საკითხავიუცნაური

უნებლიე გამომგონებელი

დაზგა

ინგლისის ქალაქ კალვერტონის მკვიდრი უილიამ ლი ღვთის მსახური იყო. იგი მართმადიდებელთა ეკლესიაში არქიმანდრიტის თანაშემწე გახლდათ. მოხდა წარმოუდგენელი რამ, იმქვეყნიურ საქმეებში გარეული მამა მოულოდნელად ამ ქვეყნიურ სიყვარულში ჩაეფლო და … გამომგონებელი გახდა.
აი, როგორ მოხდა ეს, – ერთხელ წირვაზე უილიამ ლიმ თვალი დაადგა ახალგაზდა ქალს, რომელიც ანთებული სანთლით ხელში იდგა და ღვთისმშობელს სასოებით რაღაცას შესთხოვდა.
ღვთის მსახური იმავე საღამოს შინ ეახლა მანდილოსანს. უილიამ ლის სიყვარული ცალმხრივი გამოდგა. უიღბლო მიჯნურმა ვერ შეძლო ქალის გული მოენადირებინა. მანდილოსანი ყოველთვის ცხვირაბზეკილი ხვდებოდა არქიმანდრიტის თანაშემწეს. მიჯდებოდა კუთხეში, ჩაღუნავდა თავს და სტუმრის წასვლამდე ქსოვით ირთობდა თავს. უილიამ ლი საათობით შეცქეროდა ქალის ხელებს, ყურადღებით აკვირდებოდა თითოეულ მოძრაობას, იმახსოვრებდა ყაისნაღით გამოყვანილ ნასკვების მოხაზულობას და გონებაში თანდათან ასხამდა ხორცს საქსოვი დაზგის შექმნის იდეას. უილიამ ლიმ თავისი ჩანაფიქრი მალე სისრულეში მოიყვანა.

მსგავსი ამბები

Back to top button