საკითხავისასარგებლოსაქართველო

ვაჟა-ფშაველას შვილის ტრაგიკული ისტორია

http://archive.security.gov.ge/en/images/razikashvili_foto.jpg
თუ დაგაინტერესათ, ყველანი გაგრძელებაში

ლევან რაზიკაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად სწავლობდა გიმნაზიაში. მას შემდეგ რაც ქაქუცა საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდა , ერთი პერიოდი თავს ხევსურეთს აპარებდა, ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის პოლიციის უფროსი იყო. მას აჯანყებულებტან ბრდზოლა დაევალა.მაგრამ ხელისუფლებამ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან
მეგობრობა არ აპატია , დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს .რაზიკაშვილი მიჩნეულ იქნა ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად.

დაკავებას ოფიციალურ საფუძვლად დაედო თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, სერგო სურგულაძის განკარგულება, ბრალდებად კი წაუყენეს: “1. ბანდიტიზმში მონაწილეობა; 2. თვითნებური მიტოვება სამსახურისა”

1922 წლის 30 სექტემბერს იგი თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, საიდანაც, როგორც ბრალდებული, შინ აღარ გაუშვეს.
http://publish.dlf.ge/vaxtangvi/vaja-pshavela/PhotoAlbum7/22.jpg

ბოლშევიკებმა ვაჟა-ფშაველას შვილი არ დაინდეს , მწერალთა კავშირის თხოვნის მიუხედავად . ორჯონიკიძემ მათ ტხოვნას ასე უპასუხა : ” ვაჟა-ფშაველა რომც ყოპილიყო იმასაც დავხვრეტდით”

დახვრეტის ოქმში ვკითხულობთ :

1923 წლის 16 თებერვალს ორ საათზე დახვრეტილ იქნა ლევან რაზიკაშვილი ლუკას ძე 35 წლის

ცხედარი დაფლული იქნა დახვრეტის ადგილას .

ლევანს 2 მცირე წლოვანი ქალიშვილი და მეუღლე დარჩა უპატრონოდ .

გულქან რაზიკაშვილის მონათხრობი (ლევანის ძმა) :

”არა ჰკიტხე სძლევანსა , იცოდნენ ვისიც შვილი იყო , ისიც კი არის კითხეს რა დააშავა დაუკითხავად გამოიყვანეს და დახვრიტეს ნადირივითა, და ერთხელ მკვდარი ჩემი მამაი საფლავში და მეორედ მოკვდებოდა ”

წყარო :archive.security.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button