ახალი ამბებისაქართველო

560 კმ ფეხით, ანუ სოლო ტური თბილისიდან უშგულამდე

zony4

ამ პოსტში მინდა გიამბოთ ერთი ადამიანის მართლაც უცნაური, მაგრამ ძალიან საინტერესო და თავგადასავლებით სავსე იდეა, რომლის განხორციელებაც 22 ივლისს დაიწყო.

ეს ადამიანი გახლავთ ლევან არღვლიანი და მისი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა გაიაროს 528-დან 560 კმ-მდე ფეხით მარტოდ მარტომ, თბილისიდან უშგულამდე. მისი გათვლებით ამ სოლო მოგზაურობას დასჭირდებოდა 17 ან მეტი დღე, თუმცაღა როგორც მისი სახის წიგნის გვერდიდან ვიგებთ, მას შუა მოგზაურობაში დაემართა მუხლის ტრამვა, რის გამოც გაუცდა 6 დღე.

chp1h

ამონარიდი pirweli.com-ის ინტერვიუდან:

“ამ მოგზაურობას რაიმე განსაკუთრებული დატვირთვა არ აქვს, უბრალოდ ვვარჯიშობ, მიყვარს ფეხით სიარული და ალბათ, ეს უფრო საკუთარი თავის გამოცდა და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებაა. 528 კმ-ის ფეხით გავლა ადვილი ნამდვილად არ იქნება, მითუმეტეს ეკიპირების წონა 12 კილომდეა. თან მიმაქვს 3-კაციანი კარავი, რომელიც 4.5 კგ იწონის”, – აცხადებს არღვლიანი.

ao25l

სახის წიგნის გვერდიდან ბოლო ინფორმაციით ამჟამად ლევანი იმყოფება ქუთაისში. ამონარიდი მისი ერთ-ერთი ბოლო მესიჯიდან:

“დღეში მინუმუმ 40 კმ-ს გავდიოდი. ხოლმე 45 და მეტიც მივლია. გზაში 3-ჯერ დამიღამდა და ფანრით ვაგრძელებდი სვლას. მძღოლებისთვის რომ მიმენათებინა я тут არ გადამიაროთemo&:D endemoხვალ დილით გავაგრძელებ მოგზაურობას. ვაპირებ ქუთაისიდან სამტრედიის სოფელ მარნამდე მიღწევას (სამტრედიის შემდეგ არის)”

ამონარიდი ფორუმ.გე-ს ლევანის თემიდან:

“მოგესალმებით ძვირფასებო,ხვალ დილით, 22 ივლისს გამთენიისას ვიწყებ ფეხით მოგზაურობას მარშრუტით: თბილისი – უშგული
მანძილი: 528 კმ. (თავისი გადახვევებით 560 კმ-ზე ცოტა მეტი)
ხანგრძლივობა: სავარაუდოდ 17 დღე (გადაჭრით ვერ ვიტყვი)
ეკიპირების წონა: ჯერ-ჯერობით 12 კილომდეა, მაგრამ რაღაცები კიდევ მაქვს ჩასადები, ალბათ 3 კილო დაემატება.კარავი 3 კაციანია, ჯერ უხმარი. 4.5 კგ იწონის. ამხელა არ მჭირდება, მაგრამ რაც არის არის.ღამეს გავათენებ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, მდინარეებიც რომ ჩამოუდით (ჰიგიენა, გასარეცხი და ა.შ)
დიდ ქალაქებსა და დაბებში ავტო ან რკინიგზის სადგურებზე დავიძინებ (რაც უფრო ნაკლებად დამჭირდება კარავის გაშლა მით უკეთესი). საჭმელს გზაზე ვიყიდი.”

მოგზაურობისას გამოგზავნილი მესიჯები:

23 ივლისი, 2010: გორის გადასახვევამდე 12 კილომეტრი დამრჩა. დღეს ახალი წყლული გამისკდა, მალამო “კოლხურს ” ვისვამ. გორში ვიყიდი სპეციალურად ამისათვის რაღაცეებს. ღვთის წყალობით მხნედ ვარ !!!ერთი თხოვნა მექნება ყველასთან ვინც ოდესმე მსგავს ან უფრო იოლ მარშუტს დაგეგმავთ, გთხოვთ რომ დამიკავშირდეთ, რადგან ბევრი რჩევა მექნება მოსაცემი, რომელიც, თუნდაც, ელემენტარულად აგაცილებთ იმ სირთულეებს, რომელიც მე გადამხდა თავს!

24 ივლისი, 2010: გუშინ რომელიღაცა სამარიტელმა ფორუმელმა ღამის 1 საარზე გამომიგზავნა მისნაირი კეთილი ადამიანი, რომელმაც სამხედრო ჰოსპიტალში წამიყვანა, სადაც გახსნილი წყლულები ბეტადინის ხსნარით დამიმუშავეს. ექიმ ირაკლის და ექთან ლარისას უღრმესი მადლობა. შემდეგ ჩემმა კეთილმა ადამიანმა აფთიაქში მიყიდა ბეტადინი და სახვევები, ფულიც არ გამომართვა… უფლის იგავარაკის პერსონაჟებად გვაქცია თითქოს განგებამ, მე ნაგვემ-დაწყლულებულ მგზავრად ხოლო ის (ისინი) კეთილ სამარიტელებად.p.s. ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა მინიმუმ 3-4 დღე ასეთ დისტანციებზე ფეხით სიარული. უფრო გაგიმწვავდება და შეიძლება ინფექცია შეგეჭრესო. დღეს 08:25 უკვე გზას ვადექი, გასავლელი მაქვს 46 კმ. ღვთის შეწევნით მინდა ხაშურამდე მიღწევა.. აი აქ კი ნამდვილად გავითვალისწინებ ექიმირ რჩევას და სანამ არ მოვშუშდები, არა მგონია გავიდე.

25 ივლისი, 2010: გადავავლე თემას თვალი,ყველას გკოცნით,თქვენი კეთილი სურვილების და ლოცვის ძალას მთელი გზის განმავლობაში ვგრძნობდი. გორი-ხაშურის გუშინდელი მონაკვეთი საშინლად გაიწელა. მარჯვენა მუხლი თითქმის ჩამეკეტა, ამას დამატებული ორივე ფეხზე წყლულები, მოკლედ მესამე დღე იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით-ჯოჯოხეთური. წყლის ასაღებად გაჩერებაც კი მშხამავდა, იმიტომ, რომ სულ მცირედი შესვენების შემდეგ ფეხი საერთოდ მეკეტებოდა, ამიტომ ვცდილობდი არ შევჩერებულიყავი წყლულების გასანიავებლადაც კი. ახლა ხაშურში ვარ მეგობრის სახლში და ექიმების რჩევას ვითვალისწინებ, ანუ ვმკურნალობ, დიკლობერლიც უნდა გავიკეთო მყესებისთვის. ძალიან მინდა მოვშუშდე და მალევე გავაგრძელო გზა …

28 ივლისი, 2010: წყლულებს მიმუშავებდნენ. 3 დიკლობერლიც გავიკეთე მუხლისთვის. 90% მზად ვარ. ხვალ ვაგრძელებ სვლას. სულ სხვა სამყარო ყოფილა მოგზაურის ცხოვრებაწამლების მთელი გუდა დამაქვს, მათ შორის ყველაზე მეტად კოლხური გამომადგა, დიკლობერლის ნემსები კი ხაშურში ვიყიდე. ახლა იმერეთის რეგიონის საპატრულოს უფროსის მოადგილემ დამირეკა და აქაური საპატრულო გამოგზავნა ჩემს სანახავად. რიკოთს იქით ჩვენ მოგაქცევთ ყურადღებას თუ რამე დაგჭირდაო. ჯანდაცვის სამინისტროც აქტიურობს, მესტიის კულტურის სახლიდანაც დამირეკეს და ვარ ასე, სრულიად არაგამიზნული პიარის ეპიცენტრში ფორუმს რამდენი კითხულობს თურმე…

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და წარმატებები ვუსურვო ლევანს უცნაურის სახელით :)

ლევანის სახის წიგნის გვერდი: facebook.com/tbilisi.ushguli.trip
ლევანის მეგობრის ბლოგი: katiee.ge

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button