არქივი

უცნაური დამთხვევები #2

eff39b8a9208
მორიგი 10 ისტორია უცნაურ დამთხვევებზე (ან იქნებ არცაა დამთხვევები? :boli: )

პირველი ნაწილი იხილეთ აქ

71ce8d5e2452
1. მე-20 საუკუნის 20-იან წლებში პერუში მატარებლით სამი ინგლისელი ჯენტლმენი მგზავრობდა. ვაგონში მათ გარდა არავინ იყო, ამიტომ ერთმანეთის გაცნობა გადაწყვიტეს. ერთს ერქვა Bingham, მეორეს გვარი იყო Powell, მესამეს სახელ-გვარი კი Bingham Powell. ამასთან მათ ერთმანეთთან არანაირი ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ.

0ab25c40701a
2. 1975 წელს ბერმუდის მოქალაქე მოპედით მისეირნობდა, როცა ტაქსი შეეჯახა და მოკლა. ერთი წლის შემდეგ, მისი ძმა გარდაიცვალა იმავე ადგილას. ისიც იგივე მოპედით მიდიოდა, ზუსტად იგივე ტაქსი შეეჯახა და რაც ყველაზე უცნაურია, ტაქსიში ისევ ის მგზავრი იჯდა, რომელიც ერთი წლის წინ მგზავრობდა.

00966ec66677
3. 1953 წელს ტელეწამყვანი ირვი კუპჩინეტი ლონდონში იმყოფებოდა, რათა დედოფალ ელიზაბეთ II-ის კორონაცია გაეშუქებინა. სასტუმროს ოთახში, ერთ-ერთ უჯრაში მან იპოვა უცნობი პირის ნივთები. როგორც შემდგომ აღმოჩნდა, ეს ადამიანი იყო მისი მეგობარი, კალათბურთელი ჰარი ჰანინი. ორი დღის შემდეგ, როცა ირვი ფიქრობდა, როგორ შეეტყობინებინა მეგობრისთვის ამ აღმოჩენის შესახებ, მიიღო მისგან წერილი. წერილი იუწყებოდა, რომ ჰარის პარიზის სასტუმროში დაბინავებისას ერთ-ერთ უჯრაში ირვის კაშნე ეპოვა (კაშნეს ზედ ეწერა სახელ-გვარი).

6829a7c310eb
4. გასული საუკუნის 50-იან წლებში მისტერ ჯორჯ ბრაისონი შეჩერდა კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში და სასტუმრო ‘Brown Hotel’-ში დარეგისტრირდა. ერთხელ, როდესაც ის დაბრუნდა სასტუმროში და აიღო თავისი ოთახის (307-ე) გასაღები, ცოტა ხნით შეჩერდა, რათა მის სახელზე მოსული წერილები ენახა. მართლაც იყო ერთი წერილი, სადაც შინაარსი ნათელყოფდა, რომ მას არ ეკუთვნოდა. არადა წერილში გარკვევით იყო მითითებული მისი სახელი და ოთახის ნომერი. სასტუმროს ჩანაწერებმა გამოააშკარავა, რომ მის მოსვლამდე ერთი კვირით ადრე იმავე ოთახში ცხოვრობდა ვინმე ჯორჯ ბრაისონი (იდენტური სახელ-გვარის მქონდე პირი).

9ffeb6fb6ae4
5. ჯონ და არტურ მოფორტები ტყუპი ძმები იყვნენ, რომლებიც დიდ ბრიტანეთში, ერთმანეთისგან 80 მილის (128 კმ) დაშორებით ცხოვრობდნენ. 1975 წლის 22 მაისს, საღამოს ორივეს ერთდროულად დაეწყო ტკივილები გულმკერდის არეში. ტყუპებმა [და შესაბამისად, მათმა ოჯახებმა] ერთმანეთის ცუდად ყოფნის შესახებ არაფერი იცოდნენ. ორივე ერთდროულად გადაიყვანეს საავადმყოფოში და მიყვანისას ორივეს ერთდროულად დაემართათ გულის შეტევა, რის შედეგადაც გარდაიცვალნენ.

7b03978c491a
6. 1898 წელს მორგან რობერტსონმა გამოუშვა რომანი “Futility” [ამაოება]. ის აღწერდა მდიდრული და უზარმაზარი ლაინერის, “ტიტანის” მოგზაურობას. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩაუძირავად ითვლებოდა, შეეჯახა აისბერგს და მგზავრები იმსხვერპლა. ზუსტად იგივე ისტორია განმეორდა რეალობაში 1912 წელს, “ტიტანიკის” შემთხვევაში. წიგნშიც შეჯახების თვე აპრილი იყო. ტიტანზე 3000 მგზავრი იყო, ტიტანიკზე – 2207. ტიტანს 24 მაშველი ნავი აღმოაჩნდა, ტიტანიკს – 20.
რამდენიმე თვის შემდეგ იმავე ადგილას, სადაც ტიტანიკი ჩაიძირა, ერთ-ერთი გემი მიაპობდა ზღვას. მეთვალყურედ მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი იყო დარჩენილი. უცებ მას თავში აზრად გაუელვა, რომ შეიძლებოდა ამ გემსაც იგივე ბედი სწეოდა. მან სიგნალიზაცია ჩართო და როცა მეზღვაურები გემბანზე ამოვიდნენ, დაინახეს, რომ ისინი უზარმაზარ აისბერგს უახლოვდებოდნენ. გემი სასწაულებრივად გადარჩა. მიზეზი ბიჭის შეშფოთებისა იყო ის, რომ გემს სახელად “ტიტანიანი” ერქვა :yes:

4f6a6dbba46f
7. 1920 წელს ამერიკელი ნოველისტი ენ პერიში დასასვენებლად პარიზში ჩავიდა. ერთხელ, როცა წიგნის მაღაზიებში დახეტიალობდა, შემთხვევით გადააწყდა თავისი ბავშობის საყვარელ წიგნს – “ჯეკი ფროსტი და სხვა ამბები” . მან დაუყოვნებლივ იყიდა ეს წიგნი და სახლში მისვლისას აჩვენა თავის ქმარს, თან აღტაცებული უყვებოდა, თუ როგორ უყვარდა ეს ნოველა ბავშობაში. ქმარმა აიღო წიგნი, გადაშალა და ფორზაცზე (ფურცელი, რომელიც ყდის შიგნითა მხარესაა მიკრული) აღმოაჩინა წარწერა : “ენ პერიში, 209 N. Webber Street, Colorado Springs”. აღმოჩნდა, რომ ეს წიგნი ბავშვობაში თავად მწერალს ეკუთვნოდა.

d950786aa28c
8. 1805 წელს ფრანგი მწერალი ემილი დეშამპსი უცნობმა ადამიანმა, ვინმე მონსიერ დე ფორტგიბუმ ქლიავის პუდინგზე დაპატიჟა. 1815 წელს ის ფრანგულ რესტორნში შევიდა და ქლიავის პუდინგები მოითხოვა, მაგრამ ოფიციანტმა მიუგო რომ ბოლო პორცია უკვე შეუკვეთა სხვამ. ეს სხვა აღმოჩნდა დე ფორტგიბუ. 1832 წელს ის კვლავ დაპატიჟეს ქლიავის პუდინგზე და ემილმა იხუმრა, რომ სუფრას მხოლოდ ფორტგიბუ აკლდა. ამის თქმა იყო და კარები შემოაღო პატივცემულმა ფორტგიბუმ.

3f3864aee487
9. მონზაში ყოფნისას იტალიის მეფე უმბერტო I პატარა რესტორანში შევიდა გენერალ ემილიო პონზია-ვაგლიასთან ერთად. როცა რესტორნის მფლობელმა მეფის შეკვეთა ჩაიწერა და გენერალს მიადგა, მეფემ შენიშნა, რომ ის და გენერალი საოცრად გავდნენ ერთმანეთს სახითა და აღნაგობით. მათ დიალოგი გამართეს და ბევრი მსგავსება აღმოაჩინეს:
* ორივე დაიბადა 1844 წლის 14 მარტს
* დაიბადნენ ერთ ქალაქში
* ორივეს ცოლს მარგარიტა ერქვა
* რესტორნის გახსნის თარიღი ემთხვეოდა მეფის კურთხევის თარიღს
1900 წლის 29 ივლისს მეფემ გამოაცხადა, რომ იმ დღეს რესტორნის მფლობელი ბრმა ტყვიის მსხვერპლი გახდა და გარდაიცვალა. როცა მის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა, შეკრებილი ხალხიდან ერთ-ერთმა ანარქისტმა ესროლა მეფეს და მოკლა.

566b2da135f4
10. საფრანგეთის მეფე ლუი XVI ბავშვობაში ასტროლოგმა გააფრთხილა, რომ ყოველი თვის 21 რიცხვში დაცვის გარეშე ნაბიჯი არ გადაედგა. მეფე ამან ისე დაზაფრა, რომ ამ დღეს საქმეს არასდროს აკეთებდა, თუმცა მაინც ვერ ეშველა. 1791 წლის 21 სექტემბერს საფრანგეთმა გააუქმა მეფის ინსტიტუტი და რესპუბლიკად გამოცხადდა. 1793 წლის 21 იანვარს მეფე ლუი XVI გილიოტინის მსხვერპლი გახდა.

:boli:

მსგავსი ამბები

Back to top button