარდა ყველა თანამედროვე ჯადოქარი. ჰქონდა მიმოწერა ალბუს დამბლდორთან ამ უკანასკნელის ახალგაზრდობის წლებში

befc1efc8c1c
დერვენტ შიმფლინგი – 1912 – დღემდე. ცნობილი ჯადოქარი იუმორისტი, რომელმაც ნიზლავზე შეჭამა “შხამიანი ტენტაკულა” მთლიანად და გადარჩა. მართალია დღემდე შერჩა იისფერი კანი მაგრამ ჯადოსნური სამყარო მას აფასებს და უყვარს მისი სიმამაცისა და იუმორის გამო

b0e54bb65c05
გოდრიკ გრიფინდორი – შუა საუკუნეები. ერთ-ერთი ოთხი ჰოგვორტსის დამაარსებლებიდან. მისი სახელობისაა ერთ-ერთი კლუბი

e3ffbb6bc302
ორნელიუს აგრიპა – 1486–1535 წლები. მაგლებმა დააპატიმრეს რადგან თვლიდნენ, რომ მისი წიგნები მაგიის შესახებ ბოროტების მატარებლები იყვნენ

a62440967d60
ნიუტონ “ნიუტ” არტემის ფიდო სკამანდერი – 1897–დღემდე. ნიუტი მსოფლიოში ცნობილი მაგიზოოლოგია და ავტორი შედევრისა “Fantastic Beasts and Where to Find Them”

2be7e5956322
ედგარ სტრულგერი – 1703–1798 წლები. გამოიგონა სნიქოსკოპი (ბნელი მაგიის ერთგვარი დეტექტორი)

e278a1e9f042
ჰერპო “უწმინდური” – ძველი საბერძნეთი. ბნელი ჯადოქარი, რომელმაც სამყაროს მოუვლინა ვასილისკი. და რა თქმა უნდა პარსელტანგსაც ფლობდა. ჰერპო ცნობილია როგორც პირველი ჯადოქარი, რომელმაც შექმნა ჰორკრუქსი

9cb1b23bdcc0
ბოუმან რაითი – 1492–1560 წლები. მან გააერთიანა თავისი გატაცება მაგიის, სპორტისა და მეცნიერების მიმართ და ცნობილი გახდა მსოფლიოსთვის, როგორც ოქროს სნიჩის შემქმნელი

7ccbf0e45b8a
ბერტი ბოტსი – 1935–დღემდე. ცნობილი გამომგონებელი. ყველაზე ცნობილი რა თქმა უნდა ბერტი ბოტსის ყველა გემოს კარამელი (ყველაზე პოპულალური ჯადოსნური ტკბილეული)

932fbf87851f
ლადორა კატერიჯი – 1658–1729 წლები. ცნობილი ჯადოქარი რომელმაც დაადგინა გილივიდის სასარგებლო თვისებები (ეს ის მცენარეა ჰარის წყალქვეშ სუნთქვის საშუალება რომ მისცა). ერთ-ერთ მცენარეზე ცდის ჩატარების დროს გადაყლაპვისას კინაღამ დაიგუდა, გადარჩა მხოლოდ იმის გამო რომ თავი ჩაყო ცივ წყლით სავსე სათლში

30cb4c956667
გიფორდ ოლერტონი – 1390–1441 წლები. ცნობილი გოლიათების გამანადგურებელი. მოკლა გოლიათი ჰენგისტი ზემო ბარნტონთან და გახდა იქაური ფოლკლორის გმირი

da7f1e6fcd57
ჰენგისტ ვუდკრაფტი – შუა საუკუნეები. ჰოგსმიდის დამაარსებელი. მაგლები დასდევდნენ და ნდევნიდნენ მას როგორც ბოროტების მატარებელს. საბოლოოდ გადასახლდა შოტლანდიაში და აქ ჩაეყარა საფუძველი ჰოგსმიდს. არსებობს მოსაზრება რომ ის ცხოვრობდა ახლანდელ ფუნდუკში “სამ ცოცხი”

target=”_blank” href=”http://www.radikal.ru”>c06f71eef998

ჰელგა ჰაფლეფაფი – შუა საუკუნეები. ერთ-ერთი ოთხი ჰოგვორტსის დამაარსებლებიდან. მისი სახელობისაა ერთ-ერთი კლუბი

b3bf37f2b4b9

როდერიკ პლამფტონი – 1889–1987 წლები. ქვიდიჩის გუნდ ‘Tutshill Tornados’-ს სიკერი და კაპიტანი ამ კლუბის საუკეთესო და ყველაზე შედეგიანი წლების პერიოდში. მისი მეთაურობით “ტორნადომ” მოიგო ბრიტანეთის ლიგა ხუთჯერ ზედიზედ რითიც დაამყარა რეკორდი. პლამფტონი ინგლისის ნაკრების სიკერი იყო 22 მატჩში და დამყარებული აქვს ბრიტანეთის რეკორდი სნიჩის დაჭერისთვის თამაშის დაწყებიდან სამნახევარ წამში 1921 წელს. მანევრი რომელიც მან გამოიყენა ამ დროს ცნობილია როგორც “პლამფტონის გაჭრა”

365a3edb4746
ჰარი პოტერი – ბიჭი, რომელიც გადარჩა

5de97ecccf64
როვენა რეივენქლო – შუა საუკუნეები. ერთ-ერთი ოთხი ჰოგვორტსის დამაარსებლებიდან. მისი სახელობისაა ერთ-ერთი კლუბი

შოკოლადი
81672ebc5076

e137783e96f2

35fc08ac71a7

824148f919ff

136aa0efb0a0

და ბოლოს როგორ გავაკეთოთ ბაყაყის ყუთი :P
86a2d50294a0

წყარო:www.azkaban.ge და http://potteromania.ge

მსგავსი ამბები

Back to top button