არქივი

მონებით ვაჭრობა – სამარცხვნიო საქმიანობა.

m1wis
ხანგრძლივი პაუზის შემდგეს ისევ უცნაურზე …

დროება

კაცობრიობა მონებით ვაჭრობას უძველესი დროიდან მისდევდა, მაგრამ მე- 16 საუკუნის 50 – იან წლებში ამ სამარცხვინო საქმიანობის მასშტაბები მკვეთრად გაიზარდა. მილიონობით აფრიკელი დაატყვევეს და ოკეანის გაღმა, ამერიკაში გადაიყვანეს. ისინი ვინც ამ მოგზაურობას ცოცხალი გადაურჩა , მონებად გაყიდეს. მონებს ისეთ მძიმე პირობებში ამუშავებდნენ, რომ მათი უმრავლესობა რამდენიმე წელიწადში იღუპებოდა.

2sl9e
მონების გემში “ჩატენვის” ეპიზოდი. მე- 16 საუკუნე.

საჭიროა მუშახელი

მე- 16 საუკუნიდან ევროპიდან მოსულ ახალმოსახლეებს ვესტ-ინდოეთსა და სამხრეთ ამერიკაში შაქარი და თამბაქო მოჰყავდათ. თავიანთ უზარმაზარ მლანტაციებში სამუშაოდ კოლონისტები მკვიდრ მოსახლეობას იყენებდნენმ ნაგრან 1550 წლისთვის იმდენი ადამიანი დაიღუპა, რომ კოლონისტებს სასწრაფოდ ახალი მუშახელის ძებნა დასჭირდათ.


მონებს ასეთ სიმჭიდროვეში უხდებოდათ ოკეანის ‘გაღმა’ გასვლა.

მონებით ვაჭრობის დასაწყისი

პორტუგალიელებს აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე კოლონიები ჰქონდათ. სწორედ პორტუგალიელებმა დაიწყეს მეტოქე ტომების მიერ დატყვევებული აფრიკელების შესყიდვა. ტყვეებს ერთმანეთთან ჯაჭვებით აბამდნენ და სანაპიროსკენ მიყვადატ, აქ ისინი გემებზე აჰყავდათ და ამერიკაში გზავნიდნენ , სადაც მონებად ჰყიდნენ.

ou0q8
მონებს ყიდულობდა ის, ვინც მათში ყველაზე მეტს გადაიხდიდა.

ვაჭრობის სამკუთხედი

მე- 17 საუკუნის დასაწყისისთვის მონებით ვაჭრობას მრავალი ევროპული ქვეყანა შეუერთდა. მათი გემები სამსაფეხურიან მოგზაურობას ახორციელებდნენ, რომლის მარშრუტსაც სამკუთხედის ფორმა ჰქონდა.თავდაპირველად გემებს ევროპიდან აფრიკაში იარაღი და ქსოვილი ჩაჰქონდათ. აფრიკაში ამ საქონელს მონებზე ცვლიდნენ და ამერიკაში მიჰყავდათ. აქ მონებზს შაქარზე, თამბაქოსა და ბამბაზე ცვლიდნენ, რის შემდეგაც გემები ევროპაში ბრუნდებოდნენ. ამ სავაჭრო სამკუთხედს ვაჭრებისთვის აურაცხელი სიმდიდრე მოჰქონდა.

y6pyb
ეს რუკა ასახავს როგორც ვაჭრობის სამკუთხედს ასევე ვაჭრობაში შემავალ საქონელს.

მონების შრომა

მონების უმრავლესობა ვესტ-ინდოეთისა და სამხრეთ ამერიკის პლანტაციებში შრომობდა, დანარჩენებს კი აშშ-ში ბამბისა და თამბაქოს პლანტაციებში სამუშაოდ გზავნიდნენ. იშვიათი იყო ბატონი, რომელიც თავის მონებს ლმობიერად ექცეოდა. მონებს, როგორც წესი, სასტიკად ეპყრობოდნენ და მთელი დღის განმავლობაში შრომას აიძულებდნენ.

pdno0
მონების ოჯახი, რომელიც შეერთებული შტატების სამხეთში ბამბის პლანტაციაში შრომობდა.

მონების აჯანყებები

ყველაზე გამბედავი მონები თავიანთი ბატონების წინააღმდეგ აჯანყებებს აწყობდნენ, მაგრამ ამ აჯანყებების უმრავლესობას სასტიკად ახშობდნენ. მიუხედავად ამისა, 1791 წელს ჰაიტზე მომხდარი აჯანყება წარმატებით დასრულდა და მისი წინამძღოლი ტუსენ ლუვეტრუტი ჰაიტის მმართველი გახდა.

c8buq
სცენა ჰაიტზე მომხდარი აჯანყებიდან.

მონებით ვაჭრობის დასასრული

1780 წლისათვის მრავალი ევროპელი უკმაყოფილო იყო მონათვაჭრობით. 1792 წელს დანიამ პირველმა შეწყვიტა მონების ყიდვა-გაყიდვა. მომდევნო 40 წლის განმავლობაში მონებით ვაჭრობა ევროპაში თანდათან შეწყდა.
1804 წელს აშშ- ის ჩრდილოეთის შტატებში მონებით ვაჭრობა აკრძალეს , მაგრამ სამხრეთის შტატებში მონების შრომას კიდევ 69 წლის გამავლობაში იყენებდნენ. თანდათანობით ვაჭრობა ამერიკის ორივე კონტინენტზე, უკანონო საქმიანობად იქცა. უკანასკნელ მონებს თავისუფლება 1888 წელს უბოძეს.

მნიშვნელოვანი თარიღები

1680-1780 მონებით ვაჭრობის პიკი.
1792 დანია მონობით ვაჭრობას წყვეტს.
1804 მონებით ვაჭრობის აკრძალვა აშშ-ს ჩრდილოეთის შტატებში
1865 მონებით ვაჭრობის აკრძალვა აშშშ-ს მთელ ტერიტორიაზე.
1888 მონებით ვაჭრიბის დასასრული ამერიკის ორივე კონტინენტზე.

წყარო : მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია , GOOGLE , მე ; BY ZOE !

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!
Back to top button