საკითხავისასარგებლოსაქართველო

თუშეთის დაცული ტერიტორიები

a31f7f612c08

ამ პოსტში წარმოგიდგენთ თუშეთის ულამაზეს მხარეს ციკლიდან საქართველოს დაცული ტერიტორიები…. :yvavili:

საქართველოს ულამაზესი კუთხე თუშეთი აღმოსავლეთ კავკასიონზე მდებარეობს. თუშეთს აღმოსავლეთით დაღესტანი, ხოლო ჩრდილოეთით ჩეჩნეთი ესაზღვრება. თუშეთის დასავლეთით ხევსურეთი, სამხრეთით კი კახეთი მდებარეობს. მაღალმთიანი, ქედებითა და მწვერვალებით გარშემორტყმული თუშეთი დაღარულია უამრავი ხევით, რომელთაგან ჩამონადენი წყლები, მაკრატელას წყალგამყოფი ქედით ერთმანეთისგან გამოყოფილ, თუშეთის ორ მთავარ მდინარეში, პირიქითისა და თუშეთის (გომეწრის) ალაზანებში ჩაედინება. ორივე ალაზანი სოფელ შენაქოს მახლობლად ერთდება, შეერთებული მალევე სცილდება თუშეთისა და საქართველოს საზღვარს, გადის დაღესტანში, სადაც ამ მდინარეს ანდის ყოისუს სახელით მოიხსენიებენ, და კასპიის ზღვაში ჩაედინება.
თუშეთის დაცული ტერიტორიები თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალს, თუშეთის ეროვნულ პარკსა და თუშეთის დაცულ ლანდშაფტს აერთიანებს. მისი საერთო ფართობი დაახლოებით 122 050 ჰა-ია.
თუშეთის მცენარეულობა ენდემიზმის საოცრად მაღალი დონით ხასიათდება. აქაური ფლორის 230 წარმომადგენელი კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 პროცენტზე მეტი), ხოლო მცენარეთა 11 სახეობა საქართველოს ენდემია.

09f22d7a8413

თუშეთის ნაკრძალსა და ეროვნულ პარკში გავრცელებულ საქართველოს ენდემთაგან აღსანიშნავია: თუშური ტილჭირი (Aცონიტუმ ტუსცჰეტიცუმ), კოწახური (Bერბერის იბერიცა), მაჩიტა (ჩამპანულა), დათვისთხილა, შროშანი (Pანცრატიუმ), თუშური ასკილი (ღოსა ტუსცჰეტიცა), თებულოს ბაია (ღანუნცულუს ტებულოსუს) და სხვა. აქ ასევე გვხვდება კავკასიის ზოგიერთი ენდემიც: შავი ანუ რადეს არყი (Bეტულა რადდეანა), ღვინა (Fრიტილლარია ცაუცასიცა), ყვითელი ღვინა (Fრიტილლარია ლუტეა ), ფურისულა (Pრიმულა ჯულიაე), დეკა (ღჰოდოდენდრონ ცაუცასიცუმ), ცისთვალა (შცილლა არბორეა) და სხვა.
თუშეთში გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60, ფრინველთა 120-მდე, რეპტილიების 3, ხოლო ამფიბიების 6 სახეობა და თევზების თითო-თითო სახეობა.

bf79d9c97844

კავკასიონის ეს ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვისა, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. ჯიხვის მეზობელია კავკასიის მეორე ენდემიც – კავკასიურ შურთხი, დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო – თუშეთის ბუნების კიდევ ერთი მშვენება.
მსხვილი ჩლიქოსნებიდან თუშეთის ტყეებში ხშირადაა შესაძლებელი შვლის, ძალზე იშვიათად კი – ირმის ნახვა. მეზობელი დაღესტანიდან თუშეთში რეგულარულად შემოდის გარეული ღორი.
თუშეთი მდიდარია მტაცებლებით – მელასა და მგელს აქ ყველგან, მათ შორის ზღვის დონიდან ძალიან მაღლაც, შეხვდებით. ასევე ყველგან ნახავთ მურა დათვის კვალსაც, რომლის პოპულაცია თუშეთში საკმაოდ სტაბილურია. თუშეთში ფოცხვერიც საკმაო რაოდენობით ბინადრობს და არც საკვების უკმარისობას განიცდის. მცირე ზომის მღრღნელებიდან და კურდღლიდან დაწყებული, არჩვითა და ჯიხვის ციკნებით დამთავრებული – ყველა ეს ცხოველი ფოცხვერის სანადირო ობიექტს წარმოადგენს.
მეცნიერები იმედს არ კარგავენ, რომ თუშეთის მთებს ჯერ კიდევ შეიძლება აფარებდეს თავს ჯიქი – წინააზიური ლეოპარდი.

637b145a4d7c

თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მდიდარი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის წიწვოვან კორომებში ცხოვრობენ და ფიჭვის გირჩით იკვებებიან საქართველოსთვის საკმაოდ იშვაითი ნაძვის ნისკარტმარწუხები. იმავე ტყეებში რამდენიმე სახეობის კოდალის ნახვა შეიძლება. უფრო მაღლა წითელთავა მთიულები, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოციები გვხვდება. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების – ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. აქ ბევრია კაკაბიც. სხვა მტაცებელ ფრინველთაგან თუშეთში რამდენიმე სახეობის ბუ, მთის კირკიტა, კაკაჩა და ჩვენი პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი – შევარდენი გვხვდება. კალმახით (შალმო ფარიო ტრუტტა) მდიდარია თუშეთის მდინარეები. არსებული მონაცემების მიხედვით თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: ჩორონელლა აუსტრიაცა, Vიპერა ურსინი და Lაცერტა სპ., ასევე გავრცელებულია მინიმუმ ერთი სახეობის ამფიბია – მწვანე გომბეშო.
თუშეთის ყოველი სოფელი თავისთავადაა ისტორიული ძეგლი. აქ არის კულტურულ-სამეურნეო ღირებულების მატარებელი ძეგლები: ქვახიდის წყლისა და ლაროვანის წყლის, გომეწრის ალაზნის სათავის და წოვათის წყლის ხეობებში არსებული მწყემსთა საზაფხულო ბინები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.

f894e05a3d9c

თუშეთში განლაგებულია ძველი სოფლები და ნასოფლარები, რომელთა დიდ ნაწილში კარგადაა შემონახული გვიან შუა საუკუნეების ციხეკოშკები, თავად თუშთა მომთაბარე და რომანტიული ცხოვრების წესით და საზაფხულო ხატობა-დღეობებით, მუდამ მრავლად იზიდავდა მნახველს. თუშების სტუმართმოყვარეობა კი ყოველთვის იყო ტურისტის თუ დამთვალიერებლის უსაფრთხოების გარანტი. თუშეთი მრავალმხრივ საინტერესო კუთხეა. ეს მიუვალი მთიანი მხარე დაბალი და მუხლმაგარი თუშური ცხენის და მეცხვარეების ერთგული თანაშემწის – ქართული ნაგაზის სამშობლოა. ჩხვარმეცხვარეობამ თუშეთში სახალხო რეწვის განვითარება გამოიწვია. თუში ქალები მატყლისგან მართლაც რომ საოცრად სადა და ლამაზ, ბუნებრივი საღებავებით შეფერილ ნაკეთობებს ქმნიან – წინდებითა და ჩითებით დაწყებული, თუშური ფარდაგებით დამთავრებული.
თუშეთი ერთ-ერთი საინტერესო ტურისტული ადგილია. ტურისტებს იზიდავს მისი თვალწარმტაცი ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, ისტორიულ-კულტურული ძეგლები. ტურისტებს შეუძლიათ ისარგებლონ ტურისტული მომსახურების სხვადასხვა სახით. თუშეთში კეთილმოწყობილია საოჯახო სასტუმროები.

რას გთავაზობთ პარკი:

1. საფეხმავლო მარშრუტი “დიკლო”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 36 კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო–აგეურთა-დოტკალტო–დიკლო–დიკლოს ხაა–შავი ქვიშა–სანარე–სონეხი–შენაქო–ომალო.

2. საფეხმავლო მარშრუტი “ორეთი”:
მარშრუტის ხანგრძლივება – 2დღე;
მარშრუტის სიგრძე – 23 კმ;
მარშრუტის მიმართულება: ომალო–ხოშანე–იღონე–ორეთი–ჭიხალე–ცოკალთა–ომალო;

46dac8ac327f

3. საცხენოსნო მარშრუტი “დოჭუ”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 28 კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო–ღელე–სახეო–დოჭუ–გოგრულთა–კეხი–ხახაბო-ომალო;

eae5522deec9

4. საცხენოსნო მარშრუტი “წოვათა”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 5 Dდღე;
მარშრუტის სიგრძე – 65კმ;

მარშრუტის მიმართულება: ომალო-დართლო-ფარსმა-ნაყაიჩოს უღელტეხილი—ვერხოვანი-წარო-წოვათა-ალაზნისთავი–ვაკისძირი-ილიურთა-ვესტმო-გოგრულთა–დოჭუ–ომალო;

თუშეთის დაცულ ტერიტროებზე ვიზიტისათვის საუკეთესო სეზონია ზაფხული

თუშეთი,საქართველოს ულამაზესი მთიანი რეგიონი… :papa: :yvavili:

წყარო: http://www.dpa.gov.ge

მსგავსი ამბები

Back to top button